მერაბ შარიქაძე: პირველ რიგში, ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კანადასთან მოგების შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანადამ მოდუნების საშუალება არ მოგვცა და გუნდის მიერ მოპოვებული 54 ქულა ამის შედეგია.

"გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა ჩვენს ქულას მეტოქემ მალევე უპასუხა. შედეგად, ჩვენ მოედანზე მინიმალური დრო ვიყავით მოდუნებულნი და ვფიქრობ, ეს 54 ქულაც ამის გამო მოვაგროვეთ.

მიუხედავად ამისა, ამ თამაშის განხილვას გაშვებული ლელოებით და დაშვებული შეცდომებით დავიწყებთ და პირველ რიგში, ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით".

- "ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22
[VIDEO]


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგბის კავშირის საიტი უკეთეს ქართულს იმსახურებს!..
Fz
13 ნოემბერი 2017 17:39
0
უკეთეს ქართველებს
dato
14 ნოემბერი 2017 02:28
0
თქვენ შემოგევლეთ, აი გუნდი და გუნდურობა, არავითარი ქედმაღლობა და გამარჯვებით ტკბობა. თამაშის შეფასებისას ძირითადი აქცენტი დაშვებულ შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზე.იქნებ ფეხბურთის ნაკრები ცოტა ხნით მაინც ჩაგვებარებინა დიქსონისათვის, იქნება რამე მაინც ისწავლონ (ამას რასაც ეხლა ჩვენი ნაკრების შესახებ ვამბობ, ვამბობ დიდი გულისტკივილით და არავითარი ნიშნისმოგებით), ხოლო რაც შეეხება რაგბისტებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ დიდ ექვსეულში ან ექვსეული გადაკეთდება დიდ შვიდეულად.
ლევანი
13 ნოემბერი 2017 16:19
0
ჰეიგი არის ყველაზე უკეთესი მწვრთელი და საქართველოს მოყვარული ადამიანი ვისაც კი ოდესმე უმუშავია საქართველოში. უდიდესი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე აქვს კოკოშკოვს. ძალიან კარგი სპეციალისტი და ადამიანია ზუროსი, ვაისიც რაც შეუძლია აკეთებს. ამათგან სამი დღეს მოღვაწეობს!!!
S.K.
13 ნოემბერი 2017 11:52
0
Mილტონი ცუდ ხასიათზეა... Aმას ყცელა ხედავს. ამ საქმეს მიხედვა უნდა
gio
14 ნოემბერი 2017 02:28
0
ღირსეული კაცი ხარ ბატონო მილტონ, მადლობა ბიჭებს
qqq
13 ნოემბერი 2017 11:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული