იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
ნამდვილად ცუდად ითამაშეს, მაგრამ ისტერიკა საჭირო არ არის. წყნარად უნდა გაკეთდეს ბოლო თამაშების ანალიზი. იტალიასთან თამაშამდე 5 თვეა და კარგად მომზადება მოესწრება. ჰეიგს რაც შეეხება, ზუსტად მის ხელში დაიწყო ნაკრებმა თანამედროვე რაგბის თამაში. კივილი, რომ წავიდესო, არ არის საჭირო. აქაც დასხდნენ და თუ ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. ისე საიდან ამდენი ღვარძლი და გახარებული კიჟინი გუნდის წარუმატებლობაზე?! სირცხვილია
george
23 ივნისი 2018 12:19
10
მარტო მწვრთნელში ვინც ეძებს პრობლემას ის დაუნიშნოთ ამათღ მწვრთნელად და მერე ვნახოთ რა შედეგსაც დადებს.დიდი ალბათობით ვერაფერსაც ვერ მიაღწევს და ხელს სხვისკენ გაიშვერს როგორც ჩვენშია მიღებული.მარტო მწვრთნელი კიარა კომპლექსური მიდგომა უნდა ამ საქმეს ამ ნაკრების ნახევარი შესაცვლელია.და თაობათა ცვლის პროცესია დასაწყები მეთოდურათ.
zaza
23 ივნისი 2018 12:17
4
ეს ალბათ შოკი უფროა ვიდრე გაკვირვება გულშემატკივრისთვის პირადად მე ეს წაგება და მითუმეტეს ეს ანგარიში ვერ წარმომედგინა მსოფლიოზე ცოტა შიში გაჩნდება ხალხში არცერთი თამაში არ იყო წასაგები ჩვენ ეხლა მსოფლიო გვიყურებს და ყოველი ნაბიჯი უნდა დავამტკიცოთ რომ უძლიერესები ვართ. ჩვენ ბიჭების გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ გული არ გაიტეხოთ მაგრამ ასეთი სირცხვილი აღარ უნდა დაგვემართოს.
T.Q
23 ივნისი 2018 12:12
3
კატასტროფული რეგრესია, დროზეა ზომები მისაღები, ექსპერიმენტების და რაგაც ეგეთი სისულელეების აგარავის სჯერა!!!!
მთ
23 ივნისი 2018 12:12
2
არის მოსვლის დრო და არის წასვლის, ჰეიგს მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ დროულად, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურა თავისივე აშენებული გუნდი, ეს რაგბი აღარაა რასაც ჩვენ ვთამაშობთ!
dato
23 ივნისი 2018 12:06
3
2018 წელს ჩვენს გუნდს რაგბი ფაქტობრივად არ უთამაშია. ბოლო პერიოდში კი კრიზისი აშკარაა. თუ ჰეიგი ახლა არ გადადგება, იტალიასთანც შევრცხვებით და მსოფლიოზეც.
1
23 ივნისი 2018 12:06
6
რო წერთ მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში დაჯაბნაო იქნებოდა რაღაც რასაც ჩვენები კარგად გააკეთებდნენ და იქნებ ისიც აგეღნიშნათ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
23 ივნისი 2018 12:04
27
რაგბი არ გესმი ალბათ და რატომ იწვალებ თავს?
მთ
23 ივნისი 2018 12:09
0
მოკლედ: ბოლო პერიოდის არასწორი მუშაობის აკორდი :(((
???
23 ივნისი 2018 12:01
2
logikuri dasasruli heigis " eqsperimtuli svlis diadi miznebisken" . amis mere kidev vinmes ena moubrundeba tqvas, rom es kaci unda darches?
gagi
23 ივნისი 2018 11:58
6
დაიწყეთ ლანძღვა გინება .....მოგება წაგება ძმები არიანო ხოდა ამ ძმობას გაუმარჯოს ..ყველა იმ კაცს გაუმარჯოს ვინც წაგებისას ჩვენ ბიჭებთან ერთად გვერდში უდგანან და ამაგრებენ და მოგებისას ერთად ზეიმობენ..ჩვენ გაგვიმარჯოს ლომებო
დაიწყეთ
23 ივნისი 2018 11:58
27
ზედმეტი გაუმარჯოს და ყოჩაღ ლომებოს დრო რომ აშკარად აღარ არის ?
: )))))))
23 ივნისი 2018 12:38
1
სადღეგრძელოს რომ ამბობ რაგბისტვის გიყურებია როდისმე?
მთ
23 ივნისი 2018 12:22
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული