ამ ინიციატივით ინგლისელთა ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯონსი გამოვიდა, თუმცა ვარჯიშები ისე დაიგეგმა, რომ სარგებელი საქართველოს ნაკრებსაც მიეღო.
ჯოუნსმა, როგორც თავად ამბობს, "პლანეტის უძლიერეს შერკინებასთან" ვარჯიშით კმაყოფილება უკვე გამოთქვა.
ერთობლივი წვრთნით, განსაკუთრებით ჩვენი ხაზის მოთამაშეებისთვის, კმაყოფილი დარჩა მილტონ ჰეიგი:
"პირველი ერთობლივი ვარჯიშით ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს დიდი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ინგლისელებისთვის. გუშინდელი ვარჯიში კონკრეტულ კომპონენტებზე იყო კონცენტრირებული - შერკინება
ცალსახაა, რომ ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარეს გამოგვადგება. ჩვენთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა, მოვემზადოთ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ასევე შემდგომი თამაშებისთვის.
ორივე გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები ვთანხმდებით, რომ ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინეთ".
"ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელი თავკაცი ამბობს, რომ მეორე დღე კიდევ უფრო დატვირთული და საინტერესო იქნება:
"მეორე დღეს უფრო საინტერესო პროგრამა გველის. ვარჯიშები დაეთმობა მოლს და უშუალოდ ტაქტიკურ მონახაზებს, როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით