გიორგი ნემსაძე: მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით

AutoSharing Option
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის 47:0 დამარცხების შემდეგ, გუნდის თამაშით კმაყოფილი გახლდათ გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნებს" პირველად უკაპიტნა:

"თამაში ისეთი ანგარიშით დასრულდა, არ შეიძლება კმაყოფილები არ ვიყოთ. ვითამაშეთ გაშლილად და ლელოების უმეტესობაც ფრთებიდან დავდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და ასევე იმ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სულით და გულით გვქომაგობდა მთელი თამაშის განმავლობაში. არ ვაკნინებ ბელგიას, რომ თითქოს მათ ვერაფერი შეძლეს, უბრალოდ ჩვენ მათ ჩვენი თამაშით არ მივეცით არაფრის გაკეთების შესაძლებლობა. შევუზღუდეთ სივრცეები და ფაქტობრივად ხაზი ვერ გაგვიჭრეს“.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ,გილოცავთ ბიჭებო.ველოდებოდი რომ მხოლოდ გაშლილ ,ღია თამაშში გაივარჯიშებდნენ,მაგრამ მიწოლაც არ უნდა დავივიწყოთ ალბათ და პირველ ტაიმში სწორედ ამას აკეთებდნენ.მეორე ტაიმში თითქოს ისე დამუხტულებიც აღარ ჩანდნენ,მაგრამ ანგარიში უკვე ისეთი იყო,რომ თავს უფრო მეტის უფლებას აძლევდნენ.ძალიან მომეწონა გაჩეჩილაძის თამაში,ყოველ დარტყმაზე უპირატესობას ჰქმნიდა.ეს მაინც პირველი თამაში იყო და მომდევნოში კიდევ მოუმატებენ.წარმატებები ბიჭებს.
სოსო
09:59 11-02-2018
0

სიახლეები პოპულარული