ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

Planet Rugby: მამაცი ლელოელები უელსელების მანიპულაციის შედეგად დამარცხდნენ

Planet Rugby: მამაცი ლელოელები უელსელების მანიპულაციის შედეგად დამარცხდნენ

Planet Rugby : მამაცი ლელოელები უელსელების მანიპულაციის შედეგად დამარცხდნენ
პოპულარული გამოცემა Planet Rugby-ში კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა უელსისა და საქართველოს მორაგბეთა მატჩზე. გთავაზობთ ამონარიდს.

უდავო შერკინება

მოხდა უსამართლობა და ამას შეუძლებელია ირონიის გარეშე შეხედო.

არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ავსტრალიის "ტვიკენჰემში" გამოცდაზე. ჩვენს წინაშეა საქართველო.

აი, ისინიც, მამაცი ლელოელები, გამწკრივდნენ უელსელთა ხაზთან სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში, რათა თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტონ მატჩის ბედი. ისინი 7 ქულას აგებენ. შანსი აქვთ, მათი შერკინება გიგანტურია, მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება მართებთ.

თუმცა, უელსმა მანიპულაციას მიმართა, ცრუ შერკინება მოიგონა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვიდა. ქართველი მორაგბეები იძულებულნი იყვნენ მსაჯის გადაწყვეტილებით შერკინებაში არ ჩართულიყვნენ. ისინი დამარცხდნენ და ისტორიული შანსი დაკარგეს.

მოგვიანებით უელსელთა მწვრთნელმა უორენ გატლანდმა თავი იმართლა, რომ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და მისი მორაგბეები მართლა ტრავმირებულნი იყვნენ.

ქართველთა მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საკითხის გამწვავებას მოერიდა. დღემდე ამ ეპიზოდზე არავის არაფერი დასცდენია, არაფერს ვამბობ მის განხილვა-გამოძიებაზე. არადა, იმ მომენტში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი უნდა ჩარეულიყო და დაედგინა, მართლა ტრავმირებულნი იყვნენ თუ არა მასპინძელი გუნდის მორაგბეები და შეეძლოთ თუ არა შერკინებაში მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ იცვლებიან მოთამაშეები თუ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ მოედანზე? ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი თამაშის თავაზიანობის, კეთილსინდისიერებისა და ღირსების საქმეა.

ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შურს იძიებს "ექვსი ერის" (ან შესაძლოა, შვიდის) ფარგლებში.

დიახ, ისინი ამაში შეზღუდულნი არიან, მაგრამ იბრძვიან. ეს მათი მოვალეობაა.

- ვიტო კოლელიშვილი: საბოლოოდ უელსელებმა თავის სასიკეთოთ იმაიმუნეს

- ისტორიის შექმნამდე შვიდი ქულა დაგვაკლდა [VIDEO]

- BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

- "დეილი მეილი": საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან

• TanoLife

"Planet Rugby"-ის მართლაც, რომ სამართლიანი სტატიაა აქვს მიძღვნილი 18 ნოემბრის უნამუსო პერიპეტიებზე. ორ სათაურზე და ორ აბზაცზე, მივიპყრობ თქვენს ყურადღებას ბატონო მკითხველო. მოდით, სათაურებით დავიწყოთ. (დამიჯერეთ არა ნაკლები საინტერესოა, ვიდრე აბზაცები).ინგლისური და ამერიკული მენტალიტეტი დიდით არაფრით განსხვავდება. მათ მხოლოდ რამოდენიმე ქცევა ანსხვავებთ. ესენია: საუბრის დროს აქცენტი, ამერიკელები სულ გიღიმიან, ბრიტანელი სულ სერიოზულად იყურებიან. ამერიკელები ცოტას სვავენ, ბრიტანელი ბევრს. ასევე ზოგიერთი სიტყვების მნიშვნელობა მცირედით განსხვავდება, მაგრამ იდეა მაინც ერთია. "Loose Pass" - ბევრ რამეს ნიშნავს და ვინც ინგლისური იცის (აქ ასეთები ბევრია)დამეთანხმებიან. ბევრი ვიფიქრე, რა უფრო იქნებოდა მიახლოებული ამ კონტექსტში. უცებ ვიპოვე გამოსავალი - "მთხლე გასასვლელი" - (გენაცვალე, ბატონო ენდრიუ ჯეკსონ, ზუსტად მოარტყი). აბა რა უნდა ვუწოდოთ იმას, რაც გატლანმდა და მისმა შეგირდებმა ჩაიდინეს? ყურსასმენებს ისე სწრაფად იძრობდენენ და იკეთებდნენ სიმწრისაგან (არიქა, ემანდ ჩია საქართველომ არ მოგვიგრიხოს კისერიო), რომ ისედაც დიდი ყურები ორმაგად გაუდიდდათ და სამმაგათ გაუცითლდათ. მეორე საკითხია - მეორე ქვე სათაური. (ჰოო აქ უკვე გამიჭირდა, ვინაიდან აქ NY-ი მაგ სიტყვას არავინ ხმარობს - "Uncontested scrum - duggery" - პირველი ორი სიტყვა გასაგებია - უკონტაქტო შერკინება, მაგრამ ეს "duggery" რა უბედურებაა. სლენგია 100% ვიფიქრე. ამერიკელებს ვეკითხები, ეგეთი სიტყვა არ არსებობსო. ვაი შენს "TanoLife'-ს. კარგი. ერთი ამერიკელი ძმაკაცი მყავს, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს და ლოგიკიდან გამომდინარე ვიფიქრე, იქნებ მან იცოდეს ეს სიტყვა რას ნიშნავს-მეთქი. არ შევმცდარვარ. Duggery იგივე ყოფილა რაც ერთი ადგილის მიცემას ნიშნავს, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ სექსუალური აქტი ან ძალიან ჭუჭყიანი ქმედება, უფრო არაკაცური. ამ შემთხვევაში ასეთი თარგმანი გამოდის - უკონტაქტო, ჩახთილი, მაგრამ არ მიცემული შერკინება. გადასარევია, აღფრთოვანებული ვარ. სამართლიანი სათაურია. ახლა, როგორც დაგპირდით, ორ აბზაცზე გავამახვილებ ყურადრებას. მაშ ასე, დავიწყოთ: საზარელი რამ მოხდა... იმ უსამართლობამ რაც მოხდა, გვაიძულა გვეფიქრებინა ის, რომ მოგვეგლიჯა ყურსასმენები, დაგვეგლიჯა ხელებით და გაგვენადგურებინა ყველაფერი რაც კი გარშემო გვქონდა. არა, არა ეს არ იყო ავსტრალიის წინააღმდეგ თამაში ტვიკენჰემში. კიდევ წინ გადავახვიოთ, თუ შეიძლება. Dიახ, ბატონო, ზუსტად ახლა, ჩვენს წინაა საქართველო, ის ჩვენს გონებაშია. აი ისინიც, მამაცი ლელოელები, უელსის ქალაქის, ალაყაფის კარებთან არიან მომდგარი თავისი ჯარით და მათი შემტვრევა ძალუძთ. სულ რაღაც 7 ქულა აშორებთ მათ ამისაგან, მაგრამ ისინი დააყენებებ თავიანთ, გამანადგურებელ და გიგანტურ შერკინებას... შანსი მოვა... შანსი უკვე აქ არის, უბრალოდ სულ ცოტა მოთმინება უნდა ქართველებს... (ქართველებმა ვიცით მერე რა მოხდა). გავაგრძელოთ აბზაცი - უნდა მოიცადონ ქართველებმა! მთავარია არ მოეშვან, ეს ნერვებზე თამაშია, რაც არ უნდა მოხდეს, ქართველები მაინც გამოიყენებენ თავიანთ იარაღს... მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთი, უელსი გამოვიდა წყობილებიდან, დაიწყო უაზრო შეცვლები, ასევე 3-4 წუთი დაუთმეს ბრიტანული ერის გადარჩენას. მათ ეს წუთები შესწირეს ნაციონალურ იდეებს და ვუალა - ქართველები დერეფნიდან აწვდიან ბურთს. ეს არ უნდა მომხდარიყო... ქართველების ვაჯკაცობას, ყურსასმენები მოერია, ლელოების შეუჩერებელ ენთუზიამს, გატლანდის საკაბელო სადენებმა ბოლო მოუღო... აღარ გავაგრძელებ... ვწერ, ცრემლი და ბოღმა მახრჩობს... ჩვენი დროც მოვა მისის გატლანდ...მერე ეგ ყურსასმენები აღარ გიშველის.. მაგიანად შეგიტანთ ლელოში... P. S. ნამდვილი მამაცობა მზად არის შეხვდეს ნებისმიერ უსამართლობას და დარჩეს ხელშეუხებელი, როგორი უბედურებაც არ უნდა მოჰქონდეს მას...

• S.K.

გამომდინარე აქ წაკითხული ლინგვისტური წიაღსვლებიდან გადავხედე წყაროს. "due" ბევრი განსხვავებული მნიშვნელობით იხმარება. მაგ."give them their due" მიეცით მათ რაც ერგებათ. ასე რომ ნიკას სწორად გაუგია. Ole!

• nnn

მართალია შესაძლოა რაიმე შეცდომა მოგვსვლოდა ანდა სულაც მსაჯს არასწორად მიწოლა დაეფიქსირებინა ასე უფრო მეტი ყურადღება მოგვექცევა

• ზვიადი

ნიკა, ბოლო სიტყვა ”Due” ნიშნავს მოვალებას და რა დამსახურებას, ეგ ნისნავს იმას რომ მათი ვალიაო. მაგალითად, რაიმე ჯგუფის ან ორგანიზაციის საწევროს გადასახადი თანხა არის due, და ეს ნიშნავს არა მარტო თანხას არამედ რამეს გასაკეთებელს, ვალს, და მიზეზსაც - მაგალითად რაღაცა იმიტომ მოხდა რომ ”it's due to [this]" ის არის მიზეზი.

• Sandro K.

რაც მოხდა მოხდა და მემგონი ამან ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. რომ არ ყოფილიყო ეს აფერისტობა მათი მხრიდან და დაენიშნათ შერკინება ხომ იყო მინიმუმ 10% იმისა რომ ლელოს მაინც ვერ დავდებდით. ხოლო მოვლენების ასეთი განვითარებით თითქმის ყველა ბრიტანელი აღიარებს რომ უელსმა მოგვპარა დამსახურებული ფრე. ვერ გამიგია რატომ ბლოკავთ ჩემს კომენტარებს და ისეთ კომენტარებს როგორ მაგ. "უუფ რა მაგარია" გამოდებთ ხოლმე; საოცარია

• nika

Yes, they have their limitations, but going on their performance in Cardiff, it’s their due. სწორი თარგმანია: დიახ, მატ აქვთ თავისი ნაკლოვანებები, მაგრამ გამომდინარე მათი თამაშიდან კარდიფში, ისინი ამას იმსახურებენ (იგულისხმება ექვს ერსი თამაში)

• nika

სრულიად გეთანხმებით - ძალიან არაზუსტი თარგმანია ამასთანავე. მაგალითად ბოლო სტრიქონი Yes, they have their limitations, but going on their performance in Cardiff, it’s their due. ითარგმნება შემდეგნაირად: დიახ, მათ აქვთ თავიანთი ნაკლოვანებები, მაგრამ გამომდინარე მათი თამაშიდან კარდიფში, ისინი ამას იმსახურებენ (ეს მათ ეკუთვნით).

• levan

ცუდი თარგამნია. თან არასრული. სრულად ვერ გადმოსცემს იმ აღშფოთებას, რასაც სტატიის ავტორი გამოხატავს. ამიტომ, ორიგინალში უნდა წაიკითხოთ http://www.planetrugby.com/news/loose-pass-395/, თუ იცით ინგლისური.

• ziz

უელსიც ისეთივე პატარა ქვეყანაა როგორიც ჩვენი. მოგების შემთხვევაში მეტი რა მოხდებოდა არ ვიცი, ყველა გამოცემა რომელიც რაგბზე წერს, წერდა ამის შესახებ! შეიძლება ეს უფრო დიდი სენსაცია იყო, ვიდრე გამარჯვება იქნებოდა. ვეთანხმები 888-ს, ყვირილი ზედმეტი იქნებოდა, ცუდად გაგვიგებდნენ 6 ერის გუნდები. მათ უნდა დავანახოთ რო თამაშიც შეგვიძლია, და თავშეკავების უნარიც გვაქ როცა ვაგებთ. დანარჩენი სხვა, სრაქარგბო ოჯახის საქმეა, მეორედ რო აღარ მოხდეს მსგავსი.

• ბბბ

აბა რაა! მილტონ ჰეიგის კომენტარი ვინც წაიკითხა, დამეთანხმებით ალბათ ყვირილის ატეხვას ბევრად სჯობია ასეთი მოზომილი და ღირსეული პასუხი. მეც მჯერა, რომ ასე უფრო მოვიგებთ საბოლოოდ, ვიდრე ერთი ამბავი აგვეტეხა, ბრიტანელებს არაფერი არ ეშლებათ, მჯერა, რომ ჩვენს ღირსეულ პასუხს ღირსეულად აღიქვამენ. კიდევ ერთხელ ბრავო ჩვენს ბიჭებს. მოვა დრო, თან ძალიან მალე, ჩვენ გავხდებით მოდის კანონმდებელი რაგბში, ისეთი თაობა მოდის და ისე პროგრესირებენ ჩვენები, ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს.

• ნოდო

იქ აღებული 7 ქულით და ფრის მიღწევით ბინძური მეთოდიტ დავკარგეთ ისტორიული შანსი და ერთი გაბრაზებული სტატიის უფლებაც არ გვაქ? აბა ზელანდიას უქნან ყვირილი კი არა აირბიმ საერტოდ უნდა დასაჯოს მერე რა რო თამაში მორჩა

• მერაბი

რას ნიშნავს უკადრისად მოქცევა? სიბინძურის მხილება უკადრისობაა? ჯენტლმენურად ჯენტლმენთან უნდა მოიქცე, უსინდისო კი უნდა ამხილო უსინდისობაში, რომ ვეღარც შენ გაგიბედონ მოტყუება და ვეღარც სხვას. ზოგადად კი, ეს იდიოტური წესი უნდა გააუქმონ და მაშინ მწვრთნელები იძულებულები გახდებიან, საკმარისი რაოდენობის პირველხაზელი იყოლიონ მარქაფაში

• gia

ჟურნალისტები შეიძლება მხარს გვიჭრენ, მაგრამ ფანების დამოკიდებულება აშკარად ნაწილობრივ მოვიდა ჩვენამდე. გადავხედე უელსელების კომენტარებს და უმრავლესობა ამართლებს მწვრთნელის გაკეთებულ და ამას იმით ამართლებენ, რომ ჩვენ თამაში ჩავკეტეთ და ღია თამაში რადგან არ ითამაშეს ჩვენ რატომ უნდა გვეთამაშა მათ სტილშიო. მეწყინა უელსელებისგან ცოტა, თუმცა ესენი არ არიან ღირსეული ირლანდიელები და შოტლანდიელები და თავისი არაკაცობით ცნობილები არიან ბრიტანეთში.

• 888

ნოდო! რაგბი ჯენთლემენების თამაშია და თუ მოწინააღმდეგემ იკადრა უკადრისი ეს იმას არ ნიშნავს შენც იგივეთი უპასუხო.სიჩუმით მერწმუნე მეტი პატივისცემა დავიმსახურეთ ვიდრე ყვირილით დავიმსახურებდით.

• ნოდო

დიდ კაცთან პატარა კაცსო ამაზეა ნათქვამი მე ის მიკვირს ბინძური ხრიკის მერე თუ ყველა ერთ აზრზეა რატო ვაჩაგვრინებთ თავს წაგების აღიარება ერთია მარა ბინძური მეთოდის გადაყლაპვა მეორე სწორედაც უელსლები ასე იმიტო მოიქცნენ იცოდნენ არაფერს კი არა ვერაფრის თქმას გაუბედავდნენ დიახ პატარა საქართველომ ისე უნდა ქნას მეორეჯერ აღარ მოუნდეთ პატარა სარაგბო ერის დაჩაგვრა ჩვენიფედერაცია კი მსოფლიოს ვინ ჩივის ტავის ქვეყანაშიც კი არაფერს ამბობს ვითომ არც არაფერი

• nnn

შეიძლება ითქვას რომ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა კარგია ასეთი სტატიები ამის შემდეგ მეტი ყურადღება იქნება ჩვენკენ ეხლა მოდუნება არ შეიძლება უფრო მეტი მონდომებაა საწირო

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა

ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა

U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს

ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა

ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები

თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია

"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან

იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!