06:57 09-06-2018
მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.
შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.
მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
წაგებას მოგება სჯობს ყოველთვის მაგრამ ეს თამაში არ იყო, ასეთი ბავშვური შეცდომები მე სხვა გუნდების არ მინახავს ჩვენები რომ უშვებენ და არა მარტო დღეს.ისე 2 წუთიც რომ გაგრძელებულიყო ნაღდად წააგებდნენ.
19
2
რაც არ უნდა იყოს ვულოცავ ბიჭებს და ყველას გამარჯვებას. სხვა თამაშს მიგვაჩვიეს და გასაგებია აქ გამითქმული აღშფოთებები. მე მაინც მგონია და იმედი მაქვს, რომ აკლიმატიზაციის ბრალია, სხვა ახსნა ამდენ შეცდომას და ბოლოსკენ ასე დაღლას არ ააქვს. მოკლედ თუ ასეა შემდეგ თამაშში გამოჩნდება.
18
0
გილოცავთ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს მოლოდინი ვერ გაამართლა. ფიჯისთან და იაპონიასთან ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი ოცწლამდელები ბევრად უფრო გამართულ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ. დიდებს რაც შეეხება, მრჩება შთაბეჭდილება რომ ნაკრები ვერ პროგრესირებს.
15
1
გამარჯვებას გილოცავთ. გაუჭირდათ, მაგრამ მოგება ხუმრობა არ არის
15
2
გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა გილოცავთ,მაგრამ ტელეგადაცემის და თამაშის ხარისხი,ერთი ერთმანეთზე უარესი იყო.ბოლო ორი თამაშია წაგებას თვალებში ჩავხედეთ და შერკინებაშიც დავიჩაგრეთ.სათამაშო დისციპლინა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.იმედი დავიტოვოთ,რომ ასე ჩვენს ბიჭებს ტენიან ჰავასთან შეგუება გაუჭირდათ და იმიტომ გადაგვიარეს ბოლო წუთებზე,თორემ სხვა შემთხვევაში,სიტუაცია საგანგაშო იქნება.
14
0
მოგება კარგია მაგრამ ვაი ამ მოგებას, ასეთი შეცდომებით თამაში არ შეიძლება ამ თამაშში შერკინება რომ არ გვყოლოდა ძლიერი უბრალოდ გადაგვივლიდნენ
14
0
მოგებას ვინ დაუკარგავს ბიჭებს მაგრამ არ იყო ეს კარგი თამაში, თუ საერთოდაც ცუდი არ ეთქმის. განსაკუთრებით ღერძმა მთლიანად ჩააგდო თამაში, ასევე სათადარიგო შერკინებამაც.
13
0
მხოლოდ ადაპტაციას ვერ დავაბრალებ ამ სუსტ თამაშს, თბილისშიც იგივე მოხდა ზუსტად. ბოლო ორი თამაში რომ წაგვეგო ნეტა რას დავწერდით?! აშკარაა რომ ჩვენს თამაშში რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ბოლო 20 წუთში შერკინებაშიც კი დაგვჩაგრა ტონგამ... დავიჯერო გუნდს მხოლოდ ამხელა წნეხის ქვეშ თამაშში ავარჯიშებს?! მთელი თამაში დაცვაში გავატარეთ, რატომ მეტი არ შეგვიძლია? ჩემი აზრით შეგვიძლია! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
12
0
ვულოცავ ბიჭებს და თქვენც გილოცავთ გამარჯვებას.უგულოდ თამაშობდნენთქვა ენა როგორ მომიბრუნდება ეგრომ ვთქვა,მაგრამ ამდონის მორაგბეები ბურთს ვერიჭერენ და მთავარი,ე ს პირველი თამაში არაა როდესაც საკმაოდ წინ წასულები უკანასნელ წუთებში ვმარცხდებით..ბარბაროსებთანაც იგივე იყო,ის თამაში ჩვენ არმოგვიგია,იმათმა წააგეს ბოლო ჯარიმის ვერგატანით...იმედია ამას ჩვენზე უკეთ მელიტონა ხედავს და ყველაფერი გამოსწორდება.წარმატებები,ეგ ერთი და სხვა მრავალი....
12
1
შერკინებით გამოვირჩეოდით ყოველთვის მაგრამ ის სამი ნომერი მოაშორეთ ნაკრებს სირცხვილია, რადგან სტად დე ფრანსის ღრმა სათადარიგოა არ ნიშნავს რომ მაგარია
11
2
სტად ფრანსი კი არა, ოიონაშია და ოიონა გავარდა, მაგრამ პირველი ნომერი კიდევ უარესია
1
0
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული