Planet Rugby: მამაცი ლელოელები უელსელების მანიპულაციის შედეგად დამარცხდნენ

AutoSharing Option
პოპულარული გამოცემა Planet Rugby-ში კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა უელსისა და საქართველოს მორაგბეთა მატჩზე. გთავაზობთ ამონარიდს.

უდავო შერკინება
მოხდა უსამართლობა და ამას შეუძლებელია ირონიის გარეშე შეხედო.

არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ავსტრალიის "ტვიკენჰემში" გამოცდაზე. ჩვენს წინაშეა საქართველო.

აი, ისინიც, მამაცი ლელოელები, გამწკრივდნენ უელსელთა ხაზთან სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში, რათა თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტონ მატჩის ბედი. ისინი 7 ქულას აგებენ. შანსი აქვთ, მათი შერკინება გიგანტურია, მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება მართებთ.

თუმცა, უელსმა მანიპულაციას მიმ
ართა, ცრუ შერკინება მოიგონა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვიდა. ქართველი მორაგბეები იძულებულნი იყვნენ მსაჯის გადაწყვეტილებით შერკინებაში არ ჩართულიყვნენ. ისინი დამარცხდნენ და ისტორიული შანსი დაკარგეს.

მოგვიანებით უელსელთა მწვრთნელმა უორენ გატლანდმა თავი იმართლა, რომ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და მისი მორაგბეები მართლა ტრავმირებულნი იყვნენ.

ქართველთა მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საკითხის გამწვავებას მოერიდა. დღემდე ამ ეპიზოდზე არავის არაფერი დასცდენია, არაფერს ვამბობ მის განხილვა-გამოძიებაზე. არადა, იმ მომენტში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი უნდა ჩარეულიყო და დაედგინა, მართლა ტრავმირებულნი იყვნენ თუ არა მასპინძელი გუნდის მორაგბეები და შეეძლოთ თუ არა შერკინებაში მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ იცვლებიან მოთამაშეები თუ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ მოედანზე? ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი თამაშის თავაზიანობის, კეთილსინდისიერებისა და ღირსების საქმეა.

ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შურს იძიებს "ექვსი ერის" (ან შესაძლოა, შვიდის) ფარგლებში.

დიახ, ისინი ამაში შეზღუდულნი არიან, მაგრამ იბრძვიან. ეს მათი მოვალეობაა.

- ვიტო კოლელიშვილი: საბოლოოდ უელსელებმა თავის სასიკეთოთ იმაიმუნეს
- ისტორიის შექმნამდე შვიდი ქულა დაგვაკლდა [VIDEO]
- BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
- "დეილი მეილი": საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნოდო! რაგბი ჯენთლემენების თამაშია და თუ მოწინააღმდეგემ იკადრა უკადრისი ეს იმას არ ნიშნავს შენც იგივეთი უპასუხო.სიჩუმით მერწმუნე მეტი პატივისცემა დავიმსახურეთ ვიდრე ყვირილით დავიმსახურებდით.
1
შეიძლება ითქვას რომ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა კარგია ასეთი სტატიები ამის შემდეგ მეტი ყურადღება იქნება ჩვენკენ ეხლა მოდუნება არ შეიძლება უფრო მეტი მონდომებაა საწირო
0

სიახლეები პოპულარული