ეს იქნება ჩვენი და იაპონელების მეექვსე ტესტი და მეორე სტუმრობა იაპონიაში. "ალუბლებთან" "ბორჯღალოსნებმა" პირველად 11 წლის წინ, 2006 წელს ოსაკაში ითამაშეს. 2012 წლიდან დღემდე იაპონელები თბილისში სამჯერ გვეწვივნენ, 2015 წლის მსოფლიო თასის წინ კი, მათ ინგლისში, გლოსთერში შევხვდით. ამ მომენტისათვის ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 4:1.
საგულისხმოა, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებისას ყველაზე დიდი
"ძალიან მოხარული ვარ, რომ გაისად, ივნისში ტოიოტა სიტიში მოგვეცა იაპონიასთან თამაშის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ იმავე სტადიონზე ვითამაშენთ, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით.
იმავე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იმავე სასტუმროში გავჩერდებით და იმავე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს...
რაც მთავარია, ჩვენთვის დიდი პატივია, იაპონიას მათსავე ქვეყანაში ვეთამაშოთ. რაც მე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, დიდებულია, რომ იაპონიას თავის მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით" - განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
"ბორჯღალოსნებთან" მატჩამდე "ალუბლები" ორჯერ შეხვდებიან იტალიას - 9 და 16 ივნისს. ზაფხულის ტესტებთან დაკავშირებით იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა თქვა:
"იაპონელ ქომაგებს უნდა ვაჩვენოთ, რომ გვაქვს გამარჯვების ჟინი და სურვილი. მატჩები იტალიისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მხარდასაჭერად სტადიონზე ქომაგი მრავლად მოვა".
ზაფხულის ტესტებზე "ბორჯღალოსანთა" სხვა თამაშების შესახებ ინფორმაციას დროთა განმავლობაში მოგაწვდით.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით