"ბორჯღალოსნებმა" იაპონიასთან პირველი ტაიმი 0:9 წააგეს

AutoSharing Option
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის ტეს-მატჩების დასკვნითი მატჩის პირველი ტაიმი იაპონიასთან 0:9 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ აღარ აწყობს საქართველოს ნაკრების წარმატება?
adsad
11:28 23-06-2018
2
სამარცხვინოდ ვთამაშობთ,ასე ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებთ მსოფლიოზე.იმის მაგივრად თანდათან ვუმატებდეთ რეგრესი მიდის მთელი ძალით...მწვრთნელი არ ვიცი სად იყურება მაგრამ ეს უკვე საგაგნგაშოა.დისციპლინა ნოლი...მეკოს ადგილი აღარაა ფულბეკზე ასეთი ძალის ნაკრებებთან
BOSS
11:14 23-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული