მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.
- შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. რით არის ეს განპირობებული?
- დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ამ თამაშებს ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭებით მეტ ენერგიას შემოვიტანთ. გუნდი ცოტათი განახლდება და ამ მორაგბეებსაც მიეცემათ თამაშის საშუალება. ეს ცვლილებები ბუნებრივია, ამით არის განპირობებული.
- ერთით მეტი მორკინალი გვყავს განაცხადში, რატომ?
- მორკინალებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწიათ ამ თამაშებში, იმის გათვალისწინებით,
განსაკუთრებული მიღწევაა, ბოლო თვის განმავლობაში სამი ცენტურიონი გვეყოლება. გიორგი ჩხაიძეც შეუერთდება ამ ჯგუფს. ბევრი ასეთი მორაგბე არ არის მსოფლიო რაგბიში.
- მოწინააღმდეგე რომ შეაფასოთ, როგორი გუნდია?
- საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად არიან ძლიერები. იმით არიან ცნობილნი, რომ ბურთის განზე გატანა უყვართ. მეორე-მესამე ხაზში ჰყავთ კარგი მორაგბეები. საკმაოდ კარგი და სწრაფი უკანახაზელები ჰყავთ. განსაკუთრებით გამოსაყოფია ფრთის მოთამაშეები.
- უელსთან თამაში რომ ყოფილიყო "დინამოზე", შევძლებდით თუ არა იმ ლელოს დადებას?
- ყოველთვის უკეთესია სახლში თამაში, ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ, როცა საქართველოში ვთამაშობთ.
- გვყავს თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა ხვალისთვის, რომ თამაში მოვიგოთ?
- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეთამაშებით, მოცემული სიტუაციიდან ყოველთვის საუკეთესო გუნდს ვარჩევთ. ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ.
მერაბ შარიქაძე: "ყველაზე დიდი ზეწოლა მოდის ხვალინდელ თამაშზე. ყველას აინტერესებს, უელსთან თამაში გამოგვივიდა თუ ეს არ იყო შემთხვევით და ასეთი გუნდი ვართ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები".