"ბორჯღალოსნები" VS "ფრანგი ბარბაროსები" - სამატჩო შემადგენლობა და ბევრი ახალგაზრდა

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი

ივნისის ტესტების დაწყებამდე 10 დღით ადრე, "ბორჯღალოსნები" 31 მაისს "ფრანგ ბარბაროსებს" დაუხვდებიან.

მატჩი, რომელიც 20:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავს ეძღვნება, ქართველ გულშემატკივარს ლამაზ და ლაღ სანახაობას ჰპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეკომპანია "იმედზე" გავა.

ოკეანეთში გამგზავრებამდე ეს იქნება ერთგვარი გასახურებელი, მოსამზადებელი მატჩი. ჩვენი გუნდი კუნძულებისკენ გეზს 1-ელ ივნისს, გამთენიისას აიღებს და ქომაგს კარგი სანახაობის გარდა, მათი გაცილების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წელიწადში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც
"ბორჯღალოსნები" დროის ამ მონაკვეთში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებენ.

ახალგაზრდები და გამოცდილები
რადგან თამაში არაოფიციალურია და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბის ხილვა სურთ, ჩვენს განაცხადში ორით მეტი, 25 მოთამაშეა. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. არიან ისეთებიც, რომელთაც "ბორჯღალოსანთა" კვართით დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში ახალგაზრდა გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ისევე, როგორც რაგბი ევროპის ბოლო ორ მატჩში, ფრთებზე სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილია.

ღერძს ვასილ ლობჟანიძე და რეზი ჯინჭველაშვილი შეადგენენ, რომელმაც ბოლოს ამა წლის თებერვალში, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. მთლიანობაში, ხაზის 7 მოთამაშიდან 6, 25 და ნაკლები წლისაა.

მთლიანობაში, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 6 მორაგბის კეპების ჯამი (107) 3-ით ჩამოუვარდება მერაბ კვირიკაშვილის კეპების რაოდენობას, 4-ს კი ნაკრებში 10 თამაშიც არ ჩაუტარებია.

ხაზის მარქაფა შედარებით გამოცდილია - ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, ბექა წიკლაური და ვაჟა ხუციშვილი. ხუციშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს 1 წლისა და 4 თვის წინ, რაგბი ევროპაზე, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო.

კვაჭ შალვა მამუკაშვილს მხარში ბურჯები, გიორგი თეთრაშვილი და გიორგი მელიქიძე ამოუდგებიან. თეთრაშვილს ნაკრებში წელიწადზე მეტი, შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მელიქიძე წლევანდელ რაგბი ევროპაზე ოთხჯერ შევიდა შეცვლაზე.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ახალგაზრდა ოთარ გიორგაძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზი სრულად განახლებულია. შერკინების შემკვრელი მიხეილ გაჩეჩილაძეა, რომელმაც ნაკრებში წელს დაიმკვიდრა ადგილი და 5 კეპი მოიხვეჭა. ერთი ფლანკერი გურამ შენგელიაა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბელგიასთან, რამდენიმე წუთით ჰქონდა, ხოლო მოკლე ფრთაზე გიორგი ცუცქირიძეს ვიხილავთ, რომელმაც ბოლოს გერმანიის წინააღმდეგ, შეცვლაზე ითამაშა.

მორკინალების კეპების ჯამი 173-ია. 8 მორაგბიდან 10-ზე მეტი კეპი მხოლოდ ორმა - მამუკაშვილმა და ნემსაძემ მოიხვეჭეს. მეორეხაზელი გუნდს მეექვსედ უკაპიტნებს.

თადარიგშია ბურჯი ირაკლი მირცხულავა, რომელმაც სანაკრებო მატჩი ბოლოს თითქმის 2 წლის წინ, სუვაში ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარა. მეორე ბურჯი ზურაბ ჟვანიაა, ხოლო კვაჭი გიორგი ჭყოიძეა.

მეორე ხაზში შეცვლაზე არიან შალვა სუთიაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი, მათგან პირველს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. შეცვლაზეა საბა შუბითიძე, რომელსაც ნაკრებში 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.

Sportall.Ge

altმილტონ ჰეიგი: გვეძლევა შანსი, ჩვენი ქომაგის წინაშე სრულფასოვანი მატჩი გავმართოთ

altუკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისევ 1-ელ, უკვე მერამდენედ!
მინდია
31 მაისი 2018 13:03
0
Kარგია სათადარიგოებისთVის შანსი მაგრამ აი Eს მელიქიძე თუ ვიღAც საერთოდ ვინარი და რაუნდა , ელემენტარულს ვერ აზროვნებს , ჯერ ამის პოზიციას არ სჭირდება დეტალების სიღრმისეულად ცოდნა მაგრამ იმ ელემენტარულსაც ვერ აკეთებს .
Hal- robson kanu From Wales
30 მაისი 2018 17:17
2
წარმატებები ბიჭებს!
soxumeli veterani
30 მაისი 2018 17:12
0
რაღა დროის კვირიკაშვილია, კაი რა, მადლობა მეკოს, მაგრამ მისი დონე არაა ისეთი, როგორი ნაკრებიც ჩვენ გვინდა რომ გვყავდეს. მისი ამპლუის მორაგბეზე კი ძალიან ბევრია დამოკიდებული.
ragb
30 მაისი 2018 17:01
1
კვირიკაშვილის შემცვლელი თეორიულად ვინ გვყავს?
ქუთაისელი
30 მაისი 2018 16:15
2
მათიაშვილი
geno
31 მაისი 2018 13:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული