Planet Rugby: მამაცი ლელოელები უელსელების მანიპულაციის შედეგად დამარცხდნენ

AutoSharing Option
პოპულარული გამოცემა Planet Rugby-ში კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა უელსისა და საქართველოს მორაგბეთა მატჩზე. გთავაზობთ ამონარიდს.

უდავო შერკინება
მოხდა უსამართლობა და ამას შეუძლებელია ირონიის გარეშე შეხედო.

არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ავსტრალიის "ტვიკენჰემში" გამოცდაზე. ჩვენს წინაშეა საქართველო.

აი, ისინიც, მამაცი ლელოელები, გამწკრივდნენ უელსელთა ხაზთან სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში, რათა თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტონ მატჩის ბედი. ისინი 7 ქულას აგებენ. შანსი აქვთ, მათი შერკინება გიგანტურია, მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება მართებთ.

თუმცა, უელსმა მანიპულაციას მიმ
ართა, ცრუ შერკინება მოიგონა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვიდა. ქართველი მორაგბეები იძულებულნი იყვნენ მსაჯის გადაწყვეტილებით შერკინებაში არ ჩართულიყვნენ. ისინი დამარცხდნენ და ისტორიული შანსი დაკარგეს.

მოგვიანებით უელსელთა მწვრთნელმა უორენ გატლანდმა თავი იმართლა, რომ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და მისი მორაგბეები მართლა ტრავმირებულნი იყვნენ.

ქართველთა მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საკითხის გამწვავებას მოერიდა. დღემდე ამ ეპიზოდზე არავის არაფერი დასცდენია, არაფერს ვამბობ მის განხილვა-გამოძიებაზე. არადა, იმ მომენტში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი უნდა ჩარეულიყო და დაედგინა, მართლა ტრავმირებულნი იყვნენ თუ არა მასპინძელი გუნდის მორაგბეები და შეეძლოთ თუ არა შერკინებაში მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ იცვლებიან მოთამაშეები თუ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ მოედანზე? ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი თამაშის თავაზიანობის, კეთილსინდისიერებისა და ღირსების საქმეა.

ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შურს იძიებს "ექვსი ერის" (ან შესაძლოა, შვიდის) ფარგლებში.

დიახ, ისინი ამაში შეზღუდულნი არიან, მაგრამ იბრძვიან. ეს მათი მოვალეობაა.

- ვიტო კოლელიშვილი: საბოლოოდ უელსელებმა თავის სასიკეთოთ იმაიმუნეს
- ისტორიის შექმნამდე შვიდი ქულა დაგვაკლდა [VIDEO]
- BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
- "დეილი მეილი": საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან
მკითხველის კომენტარები / 16 /
"Planet Rugby"-ის მართლაც, რომ სამართლიანი სტატიაა აქვს მიძღვნილი 18 ნოემბრის უნამუსო პერიპეტიებზე. ორ სათაურზე და ორ აბზაცზე, მივიპყრობ თქვენს ყურადღებას ბატონო მკითხველო. მოდით, სათაურებით დავიწყოთ. (დამიჯერეთ არა ნაკლები საინტერესოა, ვიდრე აბზაცები).ინგლისური და ამერიკული მენტალიტეტი დიდით არაფრით განსხვავდება. მათ მხოლოდ რამოდენიმე ქცევა ანსხვავებთ. ესენია: საუბრის დროს აქცენტი, ამერიკელები სულ გიღიმიან, ბრიტანელი სულ სერიოზულად იყურებიან. ამერიკელები ცოტას სვავენ, ბრიტანელი ბევრს. ასევე ზოგიერთი სიტყვების მნიშვნელობა მცირედით განსხვავდება, მაგრამ იდეა მაინც ერთია. "Loose Pass" - ბევრ რამეს ნიშნავს და ვინც ინგლისური იცის (აქ ასეთები ბევრია)დამეთანხმებიან. ბევრი ვიფიქრე, რა უფრო იქნებოდა მიახლოებული ამ კონტექსტში. უცებ ვიპოვე გამოსავალი - "მთხლე გასასვლელი" - (გენაცვალე, ბატონო ენდრიუ ჯეკსონ, ზუსტად მოარტყი). აბა რა უნდა ვუწოდოთ იმას, რაც გატლანმდა და მისმა შეგირდებმა ჩაიდინეს? ყურსასმენებს ისე სწრაფად იძრობდენენ და იკეთებდნენ სიმწრისაგან (არიქა, ემანდ ჩია საქართველომ არ მოგვიგრიხოს კისერიო), რომ ისედაც დიდი ყურები ორმაგად გაუდიდდათ და სამმაგათ გაუცითლდათ. მეორე საკითხია - მეორე ქვე სათაური. (ჰოო აქ უკვე გამიჭირდა, ვინაიდან აქ NY-ი მაგ სიტყვას არავინ ხმარობს - "Uncontested scrum - duggery" - პირველი ორი სიტყვა გასაგებია - უკონტაქტო შერკინება, მაგრამ ეს "duggery" რა უბედურებაა. სლენგია 100% ვიფიქრე. ამერიკელებს ვეკითხები, ეგეთი სიტყვა არ არსებობსო. ვაი შენს "TanoLife'-ს. კარგი. ერთი ამერიკელი ძმაკაცი მყავს, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს და ლოგიკიდან გამომდინარე ვიფიქრე, იქნებ მან იცოდეს ეს სიტყვა რას ნიშნავს-მეთქი. არ შევმცდარვარ. Duggery იგივე ყოფილა რაც ერთი ადგილის მიცემას ნიშნავს, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ სექსუალური აქტი ან ძალიან ჭუჭყიანი ქმედება, უფრო არაკაცური. ამ შემთხვევაში ასეთი თარგმანი გამოდის - უკონტაქტო, ჩახთილი, მაგრამ არ მიცემული შერკინება. გადასარევია, აღფრთოვანებული ვარ. სამართლიანი სათაურია. ახლა, როგორც დაგპირდით, ორ აბზაცზე გავამახვილებ ყურადრებას. მაშ ასე, დავიწყოთ:
საზარელი რამ მოხდა... იმ უსამართლობამ რაც მოხდა, გვაიძულა გვეფიქრებინა ის, რომ მოგვეგლიჯა ყურსასმენები, დაგვეგლიჯა ხელებით და გაგვენადგურებინა ყველაფერი რაც კი გარშემო გვქონდა. არა, არა ეს არ იყო ავსტრალიის წინააღმდეგ თამაში ტვიკენჰემში. კიდევ წინ გადავახვიოთ, თუ შეიძლება. Dიახ, ბატონო, ზუსტად ახლა, ჩვენს წინაა საქართველო, ის ჩვენს გონებაშია. აი ისინიც, მამაცი ლელოელები, უელსის ქალაქის, ალაყაფის კარებთან არიან მომდგარი თავისი ჯარით და მათი შემტვრევა ძალუძთ. სულ რაღაც 7 ქულა აშორებთ მათ ამისაგან, მაგრამ ისინი დააყენებებ თავიანთ, გამანადგურებელ და გიგანტურ შერკინებას... შანსი მოვა... შანსი უკვე აქ არის, უბრალოდ სულ ცოტა მოთმინება უნდა ქართველებს... (ქართველებმა ვიცით მერე რა მოხდა). გავაგრძელოთ აბზაცი - უნდა მოიცადონ ქართველებმა! მთავარია არ მოეშვან, ეს ნერვებზე თამაშია, რაც არ უნდა მოხდეს, ქართველები მაინც გამოიყენებენ თავიანთ იარაღს... მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთი, უელსი გამოვიდა წყობილებიდან, დაიწყო უაზრო შეცვლები, ასევე 3-4 წუთი დაუთმეს ბრიტანული ერის გადარჩენას. მათ ეს წუთები შესწირეს ნაციონალურ იდეებს და ვუალა - ქართველები დერეფნიდან აწვდიან ბურთს. ეს არ უნდა მომხდარიყო... ქართველების ვაჯკაცობას, ყურსასმენები მოერია, ლელოების შეუჩერებელ ენთუზიამს, გატლანდის საკაბელო სადენებმა ბოლო მოუღო...
აღარ გავაგრძელებ... ვწერ, ცრემლი და ბოღმა მახრჩობს... ჩვენი დროც მოვა მისის გატლანდ...მერე ეგ ყურსასმენები აღარ გიშველის.. მაგიანად შეგიტანთ ლელოში...

P. S. ნამდვილი მამაცობა მზად არის შეხვდეს ნებისმიერ უსამართლობას და დარჩეს ხელშეუხებელი, როგორი უბედურებაც არ უნდა მოჰქონდეს მას...
TanoLife
07:30 24-11-2017
0
გამომდინარე აქ წაკითხული ლინგვისტური წიაღსვლებიდან გადავხედე წყაროს. "due" ბევრი განსხვავებული მნიშვნელობით იხმარება. მაგ."give them their due" მიეცით მათ რაც ერგებათ. ასე რომ ნიკას სწორად გაუგია. Ole!
S.K.
11:11 23-11-2017
0

სიახლეები პოპულარული