იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
მოთამაშეს ბურთი ხელიდან ყოველთვის უვარდება (არათუ პასი) და რა მწვრთნელი რა მასაჟისტი?

მწვთნელს ცხადია აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ მოთამაშე თუ ანა-ბანას ვერ ასრულებს და რაზეა საერთოდ ლაპარაკი?

სხვა მწვრთნელი რომ მოვა უკეთ დაიჭერენ ბურთს ხელში? და აღარ დააგდებენ თამაშში ყოველ წუთში?
ზაზა
23 ივნისი 2018 12:35
8
მადლობა ჰეიგს ყველაფრისთვის ხო არ დადგა დრო სიახლეების და რაც მთავარია ჰეიგზე უფრო ძლიერი მწვრტნელის მოყვანის და არა პირიქით მაშინ დარჩეს ჯობია.
samtredski
23 ივნისი 2018 12:47
3
იმედი მქონდა, რომ შეცდომებს გამოასწორებდნენ, მაგრამ შედეგი სახეზეა. ბლოომად საფიქრალი აქვთ ჩვენს მწვრთნელებს. მოგების იმედი არ მქონდა, მაგრამ ასე მშრალად წაგებასაც არ ველოდი. იქით ჩვენგან დამარცხებულმა ტონგამ ფიჯის მოუგო. ასე, რომ დროზე უნდა მოვეგოთ გონს და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. მსოფლიომდე დიდი დრო აღარ რჩება
: )))))))
23 ივნისი 2018 12:34
0
მარტო მწვრთნელში ვინც ეძებს პრობლემას ის დაუნიშნოთ ამათღ მწვრთნელად და მერე ვნახოთ რა შედეგსაც დადებს.დიდი ალბათობით ვერაფერსაც ვერ მიაღწევს და ხელს სხვისკენ გაიშვერს როგორც ჩვენშია მიღებული.მარტო მწვრთნელი კიარა კომპლექსური მიდგომა უნდა ამ საქმეს ამ ნაკრების ნახევარი შესაცვლელია.და თაობათა ცვლის პროცესია დასაწყები მეთოდურათ.
zaza
23 ივნისი 2018 12:17
4
ჩემი აზრით რაგბიში მაინც გადამწყვეტი ფიზიკური ძალა და გამძლეობაა რაშიც ყოველთვის ვჯაბნიდით მოწინააღმდეგეებს, თუმცა ამ ბოლო თამაშებში ყველამ დაგვჯაბნა, აშკარად უკან მიდის ნაკრები და თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა რამე უფრო სუსტებიც კი დაგვამარცხებენ, აღარაფერს ვამბობ იტალიაზე რომელსაც თუ ამ შემადგენლობით ვეთამაშეთ უბრალოდ გაგვანადგურებს
nik
23 ივნისი 2018 15:31
0
მივმართავ რაგბის კავშირს: სასწრაფოდ დაიბარეთ ჰეიგი და უთხარით, რომ მისი ბოლო შანსი ნოემბერში იტალიასთან მატჩი იქნება. თუ იქაც წავაგეთ, მაშინ უპირობოდ უნდა გავუშვათ (მადლობის მოხდით)
patrioti
23 ივნისი 2018 20:01
14
ტრიბუნალზე არ დავიბაროთ ჰეიგი?
კაცს აქვს სიკეთე გაკეთებული ქარული რაგბის წარმატებისთვის და ულტიმატუმის წაყენებას ითხოვთ?
zaza
23 ივნისი 2018 20:40
7
ჩემი აზრით, ჰეიგი უნდა დარჩეს მსოფლიო ჩემპიონატამდე. ცოტა ვიფიქროთ, ჰეიგის ახლა გაშვება ძალიან ცუდია. რამდენი ხანია მუშაობს და ამზადებს ნაკრებს, მისი გაშვება ახლა სისულელეა. წაგების ნუ გეშინიათ ხალხო! მესმის, ფეხბურთის ნაკრების შემდეგ ჭირივით გვძულს წაგება, მაგრამ რაგბში ჩვენ ბევრი გამარჯვებები გვქონდა და კიდევ გვექნება ბევრჯერ!
ლევანი
23 ივნისი 2018 20:26
5
ყველა გამოხმაურება
ხალხნო რა გემართებათ დავიჯერო ვერ ხვდებით რა ხდება? წინა მსოლიოზე გახსოვთ ალბათ იაპონიასთან მარცხი და შემდეგ 2 თამაშის მოგება მსოფლიოზე... მსოფლიოზე ჩვენ ჯგუფს თუ შეხედეთ და მერე კალენდარს. რა ხდება თუ ხვდებით.. რა სტილის თამაშზეა აქცენტი გასაკეთებელი... მე ნამდვილად ვფიქრობ რომ ჩვენი ნაკრები უელსთან პირველივე თამაშზე გამარჯვებას გეგმავს და ზუსტად იმ ტაქტიკას ეძებენ რითაც შეიძლება მათი დამარცხება. ასევე ეძებენ იმ მოთამაშეებს ვინც მზად იქნება ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანოს. 15 ნომრად გამოიცადა მათიაშვილი და ვფიქრობ ნორმალურად გამოიყურება მაგ პოზიციაზე. ასევე ფლანგები ხშირად იცვლებიან და ასევე ცენტრში 12-13 ნომრებს ეძებენ ვინ შეძლებს უკეთესად თამაშს შარიქაძისა და კაჭარავას დუეტის გარდა. ვიტოს ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სასურველ ფორმაში არაა რაც სამწუხაროა. სავარაუდოთ გორგოძის სადარ მოთამაშეთ გიორგაძე მეჩვენება და ალბათ 8 ნომრათ შეუცვლელი გახდება, პრობლემები პირველ ხაზში რაც ხდება გასაგებია, როცა ჩვენს ნაკრებს მოესურვებათ დამიჯერეთ ისეთ გუნდებს გადაუვლის შერკინებაში როგორც ზელანდიაა, როგორც ჩანს აქცენტს შერკინებაზე არ არკეთებენ და მაგიტომ მგონია ამდენი პრობლემა შერკინებაში, გარდა ნემსაძისა პრობლემურია 4 ნომრის პოზიცია ვნახოთ სავარაუდოთ მონახავენ მის შემცვლელსა. ამიტომ ხდება ამდენი პრობლემა და უსახური თამაში ნაკრებში მიდის საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპერიმენტები და მიუხედავად ამ უსახური და ბევრი წუნის მქონე თამაშებისა მაინც მოახერხეს ბიჭებმა გამარჯვებების მიღწევა. მთავარი რატომაც ხდება ამდენი შეცდომა სისრაფეში სიბრტყეზე გაშვებული პასებია რის დახვეწასაც ცდილობს ნაკრები მელიტონას დახმარებით რისი პრობლემა საკმაოდ მტკივნეულად იდგა ნაკრებში. ხელით თამაში ჩვენი მინუსი იყო ყოველთვის და იმედია მომავალში ჩვენი პატარა ლომების მეშვეობით ეს პრობლემა მოგვეხსნება. ასე რომ ამ წაგებებისგან ამ უსახური თამაშებისგან ნუ შევქმნით ტრაგედიას დარწმუნებული ვარ სულ სხვა თამაშს ვნახავთ იტალიასთან და ორმაგად მჯერა რომ უელსთან გამარჯვებაზე მომართულიები გავლენ ბიჭები. წარმატებები ბიჭებო მე თქვენი მჯერა !!!
mitro
23 ივნისი 2018 17:54
5
კარგია თუ გჯერა
მთ
23 ივნისი 2018 18:24
1
ნეტავ მხოლოდ ეგ იყოს მიზეზი.პასების სიბრტყეზე გაშვებას კი,მარაოს გაშლა ეწოდება.მშვენიერი ტერმინია და სამწუხაროა რომ დაივიწყეს.
სოსო
23 ივნისი 2018 19:52
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები:
1. ბურთს ვერ იჭერენ ხელში
2. პასს ვერ აკეთებენ
3. ვერ დარბიან
4. ბურთზე ორიენტაციია არ უვარგათ
5. ყოველ თამაშზე 1-3 მოთამაშე სინბინდება - გავაგრძელოთ?

და ეს ელემეტების წამყვან მოთამაშეს ნაკრებში უნდა ასწავლოს მწვრთელმა? ეს ბავშვობაში უნდა უნდა ესწავლათ ახლა უკვე გვინაა,,,

თავის მოტყუებაა ამ პრობლემის ნაკრების მწვრთნელზე გადაკისრება და იგივე შედეგს მივიღებთ ვინც არ უნდა მოვიწვიოთ.

zaza
23 ივნისი 2018 14:57
2
ხო მაგრამ უკეთესად ხო თამაშობდნენ?
ბევრად დამაჯარებლები, აგრესიულები და ჯიგრიანები ხო იყვნენ?
ბევრად ნაკლები შეცდომები ხო მოსდიოდათ?
ეხლა ხომ გვაქვს რეგრესი?
ე.ი რაღაცა ხდება ცუდი ხო, 1 წელიწადში ხო არ დაავიწყდათ თამაში. რაღაც სხვაშია საქმე.
zura
23 ივნისი 2018 15:21
3
ნამდვილად ცუდად ითამაშეს, მაგრამ ისტერიკა საჭირო არ არის. წყნარად უნდა გაკეთდეს ბოლო თამაშების ანალიზი. იტალიასთან თამაშამდე 5 თვეა და კარგად მომზადება მოესწრება. ჰეიგს რაც შეეხება, ზუსტად მის ხელში დაიწყო ნაკრებმა თანამედროვე რაგბის თამაში. კივილი, რომ წავიდესო, არ არის საჭირო. აქაც დასხდნენ და თუ ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. ისე საიდან ამდენი ღვარძლი და გახარებული კიჟინი გუნდის წარუმატებლობაზე?! სირცხვილია
george
23 ივნისი 2018 12:19
10
logikuri dasasruli heigis " eqsperimtuli svlis diadi miznebisken" . amis mere kidev vinmes ena moubrundeba tqvas, rom es kaci unda darches?
gagi
23 ივნისი 2018 11:58
6

სიახლეები პოპულარული