საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ აშშ-ს 21:12-ს უგებს

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნულ გუნდს უმასპინლა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20
წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უდისციპლინობამ კინაღამ წაგვაგებინა თამაში. ის პირველი ლელოც მოვეშვით და გაგვიტანეს. აუტებშიც ბევრი გვეშლებოდა. კი, უელსთან დავიღალეთ ძალიან, მაგრამ დასარტყმელ ჯარიმებს რატომ არ ვურტყამთ? მითუმეტეს ასეთი უხერხული მეტოქე გვყავს. კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში კაცნაკლულებთან მეტი გვმართებდა - რეალიზაცია რომ გაეტანათ, მორჩებოდა თამაში
გგგ
20:42 25-11-2017
0
ნ-დაა.
მეორე ტაიმში საერთოდ ვერ გავიტანეთ ვერაფერი. ჩვენნაირი დონის გუნდი ყოფილა. თუმცა მათი ბოლო ლელო კარგი დრიბლინგით იყო შესრულებული, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ რატომღაც.
მოვიგეთ და გილოცავთ. ბოლოს გვანერვიულეს.
19:59 25-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული