საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ტრანსლაცია უვარგისი იმედის მუშაკები გასაყრელებია!კადრები ჩერდებოდა ყოველ წამს
Euroрe
25 ნოემბერი 2017 20:06
0
სად ჩერდებოდა კადრები?
ჩემთან დასავლეთ საქართველოში არ ჩერდებოდა. ესეიგი თქვენი სატელევიზიო სერვისის ბრალია.
იმედი არაფერშუაშია.
25 ნოემბერი 2017 21:10
2
უბრალოდ ათამაშეს ახალგაზრდები და დ ა ა ნ ა ხ ე ს რაგბის მოყვარულებსაც,რომ მართალია ნიჭიერები არიან მოდებაძე,მათიაშვილი,კოშაძე,კვესელაზე,აფრასიძე, ჯინჭველაშვილი...რომ გაცილებით მეტად უნდა ივარჯიშონ და მოემზადონ,განსაკუთრებით ფიზიკურად,თორე დაცვაში ვ ე რ ა ფ ე რ ს აკეთებენ (!)
შეუჩნდნენ მილტონს,არიქა ,,ახალგაზრდები ათამაშეთო,, და ნათლად შევხედეთ,რომ მართლა ძალიან,ძ ა ლ ი ა ნ სუსტები არიან ფიზილურად ასეთ მეტოქეებთან თამაშებისათვის.
მე პირადად უკანა ხაზში ვათამაშებდი : მალაღურაძე (ხმალაძე როცა
ტრამვირებულია) ,თოდუა,შარიქაძე,კაჭარავა,ან მჯედლიძე-ფრუიძე,კვირიკაშვილი და მინიმუმ 10 ქულთ მოვიგებდთ!
ა ც ა ლ ე თ მილტონ ჰეიგს და დააყენებს მართლა ძლიერ ნაკრებს.
glaxuna
26 ნოემბერი 2017 17:39
0
Samarcxvinoa roca tamashi eseti samarcxvino translirebit xorcieldeba.araprofesionali operatorebisa da rejisorebis dro agar unda wavides? Imedis saqme marto damachlungebeli serialebis da reklamebis gashvebaa.
Oto
25 ნოემბერი 2017 21:44
0
არ შეიძლება ამერიკასთან უყურადღებოდ თამაში. ამ სპორტს აქ დიდ ურადღებას აქცევენ, მთელი სყსტემა აქვთ და ბევრ სკოლასიც თამაშობენ და თითქმის ყველა უნივერსიტეტს/კოლეჯს ჰყავს გუნდი. თან აქ ფიზიკურ მომზადებას და სირბილს დიდ ყურადღებას აქცევენდა ყველაფერი აქვთ ამისათვის. მოკლედ უელსის შემდეგ ჩვენი თამაში ბევრად ნაკლიანი იყო და მეტს ველოდი, თან ალბათ ჩვენები არ ელოდნენ რომ მოლში დაგვჩაგრავდნენ.
Niko
25 ნოემბერი 2017 20:10
0
ამ ზაფხულს,ამერიკაში ძალიან რომ გაგვიჭირდა თამაშის ბოლოს დაგავიწყდათ?ახლაც ასე მოხდა,მათ აქვთ ისეთი ფიზიკური მომზადება,რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში კიდევ უფრო მაღალი ტემპით თამაში.ჩვენ წინა თამაშის შემდეგ ტრავმების გამო გამოგვაკლდა ბეგაძედა ხმალაძე,ამ თამაშის დასაწყისში ლობჟანიძე და საკვირველია რომ გაგვჭირვებოდა?ჩვენ ხომ ყველაზე ძალიან უკანა ხაზში გვიჭირს რეზერვი.აფრასიძე კარგი ბიჭია,მაგრამ თითქმის მთელი თამაში შემცვლელის გარეშე ჩაატარა და ძალა აშკარად აღარ ეყო.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ამერიკამ ზაფხულის ტესტთან შედარებით შემადგენლობა გააძლიერა და მაშინ საფუძველი გვექნება ეს თამაშში აქტივში ჩავითვალოთ,მით უფრო რომ ბალანსი გავანულეთ.ვემშვიდობები ჩვენს ნაკრებს ამ სეზონში და უკვე მოუთმენლად ველი მომავალ გაზაფხულზე მათთან შეხვედრას.
სოსო
25 ნოემბერი 2017 20:56
0
აშკარად ეტყობოდა ჩვენ გუნდს რომ ჯერ კიდევ ფიქრებით უელსის თამაშზე ფიქრობდნენ...
მოლი
25 ნოემბერი 2017 20:22
3
მართალი ხარ ...
ლაშა
25 ნოემბერი 2017 20:25
1
კვირიკაშვილს ძალიან კარგი თამაში ქონდა, ჯარიმაც გამოიმუშავა, აუტშუც კარგად გადაჰქონდა და კარგ გადაცემებსაც აკეთებდა.
ლუკა
26 ნოემბერი 2017 14:14
0
ნამდვილად, მიხარია, რომ მერაბ კვირიკაშვილი ამდენი ხნის სტრესის შემდეგ ჩვეულ ცხოვრების წესს დაუბრუნდა და ფორმაში ჩადგა. ეტყობა, რომ გუნდი მაგრა დაუდგა გვერდში.
აი ეს არის თ ა ნ ა დ გ ო მ ა.
ყოჩაღ, ყველანი მაგარი კაცები ხართ.
გეთანხმებით და ძაან საჭირო მოთამაშეა.
26 ნოემბერი 2017 14:49
0
კვირიკაშივილს საშუალოდ ერთი ლელო და ხანდახან ჯარიმაც მიაქვს მოწინააღმდეგისთვის ლანგარზე შეფუთული. ნახეთ თუნდაც ესთამაში და უყურეთ მის ნამოქმედარს
kote
27 ნოემბერი 2017 14:28
0
1კვირის წინაც ვთქვი და ახლაც იმ აზრზე ვარ,რომ 6 ერი ადრეა,მანამ სანამ იაპონიასავით არ გავამწარებთ ბობოლა გუნდებს,რეზერვი სანამ საკმარისი არ გვექნება და იმას არვიტყვით,რომ უელსმა ძალები წაგვართვა და აშ. 6 ერში ყოველ კვირა მოგიწევს თამაში უელსის და მასზე ძლიერი ნაკრებების წინაშე და ვიყოთ ხის კოვზის ამარაა და ვიძახოთ იმან ძალები წაგვართვაო?! ძალა გვაქვს მაგრამ გაშლილი თამაში გვიჭირს,მითუმეტეს მაღალ სიჩქარეებზე. მგონია რომ ეს შესარჩევი თებერვლიდან უნდა გამოიყენოს მელიტონამ ხელით თამაშის უკეთ დახვეწვაში,რაქების სწრაბად გაწმენდაში. მოკლედ სისწრაფეაში თამაში ხელით.იგივე რუმინეთთა თუნდაც.ტესტები რაც შეიძლება მეტი,პირველი დონის გუნდებთან!!!
jemali
26 ნოემბერი 2017 11:21
1
ხოდა რო არ გვაძლევენ,უნდა მოვითხოვოთ! 6ეირს ყვირილს,ეს მოვითხოვოთ უნდა! აგერ იაპონიამ თამაშით მოუგო საფრანგეთს,მანამდე ეომა უელს,უფრო ადრე კი სამხრეთაფრიკაც დაამარცხა. ჩვენ კიდევ 10წლის წინ კინაღამ მოგებული თამაში ირლანდიასთან და 1კვირისწინ იგივე კინაღამ არ წაგებული უელსთან თამაშებით ვიქადნებით. ისე ნუ გამიგებთ რმ ვინმეზე ნაკლებად ვგულშემატკივრობ ჩვენს ბიჭებს,მაგრამ რეალობა ცოტა მკვახეა, ყველას არ სიამოვნებს.
jemali
26 ნოემბერი 2017 17:05
0
აუფჰჰჰჰ....გვაძლევენ და არ ვთამაშობთ ტესტებს?
მიროსან
26 ნოემბერი 2017 13:33
0
რა გუნდიცაა ამერიკა ის ხარისხი იყო თამაშის...მაგრამ დღეს კარგი თამაში აჩვენეს ამერიკელებმა თვითონ ჩვენ უბრალოდ სუსტ მეტოქეს არ ვაფასებთ ...ძან მომეწონა აფრასიძე მაგრამ ლობჟანამდე ჯერ ვერ მივა ჩემი აზრით ფიზიკურად მაინც სუსტია ..მოდებაძე კვესაძე კოშაძე მათიაშვილი აი ეს მომავალი და კიდე ბევრი სზვა მინიმუმ 3 წელში 7 ეულში შევა ეს ნაკრები
შიო
25 ნოემბერი 2017 20:10
0
ადრე ვფიქრობდი, რომ ეგრეთ წოდებული ქართული მენტალიტეტი მარტო ფეხბურთელებს ეხებოდათ. გუშინ დავრწმუნდი რაგბისტების ეგეთები არიან. ვისაც გუშინდელი თამაში მოგეწონათ, ან ვინც ჩვენებს ამართლებთ ყველანი ერთად ხართ საქართველოს მტრები. მე რაგბისტები მიტო მიყვარს რომ თავს არ იმართლებენ, თუ საჭიროა ბოდიშს იხდიან და მერე წინ მიდიან. ეს რა იყო? უკან გადადგმული ნაბიჯი.
haha
26 ნოემბერი 2017 15:22
12
ვინ იმართლებს თავს? მოიგეს, ცოტა ძნელად მაგრამ მოიგეს! მორჩა - არა არ გვყოფნის, რატომ არ დაანგრიეს!!! რატომ არ წალეკეს! რატომ არ გადაუარ-გადმოუარეს!
შეეშვით, ისინიც ხალხია და იტამაშეს მოგებაზე -რა გადაირეიეთ ხალხო - მოიგეს, ხომ არ წაუგიათ - ითამაშეს იმდენზე, რამდენიც მოგებას გვაძლევდა.
და საერთოთ იქნებ დაფიქრდეთ, რომ არც უნდა მოგვეგო დიდი ანგარიშით... გასაგები მიზეზების გამო (უფროსი მეგობრისთვის). ჩემი აზრით, აი ამას გავდა თამაში და მეტს არაფერს. თორემ ჩვენები, როგორც ყოველთვის მეორე ტაიმში უმატებენ და არ მოუმატეს.


Haha-s
26 ნოემბერი 2017 22:37
0
გამარჯვება გამარჯვებაა და სუ!
zura
26 ნოემბერი 2017 20:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული