აგუსტინ პიშო: როცა 6 ერში საქართველოს მიღებას მხარი დავუჭირე, კინაღამ მომკლეს

AutoSharing Option
ინგლისურმა Telegraph-მა "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტის, არგენტინელი აგუსტინ პიშოს კომენტარი გამოაქვეყნა.

პიშო მსოფლიო რაგბის პროცესს, როგორც "ტეტრისის" თამაშს აღწერს და 6 ერში საქართველოს დამატებაზე საუბრობს.

აგურები, რომლებიც უკვე ადგილზეა, რაგბის ტრადიციული ღირებულებებია. გარდა ამისა, არსებობს სხვა აგურებიც, რომლებიც დაბლა ეშვება დიდი სისწრაფით. მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოთამაშეების კეთილდღეობის დაცვა და კომერციული შემოსავლების გაზრდა.

მსოფლიო რაგბის მოვალეობაა, ჩასვას ერთმანეთში ეს ხშირად შეუთავსებელი აგურები. არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხვდა, რომ ზოგიერთი რამის შეცვლა უბრალოდ არ სურთ. გასულ წელს, როცა მან მხარი დაუჭირა
იაპონიისა და საქართველოს 6 ერში გაწევრიანებას, ის "ლამის მოკლეს", მაგრამ ვინ გააკეთა ეს, არ ამბობს.

"რაგბი იზრდება, თუმცა რისკები დიდია. ბოლოს, როცა მე მხარი დავუჭირე საქართველოს ნაკრების 6 ერში მიღებას, ამისთვის კინაღამ მომკლეს".

პიშოს კვლავ სურს, რომ ცვლილებები დანერგოს, მაგრამ აღიარებს, რომ საქართველოს 6 ერში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა, რადგან ტურნირი ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია.

"ცვლილებებს ვერ ვხედავ. 6 ერი არ შეიცვლება, რადგან ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს".

გარდა ამისა, არგენტინელ ფუნქციონერს ფინანსური მოდელის შეცვლა სურს, სადაც ამჟამად ქვეყნის კავშირებს საშინაო მატჩებიდან 100-პროცენტიანი შემოსავალი აქვთ.

"შევეცდებით თუ არა ამის შეცვლას? დიახ, მაგრამ დავმარცხდებით. ეს გამოწვევაა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ამ ფორმატს მხარს უჭერს. ეს კარგად მესმის, მაგრამ მსურს, რომ ფორმატი უკეთესი იყოს ყველასთვის", - თქვა პიშომ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
6 ერი დღეს გვჭირდება თორე 20 წლის მერე აღარც 6 ერი დაგვჭირდება, არც ნატო და ევროკავშირი. ტ....ში ითხ...ონ.
დუდა
13:27 30-01-2018
1
უბრალოდ ერთი რამეა გაუგებარი, რომ დაუჩემებიათ 6-ერი კომერციული ტურნირიაო, კომერციული ინტერესებითო, ტურნირის ორგანიზატორებს ააქვთ გაკეთებული საპროგნოზო ფინანსური გათვლები და უეჭველი იციან რომ საქართველოს დამატებით ტურნირი ფინასურად იზარალებს??!! იქნებ პირიქით ამ პროექტისთვის ფინანსურადაც მეტი სარგებლის მოტანა შეგვიძლია. ფინანსების ძირითადი წილი ხომ რეკლამებზე და ტრანსლაციებზე მოდის და არა მხოლოდ სტადიონის ბილეთების გაყიდვებზე. დადონ რეალური დაანგარიშება რომ საქართველოს ჩართვა გამოიწვევს პროექტის ფინანსურ ზარალს, მაშინ შევეშვებით და მოვძებნით სხვა გზას. უბრალოდ, აპრიორი რომ უარყოფით შედეგებს აანონსებენ და უბრალოდ თავიდან გვიშორებენ ეს არის საშინლად ნერვებზე მომშლელი...
levani
17:29 30-01-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული