"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას იწყებენ

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტებამდე მთელ სარაგბო სამყაროში სულ უფრო ცოტა დრო რჩება. "ბორჯღალოსნები" წლის დამაგვირგვინებელ ტესტ-სერიას 11 ნოემბერს (18:00 სთ) კანადის წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" დაიწყებენ.

ერთ კვირაში, 18 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები კარდიფში უელსს დაუპირისპირდება (18:30 სთ), ხოლო 2017 წლის სანაკრებო სეზონს "ბორჯღალოსნები" 25 ნოემბერს აშშ-ის წინააღმდეგ, "მიხეილ მესხის" სტადიონზე დაასრულებენ (18 სთ). ნოემბრის ორი საშინაო ტესტის ბილეთების გაყიდვა მომდევნო კვირაში დაიწყება.

ფრანგული შეკრება

ვიდრე "ბორჯღალოსნები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მზადებას შეუდგებიან, ისინი სამი დღით საფრანგეთში, ტოპ 14-ის "მონპელიეს" ბაზაზე წინასანოემბრე შეკრებას გაივლიან, რისთვისაც
მილტონ ჰეიგმა 34 მორაგბე შეარჩია.

აღნიშნული შეკრება მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების შესაბამისად იმართება, რომლის დროსაც, სანაკრებო ფანჯრის გახსნამდე, ნაკრებები სამი დღით კლუბებიდან მორაგბეებს იძახებენ. მსგავსი შეკრება "ბორჯღალოსნებს" არაერთხელ გაუვლიათ ტულუზაში, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლევანდელი შეკრება მონპელიეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები საფრანგეთში 29 ოქტომბერს გაემგზავრება, სადაც 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაჩერდებიან.

ამის შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ გუნდებში დაბრუნდებიან, 6 ნოემბრიდან კი თბილისში, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მოიყრიან თავს და უკვე შინ შეუდგებიან ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას, რა დროსაც ცნობილი გახდება "ბორჯღალოსნების" საბოლოო, 31-კაციანი სანოემბრე რაზმი.

ორი ახალბედა

ჰეიგმა საფრანგეთისთვის ორ უმცროს "ბორჯღალოსანს" - რაგბის კლუბ "არმაზის" შუამარბ გიორგი კვესელაძეს და "აიას" ფულბეკ მირიან მოდებაძეს უხმო, რომლებმაც წელს საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში კარგად გამოიჩინეს თავი.

წინასწარი რაზმი 2017 წლის შემოდგომის ტესტებისთვის

Sportall.GeSportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხევდით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოლოდინის ჟრუანტელი მივლის.
ანდრი
16:59 23-10-2017
0
მჭედლიძე ტრამვირებულია?
niko
21:44 23-10-2017
0

სიახლეები პოპულარული