მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო
მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 43 /
თამაშს ვუყურე და სასიამოვნოა რო გავიმრჯვეთ... მაგრამ აშკარაა ჩვენმა
ნაკრებმა ბოლო დროს ძალიან მოუკლო... ლობჟანიძე გამთამაშებლად აშკარად სუსტია, ამ ბიჭს არ აქვს არც კლასი და არც გამოცდილება... ასეთი თამაშით ფიჯიც და იაპონიაც საკმაოდ მწარედ შემოგვილაწუნებენ
Musenbezi
09 ივნისი 2018 14:51
4
გილოცავთ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს მოლოდინი ვერ გაამართლა. ფიჯისთან და იაპონიასთან ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი ოცწლამდელები ბევრად უფრო გამართულ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ. დიდებს რაც შეეხება, მრჩება შთაბეჭდილება რომ ნაკრები ვერ პროგრესირებს.
irakli81
09 ივნისი 2018 14:00
1
ვგონებ, ეს ის შემთხვევაა, როცა გამარჯვებულებსაც ასამართლებენ - გასაგებია, რომ ტონგელები ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი ბიჭების ამდენი არაიძულებითი შეცდომა, მე პირადად, არ მახსენდება, - მაშინაც კი, ინგლისელებმა რომ 12 ლელო დაგვიდეს... რეალურად მივიღეთ მატჩი, რომლის პირველიდან ბოლო წუთამდე რანგით ჩვენზე დაბლა მდგომი გუნდი ცდილობდა რაგბი ეთამაშა და ჩვენ მხოლოდ ხელს ვუშლიდით... ძალიან მინდა, ფიჯისთან ვიხილო ნაკრები, რომელიც ეროვნულ ჰიმნს ისე შეასრულებს, როგორც ეს 20 წლამდელებმა გააკეთეს ირლანდიელ თანატოლებთან....
მსქროლავი ტროლი
09 ივნისი 2018 13:30
2
ვულოცავ ბიჭებს და თქვენც გილოცავთ გამარჯვებას.უგულოდ თამაშობდნენთქვა ენა როგორ მომიბრუნდება ეგრომ ვთქვა,მაგრამ ამდონის მორაგბეები ბურთს ვერიჭერენ და მთავარი,ე ს პირველი თამაში არაა როდესაც საკმაოდ წინ წასულები უკანასნელ წუთებში ვმარცხდებით..ბარბაროსებთანაც იგივე იყო,ის თამაში ჩვენ არმოგვიგია,იმათმა წააგეს ბოლო ჯარიმის ვერგატანით...იმედია ამას ჩვენზე უკეთ მელიტონა ხედავს და ყველაფერი გამოსწორდება.წარმატებები,ეგ ერთი და სხვა მრავალი....
euhh
09 ივნისი 2018 12:31
1
იაპონია ჩვენზე მაღალი დონის რაგბს თამაშობს ანუ მუდმივად ცდილობს შეტევას ბოლომდე იხარჯებიან პლიუს სტაბილურად მაღალი დონის რაგბს აჩვენებს მართალია ჩვენ იაპონიას მოვუგებთ შეიძლება იტალიაც გავისტუმროთ მაგრამ ავიღებთ თუ არა ქულებს იმ წუთში დაცვაში ვდგებით რაგბს ვთამაშობთ საჭიროების მიხედვით საყურებლად ცუდია საკმაოდ მარა შედეგი გვაქ ჯერ ჯერობით. მაგრამ ასეთი რაგბით ჩვენ ვერ მოვუგებთ ბობოლებს მათთან სათამაშოდ რომ გავდივართ პირველ რიგში ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები სხვაობით წავაგოთ რაც ძალიან ცუდია მთელი მეორე ტაიმი 1 ლელოც კი ვერ დაუდეთ ტონგას სამაგიეროდ 2 დაგვიდეს და კიდევ კაი გარდასხვა ვერ გამოიყენეს ბარბაროსებთანაც გაგვიმართლა.20წლამდელებს შეეძლოთ ბონუსით მოგება საკმაოდ დიდი ფორითაც ვუგებდით მაგრამ ისევ და ისევ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და მუდამ ყველაფერში ყველა სპორტშია ასე.
NIGHT
09 ივნისი 2018 11:01
2
ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას.
იმედია სიცხის ბრალი იყო ამდენი შეცდომა.
ზურა
09 ივნისი 2018 10:46
1
რომელი სიცხის? სუვაში ეხლა არის 29 გრადუსი
გიო
10 ივნისი 2018 00:46
0
ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე ზელანდიასაც რო მოუგოთ იქაც რაღაცას მოვძებნით მარა ეს ტურნეა და აქ მთლიანად მწვრთნელის ამბავია და მჯერავს რომ მელიტონას დავალება იყო ყველაფერი თუ ვინმეს არ ჯერავს თქვენ ითამაშეთ ტურნე ერთი ტემპით და ერთი ტაქტიკით.
zvio
09 ივნისი 2018 10:34
4
ყველანი რუსთაველზე, მელიტონა უნდა გადადგეს!
Gio
10 ივნისი 2018 08:23
1
მელიტონას დავალება არ გაიშვა. მწვრთნელის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ბიჭები თავისით თამაშობენ, ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე. გამოსაცვლელია.
gio
10 ივნისი 2018 00:49
1
ტონგას ამ თამაშში თავისი საუკეთესო შემადგენლობა ყავდა. ოკეანეთში თამაში ჰავიდან გამომდინარე, ყველა ჩასული გუნდისთვის რთულია. პროგნოზებში ბუკმეკერები 52/48 უპირატესობას ტონგას ანიჭებდნენ, მით უფრო რომ მსოფლიოზე და მერე შარშანწინ ჩვენთან წაგების მერე ბუნებრივია რომ მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებოდნენ - მატჩის დაწყებამდე კარგად შეეტყოთ ბოლომდე საბრძოლველად განწყობილნი გამოვიდნენ. და ბოლომდე გვებრძოლენ კიდეც. და ჩვენებმაც ბოლომდე ითამაშეს და უმძიმესი თამაში მოვიგეთ. შეცდომები გვქონდა, გაანალიზებენ და შემდგომ თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ. სოსომ დაგლიჯა - დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, მთელ გუნდს და მწვრთნელებს. ცვლაც გვეზრდება - უკვე შემოდგომის ტესტებზე 20 წლიანებიდანაც შემოგვემატებიან და სულ გამარჯვებებით გვევლოს!
რამაზ
09 ივნისი 2018 10:25
0
შერკინებით გამოვირჩეოდით ყოველთვის მაგრამ ის სამი ნომერი მოაშორეთ ნაკრებს სირცხვილია, რადგან სტად დე ფრანსის ღრმა სათადარიგოა არ ნიშნავს რომ მაგარია
Kutaisski
09 ივნისი 2018 10:01
2
სტად ფრანსი კი არა, ოიონაშია და ოიონა გავარდა, მაგრამ პირველი ნომერი კიდევ უარესია
გაგი
09 ივნისი 2018 18:46
0
ჯარიმები ბევრი იყო შეცდომების გამო,ბოლოს დაიღალნენ...
status quo
09 ივნისი 2018 09:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული