გიორგი ნემსაძე: ნოემბერში მინიმუმ ორივე საშინაო თამაში უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე გიორგი ნემსაძე კანადასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ მომავალი 3 მატჩიდან ნაკრები ორის მოგებას მოახერხებს.

"ივნისთან შედარებით კანადასთან სრულიად განსხვავებული თამაშის მოლოდინში ვართ. ალბათ ყველას კარგად ახსოვს როგორ კლიმატურ პირობებში ვითამაშეთ კანადაში და ამან მატჩის ხასიათზე დიდი გავლენა იქონია.

შაბათს უკეთესი ამინდი იქნება და ვფიქრობ, კანადელები ბურთის ხაზზე გაშლას ეცდებიან, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

სამი უმნიშვნელოვანესი თამაში გველის, თუმცა ახლა მხოლოდ კანადაზე ვფიქრობთ და დანარჩენებზე მერე ვისაუბროთ. ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ასე იქნება
ამ შემთხვევაშიც, მაგრამ რეალისტები ვართ და დღესდღეისობით უელსი ჩვენზე ძლიერია. ნებისმიერ შემთხვევაში, ნოემბერში მინიმუმ ორივე საშინაო თამაში უნდა მოვიგოთ", - თქვა ნემსაძემ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მოგება უკვე გვაქვს.წინ ორი მნიშვნელოვანი თამაშია....
ლევანი
08:11 12-11-2017
0

სიახლეები პოპულარული