საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ამხანაგურ მატჩში "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა 16:15.
"დინამო არენაზე" მატჩზე მართლაც საზეიმო განწყობა იყო, ეროვნული ჰიმნების შესრულებას ფოიერვეკები მოჰყვა და თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. თუმცა, ვერ იხეირეს და სოსო მათიაშვილმა 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. სამწუხაროდ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჩვენმა დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 11:10. შემდეგ სანდრო თოდუამ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.
ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
გილოცავთ!
21:51 31-05-2018
არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
პ.ს. ეს კომენტატორი კი საშინელებაა, შერკინებაში უპირატესობის მეტი მისთვის სხვა არაფერია რაგბი და გუშინ მთელი თამაში ერთადერთი ნათელი წერტილი მათიაშვილი იძახა და დამაწყვიტა ნერვები.
ეს დაახლოებით იგივეა, დაბალი დონის რესტორნის შეფ-პოვარმა რომ თქვას, თუ ჩემი საჭმელი არ მოგეწონათ და კუჭები გაქვთ აშლილი, ნუ იბოღმებითო DDDDDDDD