19:53 03-03-2018
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.
ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.
25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31-ე წუთზე კი მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა - 6:3.
36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა - 16:3.
ამის შემდეგ სტუმრებმა ლელოს დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი გიორგი მელქიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ასე და ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რთული თამაში 23:10 მოიგო, 10 მარტს შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს ხვდება, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ტურნირის ფარისა და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს დინამო არენაზე 18 მარტს დაუხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
PS. ძალიან არ მინდა ამ სიტყვებს რომ ვამბობ მაგრამ ასეთ თამაშებში მწრთვნელის კომპეტენციის საკითხი ძალაუნებურად იწევს წინა პლანზე.
ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის. სულ გვაქ სურვილი ძლუერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თანაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს