მილტონ ჰეიგი: ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ

AutoSharing Option
ამერიკასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.

- შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. რით არის ეს განპირობებული?
- დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ამ თამაშებს ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭებით მეტ ენერგიას შემოვიტანთ. გუნდი ცოტათი განახლდება და ამ მორაგბეებსაც მიეცემათ თამაშის საშუალება. ეს ცვლილებები ბუნებრივია, ამით არის განპირობებული.

- ერთით მეტი მორკინალი გვყავს განაცხადში, რატომ?
-
მორკინალებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწიათ ამ თამაშებში, იმის გათვალისწინებით,
რომ ამერიკა ფიზიკურად ძლიერი გუნდია. აქედან გამომდინარე, ეს იყო გამოწვეული ისევ და ისევ გაძლიერების მიზნით.

განსაკუთრებული მიღწევაა, ბოლო თვის განმავლობაში სამი ცენტურიონი გვეყოლება. გიორგი ჩხაიძეც შეუერთდება ამ ჯგუფს. ბევრი ასეთი მორაგბე არ არის მსოფლიო რაგბიში.

- მოწინააღმდეგე რომ შეაფასოთ, როგორი გუნდია?

- საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად არიან ძლიერები. იმით არიან ცნობილნი, რომ ბურთის განზე გატანა უყვართ. მეორე-მესამე ხაზში ჰყავთ კარგი მორაგბეები. საკმაოდ კარგი და სწრაფი უკანახაზელები ჰყავთ. განსაკუთრებით გამოსაყოფია ფრთის მოთამაშეები.

- უელსთან თამაში რომ ყოფილიყო "დინამოზე", შევძლებდით თუ არა იმ ლელოს დადებას?

- ყოველთვის უკეთესია სახლში თამაში, ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ, როცა საქართველოში ვთამაშობთ.

- გვყავს თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა ხვალისთვის, რომ თამაში მოვიგოთ?
- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეთამაშებით, მოცემული სიტუაციიდან ყოველთვის საუკეთესო გუნდს ვარჩევთ. ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ.

მერაბ შარიქაძე: "ყველაზე დიდი ზეწოლა მოდის ხვალინდელ თამაშზე. ყველას აინტერესებს, უელსთან თამაში გამოგვივიდა თუ ეს არ იყო შემთხვევით და ასეთი გუნდი ვართ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები".

მკითხველის კომენტარები / 10 /
დარწმუნებული ვარ რომ ეს თამაში მოგება არ იქნება ქულებით, ეს იქნება ქართველი ვაჟკაცების გალაშქრება ამერიკულ რაგბზე, პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდს მაგრამ რა ვქნა რეალობა უნდა დავწერო დღეს გადავუვლით და დავანახებთ მსოფლიოს რომ ჩვენი ადგილი საუკეთესოებშია, წარმატებები ბიჭებს, ბათუმი თქვენთანააა. ღმერთი თქვენსკენ
roma
25 ნოემბერი 2017 11:28
0
მაგარი ფსიქოლოგია ეს კაცი, ამბობს ჩვენი მიზანია გავიდეთ და მოვიგოთო და არა როგორც ფეხბურთელები გავიდეთ და ვიომოთ :D ( სადაა მაგათი საომარი თორე კი :D :D :D) .../ ხვალ მოვიგებთ თუ წავაგებთ მაინც მაგარ გუნდათ დავრჩებით,,, მაგრამ მგონია რო მაინც დავამარცხებთ აშშ-ს...
Vasili
25 ნოემბერი 2017 02:48
0
წარმატებები ჩვენს გუნდს !!!

მნიშვნელობა არა აქვს რეიტინგს . მოტივაცია დიდი იქნება დარწმუნებული ვართ . ამერიკაზე გამარჯვება ყველაზე მაგარი იქნება . რაის უელსი და რაის შოტლანდია ))) ,
ბოლო-ბოლო ზე სახელმწიფოს ნაკრებს ვხვდებით .
ბესო
24 ნოემბერი 2017 17:59
1
warmatebebi chvens lomebs.ratqmaunda mogeba msurs.magram atidan atic rom wavagot mudam mival stadionze radgan warmatebis misagwevad da chvens gasaxareblad mtel suls guls da sindiss deben tamashshi
euhh
24 ნოემბერი 2017 15:34
0
100%!
რეზო
24 ნოემბერი 2017 16:57
0
პატივცემულ "ავტორს" და სპორტალის რედაქციას!

რამდენიმე მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან:

1. როდოს შეწყვიტავთ გულშემატკივრის შეურაცყოფას?
2. როდის შეწყვიტავთ გულშემატკივრის ფეხებზე დაკიდებას?
3. როდის შეწყვიტავთ ამ გადმოკოპირებას და მასზე "საავტორო" უფლებების დადებას?
4. აღარ გრცხვენიათ? საქართველოში ნომერი 1 სპორტის ასე გამასხარავება შეიძლება?

თუ ავტობუსის ფული არ გაქვთ რომ პრესკონფერენციაზე წახვიდეთ მე გამოგიგზავნით!
თუ პასტა და ფურცელი არ გაქვთ მითხარით და დაგეხმარებით!
თუ მეტი ფანტაზია არ გაქვთ რა კითხოთ აქ კომენტარები მაინც წაიკითხეთ გულშემატკივარს რა აინტერესებს!

აჰა დამბლოკეთ ახლა რომ თქვენ საოცარ "ნაშრომს" ჩრდილი არ მიადგეს!
სირცხვილი თქვენი!
კოტე
24 ნოემბერი 2017 15:23
2
ღვინო ჩემზე იყოს!
კაკო
24 ნოემბერი 2017 20:18
0
მე ხვალ თქვენს გვერდით ვარ, ბიჭებო!!!
ჩემი ხუთი მეგობარიც დავპატიჟე!!!

აბა, ლაღად და მამაცურად, როგორც ყოველთვის!!!!
გია
24 ნოემბერი 2017 13:49
0
გულშემათკივრობთ მთელი გულით და ხვალაც თქვენთნ ვიქნბით, აბა თქვენ იცით.... მილტონ მაგარი კაცი ხარ!
კაკო
24 ნოემბერი 2017 12:40
1
მოვიგეთ თუშავაგებთ ამას არსებითად მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოგების ჟინი და ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთზე რითაც ასე გვანებივრებთ. გენაცვალეთ!!!
გიორგი
24 ნოემბერი 2017 12:30
0

სიახლეები პოპულარული