„მსგავს ცვლილებებს ველოდით, რადგან უელსმა გასულ კვირაში ოთხმატჩიანი ტესტ-სერია დაიწყო და ასეთ დროს ყველა თამაშის ერთი შემადგენლობით ჩატარება ძალიან რთულია. ეს ცვლილებები ჩვენთვის არაფერს ცვლის. ჩვენს წინააღმდეგ ის მორაგბეები წარსდგებიან, რომლებიც უელსის სანაკრებო სისტემაში „იხარშებიან“ და მაღალი ხარისხის თამაშით გამოირჩევიან.
ჟურნალისტები ბორჯღალოსნების ვარჯიშის სიტემითაც დაინტერესდნენ, რომლის დროსაც ბურთს დიდი ყურადღება ეთმობოდა:
„ბოლო ექვსი წელიწადია ბურთით ვარჯიშს დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი ფილოსოფიაა, რომ როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა ბურთი გავშალოთ და ამას ვაკეთებთ კიდეც. არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მოწინააღმდეგე, თუ სწრაფად ასუფთავებ რაქებს და სისწრაფეში ქმნი შესაძლებლობებს, გაქვს უნარი, რომ წნეხის ქვეშ მიიღო და გასცე პასები, მაშინ ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნი პრობლემებს და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა“ - ამბობს ჰეიგი და ძლიერ მეტოქეებთან ხშირად თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„უელსის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზეც შევხდებით და ახლა ერთმანეთს ძალებს მოვუსინჯავთ. ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. კვირის დასაწყისში გუნდში ვისაუბრეთ, რომ შარშან ეს შოტლანდიასთან არ გამოგვივიდა, თუმცა ერთი წლის თავზე ჩვენი თავდაჯერებულობა გაიზარდა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ახლა მეტის გაკეთებას უნდა ვეცადოთ“
პრესკონფერენციას ექვსი ერის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია:
„მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით შეძლებ დაინახო რამდენად განვითარდი. ტიერ ერთის ქვეყნებთან კარგი თამაში, იქნება მკაფიო მესიჯი, რომ უფრო მეტ ასეთ შეხვედრას ვიმსახურებთ. ასევე ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს საუბრები ექვსი ერის კარის გახსნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ძალიან კარგად ვითამაშოთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თამაშის გაკონტროლება შეგვიძლია და თუ კარგად თამაშს და პროგრესს განვაგრძობთ, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროც დადგება“.
„გულშემატკივარს ჩვენი სჯერა“
მერაბ შარიქაძემ კვირის დასაწყისში ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ფიქრობს, რომ უელსთან ჯახს გუნდიც კარგ ფორმაში ხვდება:
„ექიმებმა კარგად მიმკურნალეს და ახლა ყველაფერი რიგზეა. გუნდიც ბრწყინვალე ფორმაშია და იმედია ხვალ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. 2015 წლის მსოფლიო თასზე ამ სტადიონმა ძალიან კარგი მოგონებები დაგვიტოვა და იმედია ეს გამოცდილება ხვალინდელ მატჩშიც დაგვეხმარება“.
კაპიტანი ფიქრობს, მეტოქის უპირატესობა სწრაფი თამაში იქნება, კანადასთან 54:22 მოგების შემდეგ კი, ქართველი გულშემატკივარი ძლიერ მეტოქესთან კარგი თამაშის მოლოდინშია:
„უელსის მთავარი სიძლიერე სწრაფი თამაშია. ისინი ნახავდნენ ჩვენი და კანადის შეხვედრას, ეცდებიან ბურთი სწრაფად გაათამაშონ და უპირატესობა ამის ხარჯზე მოიპოვონ. ქართველი ქომაგი რაგბში ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული და ზუსტად იციან რა სიძლიერის გუნდთან მოგვიწევს შეხვედრა, თუმცა კანადასთან კარგი თამაშისა და გამარჯვების შემდეგ, მათ ბევრად მეტი უნდათ. მათ ჩვენი სჯერათ და გამარჯვების მოლოდინში არიან“.
შარიქაძეს პრესკონფერენციაზე ჰართპურიშინ გატარებულ წლებზე და უელსისა და გლოსთერის ფლანკერ როს მორიარტიზეც კითხეს:
„ეს ჩემთვის დიდი გამოცდილების ორი საოცარი წელიწადი იყო. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც კარიერაში გამომადგა და ამისათვის ჰართპური კოლეჯის მადლობელი ვარ. მორიარტი ჩემი მეგობარია, ჩვენ ჰართლპურიში ერთად ვსწავლობდით და ვთამაშობდით. სამწუხაროდ, ახლა ის ტრავმირებულია და მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
ღმერთი ჩვენსკენ
დავუმტკიცოთ უელსელებს რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცა.