"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურში ესპანეთი 23:10 დაამარცხა.

მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.

ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.

25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31
-ე წუთზე კი მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა - 6:3.

36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა - 16:3.

ამის შემდეგ სტუმრებმა ლელოს დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი გიორგი მელქიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ასე და ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რთული თამაში 23:10 მოიგო, 10 მარტს შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს ხვდება, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ტურნირის ფარისა და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს დინამო არენაზე 18 მარტს დაუხვდება.



მკითხველის კომენტარები / 10 /
ლობჟანიძე რატოა გუნდის ძირითადი 9 ნომერი, ძალიან სუსტია, ტიპი ვერ აზროვნებს, თამაში ვერ მიყავს, ჩაწევს და მიათრევს ამ ბურთს... მთელი თამაში შერკინების ყურება ძალიან უსიამოვნოა... მე პირადად ნაკრების თამაშების ყურებაზე გული ამიცრუვდა...
Musenbezi
22:59 03-03-2018
21
დღეს ჩვენ უნდა მოგვეგო "ბევრით" 0...და ასე არ უნდა აგვებლატავებია ეს ესპანელები
sport faza
22:38 03-03-2018
6

სიახლეები პოპულარული