"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
საოცარი ხალხი ვართ. ახლა ერთი კვირის წინანდელ კომენტარებს გადავხედე ამავე საიტზე. თამაშის წინა სტატიებზე :))
ახლა კი რაც შეეხება თამაშს: 1) ლელო, რომელიც შერკინებაში დაჯარიმების გამო გავუშვით (სწრაფად გათამაშებულ ლელოს ვგულისხმობ), აშკარად იმის ბრალი უფრო იყო, რომ მტელი შერკინება ბურთს უკან დარა და თანაც ალბათ ყველა დარწმუნებული იყო, რომ კანადა დაჯარიმდა. შეცდომაა მარა არა დამღუოველი. კარგია რომ ასეთ თამაშში მოხდა. კანადა გუნდია, რა გვინდა, გაშლილლი და შემტევი რაგბის მცდელობა გვქონდეს და ქულები არ გავუშვათ??? გადახედეთ შოტლანდია სამოას. 38 ქულა გაუკეთა შოტლანდიას სამოამ მარა რა შოტლანდია სუსტია??? მაგარი ლოგიკაა. აქცენტი იყო მრავალფეროვან, შემტევ რაგბზე, სადაც შეცდომების დაშვების რისკი მეტია. მესამე ლელოზე კი სუფთა გამოუცდელობით დაშვებული შეცდომა იყო და მეტი არაფერი. სად შემორბის მათიშვილი ნახეთ მაგ დროს. იჩქარა. ვერ გათვალა მოწინააღმდეგის ტრაექტორია. ასეთ თამაშებზე ვსწავლობთ. ვეტანხმები გამომოსვლელბს, რომ ეიფორია არ ვარგა. მაგრამ ის, ვინც პროგრესს ვერ ხედავს ალბათ ვერც დაინახავს. მე მომწონს როგორც განვიტარების ტემპი, ისევე თამაშის ხარისხი. როდესაც სიბნელეა, იქ პატარა მბჟუტავი სინათლის შუქი უფრო კაშკაშებს, ვიდრე განათებულ შენობაში ნათურა. სიბნელია განათება უფრო ადვილია ვიდრე განათებულის გაკაშკაშება. როცა ამის დრო იყო ძალიან სწრაფად მივიწევდით წინ. აი ახლა კი უკვე მიჯნაზე ვართ პირველი და მეორე დონის სარაგბო ერებს შორის. აი აქ კი სწრაფი განვითარება უტოპიააა. ამიტომ ვემხრობოდი მეტლიტონბას დარჩენას მე და ვემხრობბი დღესაც. ჯერ ჩვენი გუნდი არაა მელიტონაზე "დიდი". როგორც კი ამ დონეზე განვვითარდებით, საქმე თავად მოითხოვს სიახლეს. მადლობა ბიჭებს და წარმატებები. ვისურვებდი, რომ უელსთანაც შევუტიოთ. ისინი ტავის დასადებს მაინც დაგვიდებენ და 15 ქულით მეტს გავუშვებთ თუ ნაკლებს არ მადარდებს. ამ ბიჭების შეტევითი პოტენციალის ნახვა მინდა დიდ გუნდებთან თორე დაცვა უკვე გვინახავს. არგენტინასთან თამაშის მეორე ტაიმი მინდა უელსში თავიდანვე
ukleba
13 ნოემბერი 2017 15:45
0
ძალიან სასიხარულოა მოგება, მაგრამ აშკარა ჩავარდნები იყო დაცვაში. წინ არის თამაში უელსთან. სულ სხვა რაგბი იქნება, ბრიტანელებისთვის დამახასიათებელი სიჩქარეებით. ამას, რასაკვირველია, ჰეიგი ყურადღებას მიაქცევს. წარმატებით!
მერაბი
12 ნოემბერი 2017 12:54
2
ახალი ვარსკვლავი დაიბადა ჩვენს რაგბში მათიაშვილის სახით.სულ ასე გამარჯვებით გევლოთ ჩვენო საამაყო რაგბისტებო.
!
13 ნოემბერი 2017 11:22
0
Ai utxarit im pisos gadmoiceros amati tamashebi da iscavlos tavgancirva da kveynis pativiscema.. da ara mogonili uplebebis dacva
Don
12 ნოემბერი 2017 04:11
2
გუნდს ხელით თამაში ძალიან უჭირს. ამ მხრივ პროგრესი არ ჩანს. უელსის სისწრაფეების გათვალისწინებით, სავარაუდოდ დიდი ანგარიშით მოგვიგებენ.
გიორგი
12 ნოემბერი 2017 13:28
11
კარგი რა გიორგი ,როგორ არ ჩანს,თუნდაც ორი წლის წინანდელი თამაშები ნახე.უელსს მარტო ჩვენი კი არა,მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეუძლია დიდი ანგარიშით,გარდა ახალი ზელანდიისა და შეიძლება ჩვენც წავაგოთ,მაგრამ ჩვენ მაინც წინ მივდივართ და არა მგონია ასე ადვილდ მოგვიგონ,ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ამ თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებაა.
სოსო
13 ნოემბერი 2017 22:52
0
რაგბი ჩვენი ზეიმია სანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ფულს ჩადებენ ამ სპორტში. მერე ტონგები და სამოები ვეღარ გაიჭაჭანებენ. ისევე როგორც საქართველოს ნაკრები. ასე რომ თავში არ უნდა აგვივარდეს
A
12 ნოემბერი 2017 12:35
13
არსად გაგონილს. ეგეთი ერი ვართ. მარტივად მივფრინავთ ცაში და მარტივად ვენარცხებით. სიმართლე არ გვიყვარს. ვერ ვიტანთ. მეც ძალიან მიხარია ნაკრების გამარჯვება მაგრამ არ უნდა ვაქციოთ კერპად. რაგბი რაც უფრო მოდური ხდება საქართველოში მითუფრო მარიაჟა თაობა მოდის. ქუჩაში ბურთით ხელში მოსიარულე. გავა 10 წელი და დავიწყებთ გინებას. ეს ვართ...ყველას აზრის მოსმენას და პატივისცემას რომ ვისწავლით მერე შეიძლება გვეშველოს.. მაგრამ ვერ ვისწავლით...
A
12 ნოემბერი 2017 16:38
4
სად გაგონილს იმეორებ საინტერესოა :)
B-52
12 ნოემბერი 2017 14:50
1
უელსიდანაც ბრწყინვალედ დანგრეულებს გამოუშვებენ..
gio
11 ნოემბერი 2017 20:26
14
გიო,მაგითი რა გინდა თქვა?კი ბატონო,შეიძლება და ალბათ მოგვიგებს კიდეც უელსი,შეიძლება დიდი ანგარიშითაც,შეიძლება დაგვანგრიოს კიდეც,როგორც შენ ამბობ,უელსი ხომ ძალიან,ძალიან ძლიერია,ჩვენი უკანა ხაზი კი სანახევროდ 20 წლის გამოუცდელი ბიჭებისაგან შესდგება,ზოგმა პირველი ან მეორე თამაში რომ ჩაატარა დიდ ნაკრებში,მაგრამ უელსთან თუნდაც დანგრევა გაცილებით უფრო უკეთესი გაკვეთილი და გამოცდილება იქნება ჩვენი ნაკრებისათვის,ვიდრე კანადასთან თუნდაც ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება.დიახ შეიძლება გადაგვიარონ კიდეც,მაგრამ არა მგონია ასე მოხდეს,იმაში კი დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და ღირსებას არ დაჰკარგავენ.ეგ თამაში გვაჩვენებს რა დონეზე ვართ ამჟამად.რაგბის თემში ტრაბახი არ მოსულა,სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით,რამეთუ აზრიც არ აქვს.რაგბში შემთხვევითი გამარჯვება ხომ შეუძლებელია და ეს ყველამ იცის.
სოსო
12 ნოემბერი 2017 12:22
0
გიო რატომ ასეთი ღვარძლით? მერე რა რომ გადაგვივლიან? თამაშის ხარისხი მატულობს, სკამი იზრდება, რაგბის განვითარება ქვეყანაში სწორად მიდის, უკეთესი და უკეთესი ბავშვები მოდიან, ნახე აკადემიის ბავშვები რა რაგბს თამაშობენ (კიდევ იგეგმება მათი გაფართოვება). წინ მივდივართ და ის დროც მოვა როცა ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით და თამაშებსაც მოვუგებთ ექვსი ერის გუნდებს და სამხრეთელებსაც. მთავარია სწორად მიდის ქართული რაგბის სამყარო და უკეთესი იქნება ხელი შეუწყოს ყველამ და არა პირიქით.
nike
12 ნოემბერი 2017 22:50
0
ყველა გამოხმაურება
ნატომი კი მინახია ცხოველთა მეფის ლომის თავის მსხვერპლს რომ მისდევს. მაგრამ სოსოს ნახტომმა. ლომს გადაუჯოკრა. ნახტომში ჩანდა მისი დამოკიდებულობა საქმისადი.ერთგულება პატივისცემა თქვენ გაიხარეთ.ძალიან ვისიამოვნე თქვენი თამაშით ღმერთმა დაგლოცოთ.
achi.
16 ნოემბერი 2017 18:06
0
შემოქმედებითი და გუნდური თამაში როგორც ადრე არ ვიცოდით ისევ ისეა. მართო ძალით რაგბში ვერაფერს გახვალ სერიოზულ ტურნირებში კანადასნაირ გუნდთან.
ამკ
13 ნოემბერი 2017 07:10
2
შენ ეტყობა ფეხბურთს და თან საქართველოს ნაკრების თამაშს უყურებდი ))))
კახა
14 ნოემბერი 2017 15:49
0

სიახლეები პოპულარული