მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო
მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ჯალაღონიამ ისეთი ბურთები აიღო ჰაერში ირლანდიასთან, რამდენჯერმე პირი დამრჩა ღია. ჰაერში ხელებაწეულმა, უკან გადახრილმა თითებით ძლივს რომ მიწვდა მაინც შეიმაგრა. ამის ნახევარს მაინც რომ აკეთებდეს ჰაერში ვინმე დიდებიდან, ძალიან წაგვადგებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კომპონენტია და დიდებში სრული კატასტროფა გვაქვს ამ მხრივ.
fraternity
14:53 12-06-2018
0
მხოლოდ ადაპტაციას ვერ დავაბრალებ ამ სუსტ თამაშს, თბილისშიც იგივე მოხდა ზუსტად. ბოლო ორი თამაში რომ წაგვეგო ნეტა რას დავწერდით?! აშკარაა რომ ჩვენს თამაშში რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ბოლო 20 წუთში შერკინებაშიც კი დაგვჩაგრა ტონგამ... დავიჯერო გუნდს მხოლოდ ამხელა წნეხის ქვეშ თამაშში ავარჯიშებს?! მთელი თამაში დაცვაში გავატარეთ, რატომ მეტი არ შეგვიძლია? ჩემი აზრით შეგვიძლია! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
11:07 10-06-2018
0

სიახლეები პოპულარული