უახლოეს მომავალში მათ ლეგიონერებიც შეურთდებიან, მანამდე კი დადასტურდა ნოემბრის საშინაო ტესტების სტადიონები და მატჩების დაწყების დრო.
წლის დამაგვირგვინებელ საერთაშორისო ტესტსერიის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნები" კანადის წინააღმდეგ 11 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ითამაშებენ, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
პირველი ტესტის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენს ნაკრებს უელსი 75-ათასიან "ფრინსიფალითი სთედიუმზე" (ყოფილი "მილენიუმი") უმასპინძლებენ. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.
2017 წლის
11 და 25 ნოემბრის ტესტმატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ხოლო ვვინც უელსში აპირებს "ბორჯღალოსნების" საქომაგოდ გამგზავრებას, მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლია.
მეტოქეების შესახებ
კანადასთან აქამდე 6-ჯერ გვითამაშია - 3-ჯერ კანადაში, ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე (2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ საკონტროლო მატჩში) და 2-ჯერ თბილისში. გუნდებმა 3-3 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლოს კანადას ივნისის ტესტებზე ქალგარიში ვესტუმრეთ და 13:0 გავიმარჯვეთ.უელსთან ეროვნული ნაკრების დონეზე არასდროს გვითამაშია (აქამდე მხოლოდ A ნაკრებს ვეთამაშეთ 2012 წელს გასვლაზე). სამაგიეროდ, ჩვენთვის უცხო არაა "მილენიუმ სთედიუმი", სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას ვეთამაშეთ.
აშშ-ს 5-ჯერ ვეთამაშეთ - 3-ჯერ სტუმრად და 2-ჯერ საქართველოში. ამ მომენტისთვის მოგება-წაგების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა (3:2) და 25-ში გათანაბრების შანსი გვექნება. "არწივებს" ბოლოს ივნისში ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ატლანტაში ვეთამაშეთ და 21:17 ვძლიეთ. მათი ბოლო სტუმრობა 2013 წელს, რუსთავში შედგა და ის თამაში მეტოქემ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 25:23 მოიგო.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით