გადაწყდა: 2018 წელს "ბორჯღალოსნები" იტალიას ეთამაშებიან!

AutoSharing Option
ლოს-ანჯელესში გამართულ "მსოფლიოს რაგბის" საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ლაპარაკი ექვსი ერის ტურნირის გაფართოებასა და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე. ამასთან ერთად, განიხილება ვარიანტი ექვსი ერის უარესსა და ერთა თასის საუკეთესო გუნდებს შორის გადათამაშების მოწყობის თაობაზეც. ცხადია, 2019 წლის მსოფლიოს თასამდე ეს არ მოხერხდება, თუმცა გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება.

"მსოფლიოს რაგბის" გადაწყვეტილება, იტალიის ნაკრებს ტესტებზე შეგვახვედროს, ვფიქრობთ, სწორედ ამას ემსახურება. იტალიელები, თითქოს, მუდმივად გაურბოდნენ ჩვენთან თამაშს. არც
"მსოფლიოს რაგბის" მმართველი ორგანო აიძულებდათ, მაინცდამაინც ჩვენთან მოესინჯათ ძალები. ამჯერად ყინული დაიძრა.

ერთი ესაა, იტალიელებს, სავარაუდოდ, სტუმრად შევხვდებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ადგილობრივი კლუბები უნდა თამშობდნენ ევროზე. ეგრე იტალიამ რომ მომავალ წელს მოგვიგოს, ამით უნდა დავამთავროთ რაგბი? ამიტომ წინსვლისთვის აუცილებელია ადგილობრივი კლუბების თამაში მაღალ დონეზე.
haha
12:10 18-09-2017
0
რატომ არიან ეს ხალხი ესე დარწმუნებულები რომ იტალიას მოვუგებთ და მივანგრევთ?! არც ეგრეა საქმე, ეტყობა არ უყურებენ ექვსი ერის თამაშებს.ეგეც საკითხავია მოვიგებთ???? იმ გრანდებთან რახან აგებენ ჩვენებსაც გონიათ რომ ჩვენც მოვუგებთო იტალიას!!! ღმერთმა ქნას მართლა მოვუგოთ, მაგრამ არც ეგრე იოლად არის საქმე ზოგ-ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, აგერ ნახავთ ბატონებო თუ მოვიგებთ. ვინც რაგბში კარგად არის ჩახედული მე მგონი დამეთანხმება.
goga
15:09 18-09-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული