მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.
მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.
25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0 გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა