მილტონ ჰეიგი: კრასნოდარში თამაშის გეგმით ჩამოვედით და შევასრულეთ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთის ნაკრების ანგარიშით 29:9 დაამარცხების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა:

"პირველ ტაიმში ცუდი ამინდი იყო და თანაც, მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. ამიტომ მძიმე თამაში გამოვიდა. შესვენებაზე ჩემს ბიჭებს დავალებები მივეცი, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. მათ ბრწყინვალედ გაართვეს ამოცანას თავი. მოწინააღმდეგეზე ზეწოლა განვახორციელეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა ენერვიულა.

წინა შეხვედრასთან შედარებით რუსეთმა უკეთ იასპარეზა, გამოასწორა ზოგიერთი კომპონენტები. ჩვენ მათი მატჩი გავაანალიზეთ, კრასნოდარში თამაშის გეგმით ჩამოვედით და შევასრულეთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგიჭირდებოდათ :-))) გენაცვალეთ მარჯვენაში
რა მნიშვნელობა ააქვს
01:48 12-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული