მილტონ ჰეიგი: პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

- ბუნებრივია, ესპანეთმა ბოლო მატჩში გამარჯვებით თავისი ძალა დაამტკიცა. ხვალ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას წარმოვადგენთ.

ის მომენტი, რომ ეს გუნდი ერთა ლიგაში არის ყველაზე ძლიერი, დამტკიცდა რუმინეთთან და რუსეთთან თამაშით.

- ესპანეთმა დაამარცხა რუმინეთი და რუსეთი. ესპანეთის პროგრესით რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ?
- ესპანეთში რამდენჯერაც ვითამაშეთ, ყველაზე რთული იყო. თუ გახსოვთ, პირველ თამაშშიც ესპანეთთან დავმარცხდით. ჩვენს ინტერესში არის, რომ უფრო ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ და შესაბამისად,
ესპანეთის პროგრესი ჩვენთვის კარგია.

- განაცხადში ვერ მოხვდა მერაბ კვირიკაშვილი. რაიმე ტრავმა აქვს თუ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა?
- მეკოს რაც შეეხება, მას ჰქონდა მცირე პრობლემები, მას სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ბოლო ორი თამაშისთვის ის ჩვენს გუნდში მოიაზრება.

- რას გვეტყვით ამ ტურნირზე რაგბი ევროპის თასზე, რა მნიშვნელობა აქვს აქ ასპარეზობას?
- რაგბი ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, რომელიც ტრადიციულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი ნაკრები ამ ტურნირის წყალობით ხშირად იკრიბება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტურნირისთვის გავიზარდეთ და გვჭირდება სხვა ასპარეზი. ხვალ ესპანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ყველას უნდა დავანახოთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს.

- რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით ვართ ხვალინდელი მატჩისთვის და ეს არის თუ არა ოპტიმალური მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
- რთული ამაზე პასუხის გაცემა, გვაკლია მოთამაშეები და არის რაღაც ტრავმები. ეს არის ამჟამად ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონამდე 18 თვეა და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად გავინაღდეთ მოხვედრა, გუნდი ემზადება შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სანაკრებო შტაბში დავიმატეთ ორი პროფესიონალი სრულ განაკვეთზე და ნაკრები არის დაკომპლექტებული იმ სპეციალისტებით, ვინც აუცილებლად გვჭირდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნაკრების პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენს ნაკრებს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა ჩვენ იმ სიმაღლეზე ავედით, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კონკრეტულად რა მიმართულებით გვჭირდება მეტი ფინანსები არ გიკითხავთ?
რეზო
03 მარტი 2018 13:13
2
ამოიღეთ ინტერნეტიდან მილტონ ჰეიგის 2011 წლის სურათები და შეადარეთ დღევანდელს! იქნებ მიხვდეთ რას გაუძლო ამ კაცმა ბოლო 7 წელში...

ყველა სპორტში გაუთვითცნობიერებელი დეგენერატის საყურადღებოდ - მსოფლიო თასამდე რამდენიც არ უნდა იბჟუტუროთ არაფერი შეიცვლება და 2019 წლის შემოდგომაზე დავთვალოთ წიწილები.

მანამდე დიდი მადლობა ჩვენს მელიტონას რომელსაც უდიდესი ამაგი აქვს ქართული რაგბის და რაგბის გულშემატკივრის წინაშე. სირცვილია ხალხო

კოტე
03 მარტი 2018 09:58
1
ძალიან კარგი იქნება თუ უკანა ხაზი გამართულად ითამაშებს და კაი სისწრაფეზე ითამაშებს...ამაში უნდა ვაჯობოთ ლიმებს,თორე სხვა დანარჩენზე არც ღირს ნერვიულობა...
sport faza
02 მარტი 2018 22:45
0
ხვალინდელი მატჩიდან,ესპანელების მხრიდან არაფერს ველი ....ალბათ 100 ქულას ავუღებთ!!! ესპანეთი ხალხს ასვენებს რომ გერმანიას და ბელგიას მოუგოს....ხვალინდელი წაგება-მოგება არაფერზე არ იმოქმედებს მსოფლიოზე მოსახვედრათ მათთვის!!!
sport faza
02 მარტი 2018 22:37
0
ერთი ვერ გავიგე რაღაც.../ ადრე თუ გვიან მილტონი რათქმაუნდა დაგვტოვებს , მაგრამ ეს მაშინ უნდა მოხდეს როცა მოვა ამის დრო, როცა უბრალოდ ამოწურავს თავის თავს ნაკრებში და არა ისე , ხუშტურით , ვითომ უფრო კვალიფიკაციური რო უნდათ, აი დაახლოებით ისე, ფეხბურთში რო ხდება ჩვენთან რა... /სხვათაშორის მილტონი არ გაიზრდებოდა ?? არ აწევდა თავის სამწვრთნელო კლასს ამასობაში?? / მოკლედ ვაცადოთ ამ ხალხს, საბედნიეროდ წესიერი და მცოდნე ხალხი მუშაობს ფედერაციაში...
Vasili
02 მარტი 2018 20:19
0
ისევ ქართული უმადურობა?!
888
02 მარტი 2018 17:11
1
რომელი ესპანეთის განვითარებაზეა საუბარი :დ ? საფრანგეთიდან გადატენილი მოთამაშეებით ყომარობენ მანამდე არგეტინელებით ცდილობდნენ ფონს გასვლას ბოლოს და ბოლოს უბრალოდ შეთამაშდნენ აადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა მომავალ წლებში კიდევ უფრო მოუმატებენ მაგათ არც ფინანსები აკლიათ და არც მაღალი დონის შტაბის მოყვანა გაუჭირდებათ.მილტონ ჰეიგის ქვეშემდომობით ვითარდება მთლიანად ჩვენი რაგბი ეს არ ეხება ეროვნულს ეს ეხება მთლიანად საქართველოს რაგბს ეს უბრალოდ თვალსაჩინოა .ეროვნულს რაც შეეხება მუდმივად როტაციას მიმართავს თითქმის ყველას ათამაშებს რაც რათქმა უნდა ხარისხზე აისახება მაგრამ რამოდენიმე წელიწადში ისეთი რეზერვი გვეყოლება რომ დანაკლისზე საერთოდ არ მოგვიწევს ფიქრი ძალიან სწორად ვითარდება ყველაფერი, ხარისხი მომავლში აუცილებად გამოსწორდება მე პირადად თანამედროვე რაგბს ველი ბევრი ხელით და ფეხით თამაში არეკლი რაც ძალიან გვჭირდება ბობოლა გუნდებთან წერტილი.
თორნიკე
02 მარტი 2018 16:55
0
ძლივს გამოჩნდა ადამიანი რომელიც კრიტიკულად უყურებს ნაკრების პროგრესს რაშიც რათქმაუნდა ვეთანხმები svan-ს ხოლო მეხოტბებს ვეტყოდი რომ მადლობელი ვართ გაწეული სამსახურისთვის რაც მილტონმა გარკვეულ ახალ ეტაპზე გასწია ოღონდ უკვე ნათლად ჩანს რომ არაა საკმარისი და რომ იტყვიან "ვბუქსაობთ" საჭიროა უფრო კვალიფიციური მწვრთნელი რომ კუს ნაბიჯებით არ ვიაროთ პროგრესი თუ გინდათ დაინახოთ ნახეთ იაპონია იგივე ესპანეთი და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ მსოფლიოს თასზე ირლანდია საქართველო ბოლო წუთები რა დღეში ჩავაგდეთ ირლანდიელები და დღეს ვინ იტყვის რომ ირლანდიას იგივეს ვუზამთ პროგრესი თუ გინდათ ირლანდია აიღეთ ჩვენ კიდე რა დონეზეც მაშინ ვიყავით იგივეზე ვრჩებით მეტ ნაკლებად იგულისხმება თამაშის ხარისხი დინამიურობა ტაქტიკა და ა.შ
კახა
02 მარტი 2018 16:05
31
გეთანხმები რათმქაუნდა ჰეიგი კარგი მწვრთნელია მაგრამ ნაკრების დონემ აიწია ეხლა სხვა დონეზე უნდა გადავიდეთ!
svan
02 მარტი 2018 22:26
8
ის ირლანდიის ნაკრები ისორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო და თუ გგონიათ რომ მაშინ ირლანდოის დონეზე ვიყავით და იმის მერე რეგრესი განვიცადეთ ძალიან ცდებით. ინირლანდიამ საფრანგეთთან ჯგუფში 3 ქულაზე მეტი ვერ გააკეთა და თუ არ ვცდები 30 გაუშვა, არგენტინასთან 15-30 წააგო. უბრალოდ ფორმაშიბარ იყო გუნდი, ვერ მოემზადნენ მსოფლიოსთვის. ის ნაკრები თუ ძალიან გენატრებათ გაგახსენებთ, რომ საფრანგეთან იმავე ჩემპიონატზე 64-7 წავაგეთ, არგენტინასთან 33-3. იმაში რო დღეს მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა ვართ ბატონ მილტონს უნდა ვუმადლოდეთ. რაგბი ურთულესი თამაშია ტაქტიკური თვალსაზრისით და რთულია უბრალო მოყვარულისთვის ტაქტიკისა და სტილის დანახვა და თუ ამ ნაკრებს პროგრესს ვერ ატყობთ არ ვიცი ...
კახას
02 მარტი 2018 16:56
3
რუსეთთან თამაშს უყურე და ბოლო წუთზე რუსებმა ლელო დაუდეს ესპანელებს 100% და მსაჯმა ვერ ნახა, თორე ფრე იქნებოდა
Таро Сочи
02 მარტი 2018 15:38
0
სვან! - სკოლაში ალბად ცუდად სწავლობდი!??)))))
jino
02 მარტი 2018 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული