ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან

AutoSharing Option
6 ერის პირველი 2 რაუნდის შემდეგ ინგლისის მორაგბეთა ნაკრები, შესაძლოა, საქართველოს დაუპირისპირდეს.

ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის განცხადებით, მათ ამ პერიოდში რამდენიმე თავისუფალი კვირა ექნებათ და აპირებენ, თბილისში მოემზადონ.

"თბილისში ნამდვილად კარგი იქნება სეზონის ამ პერიოდში ვარჯიში.

მე მინდა ჩემი ფორვარდები გამოვცადო მსოფლიოში უძლიერესი შერკინების ხაზის წინააღმდეგ. ქართველები ამ კრიტერიუმით საუკეთესონი არიან.

საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან და კარგი იქნება, ჩვენი თავი ამ ასპექტში იმ გუნდის წინააღმდეგ გამოვცადოთ, ვინც ამ კუთხით ჩვენზე უკეთესია.

ქართველებს შესანიშნავი წითელი ღვინო და კარგი კერძები აქვთ.

მაგრამ საქართველოში ვიზიტი მხოლოდ გეგმაა და ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება. ჩვენ ასევე კარგი ურთიერთობა გვაქვს შოტლანდიასთან, უელსთან და იტალიასთან. ვცდილობთ, დაცვითი უნარებიც გავაუმჯობესოთ.

შორ მანძილზე მგზავრობა ვარჯიშს უფრო რთულს და შესაბამისად, სასარგებლოს გახდის", - აღნიშნა ჯონსმა.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
ორ კვირიანი პაუზის დროს 6 ერზე საქართველოსთან ერთად ვარჯიში თბილისში არ იქნებოდა ცუდიო. თამაში არ უთქვია ამ კაცს. შარშან 2 კვირა მასე უელსთან ერთად ივარჯიშეს და იგივე ვარიანტისთვის საქართველოს განიხილავენ. სხვათაშორის ისიც თქვა მსოფლიოში საუკეთესო შერკინებსთან ვარჯიში არ იქნებოდა ცუდიო :)
2
ქართველები კი იბადებიან მეომრებად,მაგრამ ჩვენი თავის და ერთმანეთის მტრებიც ვართ და თან, უფრო მაგარი.
სტატუს ქუო
20:31 22-01-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული