ესპანეთთან საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რაზმი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 მორკინალი.

მათგან 10 - 8 ბექი და 2 მორკინალი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიფიდან, ჩემპიონშიფიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის, კრასნოიარსკის გუნდიდან.

ბელგია-გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში ‘დაქსს’ ლელო დაუდო და ტურის
სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავვმა გაუმიზეზდა ბორჯღალოსნების კაპიტან, მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში მწყობრში იქნება.

ჰეიგი მეტოქისა და შემადგენლობის შესახებ


ბორჯღალოსანთა მომავალი მეტოქე ესპანეთი, რუსეთისა და რუმინეთის დამარცხების შემდეგ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მთავარ კონკურენტად იქცა.

„მოცემული მომენტისთვის ესპანეთი ჩვენი მთავარი კონკურენტია. რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით, ის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის სახელით გასვლას მიუახლოვდა და თავდაჯერებულობა შეიძინა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი და გამოწვევა იქნება და მას მოუთმენლად ველოდებით.“ ამბობს ჰეიგი

„თამაშის დღეს მენტალურად და ფიზიკურად კარგად უნდა ვიყოთ და „საშინაო დავალება“ შევასრულოთ. სამწუხაროდ, კვლავ გვაწუხებს ტრავმები და დაგვაკლდებიან კოტე მიქაუტაძე და მერაბ შარიქაძე.

„ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ სოსო მათიაშვილი და გიორგი კოშაძე, რაც ჩვენი უკანა ხაზის თამაშს კიდე უფრო გააძლიერებს და გაამრავალფეროვნებს.

თითოეულ თამაშს ინდივიდუალურად მივუდგებით და შესაბამისად, მწვრთნელები შემადგენლობას მოთამაშეების ვარჯიშისა და თამაშის მიხედვით შევარჩევთ. თავს კომფორტულად ვერავინ იგრძნობს. უნდა ვივარჯიშოთ ტიერ1-ის გუნდივით და ტურნირიც ასეთივე სტილში მოვიგოთ“ - მილტონ ჰეიგი

საქართველო - ესპანეთი | 3 მარტი, 18:00 | მესხის სტადიონი

ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯინჭველაშვილს კარგი მომავალი აქვს. მაინტერესებს ბექა გორგაძე რატომ დაიკარგა. იქნებ რაგბის საიტზე გაკეთდეს ფანჯარა, სადაც გავიგებთ ჩვენი ბიჭების ფიზიკურ მდგომარეობას
zaza
15:10 27-02-2018
0
შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალური შემადგენლობაა თუ ტრამვირებულებს გამოვრიცხავთ. უბრალოდ დიდი ხანია თაზო მჭედლიძის სახელი არ გამიგია და ნეტავ ხომ ჯანზეა. ამ შემადგენლობიდან მხოლოდ ორზე მაქვს კითხვის ნიშანი:

1. გემოვნება, რა თქმა უნდა აბსტრაქტული საკითხია მაგრამ რა მოსწონს და რა დაინახა მელიტონამ ჯინჭველაშვილში. მე ვერ ვადევნებ თვალს დიდი 10იანის თამაშებს მაგრამ თუ ვინმემ იცის ეს ბიჭი იმსახურებს ასეთ დონეზე თამაშს? მე რაც ნაკრებში ვნახე ყველა გამწვავების დროს კრიტიკულ მომენტში ბურთი დაკარგა, წინ დაუვარდა ან პასი ვერ გააკეთა ხეირიანი. 10 ნომრის საქმე შემოქმედებაა და არა საკუთარი შეტევის დესტრუქცია. რა თქმა უნდა ეს თამაშები ჩვენთვის საწვრთნელ ხასიათს ატარებს და გამოჩნდება ვის რისი შნო აქვს. ძალიან კარგია რომ გუნდში ყველა პოზიციაზე 2-3 კაცი ჩანს ვისაც პრეტენზია და შანსი აქვს (მეოდე ხაზის გამოკლებით) ძირათადის წევრი იყოს.
2. ქუთაისის ტორპედოში მეგრელაძეს ტრიბუნიდან დაუძახეს გაინძერი მერაბია თორე ბლოხინს ბუჩქი ეგონები და მოგაფსამსო - ასეა ჩვენი უხუცესი მოთამაშე, რომელსაც გუნდის მიმართ უდუდესი დამსახურების მიუხედავად აღარც სისწრაფე აქვს და აღარც რეაქცია. თუ მისი მონაწილეობით ბოლო 9 თამაშს ნახავთ, ჩვენთვის გატანილი 8 ლელო თუ მისი 100% დამსახურება არაა ლომის წვლილი მიუძღვის. ღმერთმა იცის 1.5 წლის მერე მისი რეაქციები როგორი იქნება. ის ბოლო წერტილია ჩვენი დაცვის და აქ აუცილებლად რეაქტიული მოთამაშე გვჭირდება. მას არაამქვეყნიურად უყვარს რაგბი და იქნებ რაგბის კავშირმა სხვა ფუნქცია მისცეს და არ დარჩეს ბორტს მიღმა.
კოტე
06:32 27-02-2018
1

სიახლეები პოპულარული