იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
Mitro მართალი ხარ. გეთანხმები 100%
ერთა თასზე არანაირ ექსპერიმენტს აზრი არ აქვს.ნებისმიერი შემადგენლობით დავამარცხებთ ჩვენზე სუსტ გუნდს. ზაფხულის ტესტები ამისათვის ზედგამოჭრილი იყო. რათქმაუნდა უქულო მარცხი მტკივნეულია,თუმცა ბიჭებზე და მწვრთნელზე ცუდის თქმა არ არის სწორი. რომც იყოს მელიტონა გასაშვები მაგისი დრო ეხლა უკვე აღარ არის. ვენდოთ ამ კაცს და ვენდოთ ჩვენ ლომებს,დარწმუნებული ვარ ეს თაობა თავის სათქმნელს იტყვის მსოფლიოზე.
ონისე
23 ივნისი 2018 18:45
10
რა იყო, პახმელიაზე იყვნენ ჩვენები?!
Doni Brasco
23 ივნისი 2018 18:15
0
ჩვენზე ერთი პოზიციით წინ მდგომთან რომ ნულზე წავაგებთ უშანსოდ გუნდრუკი ვაკმიოთ ამ სირცხვილზე? რა შუაშია აქ ჩასაფრება და ისტერიკა საერთოდ? იარლიყები რომ არ მივაწებოთ ერთმანეთს და აზრი ისე გამოხატოთ ზოგიერთებმა არ შეიძლება? ასე გაგრძელებით გერმანიასთანაც რომ შევრცხვებით მერე სად ჩავსაფრდეთ?
P.S. მე ისეთი ჩასაფრებული ვარ სტადიონთან საათნახევრით ადრე ვარ დარჭობილი ჰიმნს რომ მიუსწრო, სამწუხაროდ იმის საშუალება არ მაქვს საზღვარგარეთ რომ ჩაუსაფრდე ხოლმე ნაკრებს.
imereli
23 ივნისი 2018 16:36
3
რა შუაშია ბურთის ხელიდან გავარდნა და რაგაცეები,ნაკრების სათამაშო ტაქტიკა მოგწონთ? მწვრთნელი რომ გილაგებს თამაშს სწორად,მაშინ მოთამაშეებმაც იციან რა გააკეთონ და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ
მთ
23 ივნისი 2018 16:06
5
ტაქტიკამდე უნდა მიხვიდე, ვეტერან მოთამაშეს ბურთის დაჭერა უნდა შეეძლოს, ყოველ წუთში არ უნდა უვარდებოდეს

ნახეთ ცანაწერი ტავიდან და ნახავთ რამდენჯჯერ დააგდეს ბურთი - სირცხვილია
გიორგი
23 ივნისი 2018 16:10
1
ეეეჰ ფიჯის კუნძულებზე(სურათები მაინც ნახეთ რა ადგილებია)რომ მოხვდება კაცი თანაც ქართველი ის ვარჯიშზე და დისციპლინაზე იფიქრებს და იზრუნებს? გაილაღეს ალბათ ბიჭებმა... ჰოდა იაპონიამ გაილაღააააა...
ქართველი
23 ივნისი 2018 14:09
2
ვინმე, ,,ურა პატრიოტების" გარდა სხვა შედეგს ელოდით? მთლად 0 -ზე არა, მაგრამ მაინც. უმეტესობა ჩვენი ბიჭებისა მაგრად სცოდავდნენ ტექნიკურად და ტაქტიკაშიც, გვარების დასახელებას მოვერიდები...ადრეც ვწერდი, თითქმის 2 წელია ნაკრებს, ვითომ ძიების ფონზე, პროგრესი არ აქვს. გასაგებია, მარტო შერკინებით ელიტას ვერ მიუახლოვდები, მაგრამ სხვა კომპონენტებში ოდნავადაც ვერ წავიწიეთ.... ალბათ ვერც წავიწევთ უკვე... აი ახალაგაზრდების იმედი კი მაქვს.... რაგბის მესვეურებო დროზე იმოქმედეთ.. ერთი ეს სახეობაა ეპიზოდურად რაღაც სიამაყის ეუფორიას რომ გვიქმნის და ნუ დაგვიკარგავთ...სამწვრთნელო შტაბი გადასახედია, შემადგენლობაც,, დააწინაურეთ 20 ებიდან, მსოფლიო თასისთვის რომ მოქსწრონ!! ამ მოცემულობით იტალიასთან შეხვედრა არ უნდა გვაწყობდეს....
გუსანი
23 ივნისი 2018 13:04
2
ჩემი აზრით უკვე დროა უფრო კვალიფიციური მწვრთნელი ვეძებოთ ის პლუსები რაც გვქონდა დაიკარგა და ახალიც ბევრი ვერაფერი ისწავლეს მე მგონი დროა რაგბიში ახალი მწვრთნელი და ახალი თაობა მოვიდეს
ზურა
23 ივნისი 2018 17:56
6
შერჩეულიც გეყოლებათ ახალი მწვრთნელი და თუ საიდუმლო არ არის დაგვისახელეთ?
ზაზა
23 ივნისი 2018 18:42
3
პასებს ვერ აკეთებდნედ, ლელოს თეორიული შანსიც კი არ ქონიათ, დერეფნებს აგებდნენ, გადააგდე გადმოაგდე იყო და შერკინებაც კი ძალიან ცუდი, მაგრამ ზუსტაე ეს ბიჭები გავიდნენ უელსთან მოსაგებად და კინაღამ მოიგეს და კიდე ბევრი თამაში ღირსეულად ითამაშეს, საქმე გვაქვს ან უვარჯიშებლობასთან (კლუბებში უთამაშებლობაც ), ან შიდა სამზარეულოშია არეულობა, იმას ვერც გავიფიქრებ რომ დაიკიდეს როგორც ფეხბურთელებს ჩვევიათ ხოლმე, ფაქტია იგივე გუნდია და შედეგი კატასტროფა
zorbegi
23 ივნისი 2018 15:14
1
სამწუხაროდ ძალიან უკან დავიხიეთ მსოფლიოს მერე, და ეს ყველა მატჩში ჩანდა, უბრალოდ ხან გვიმართლებდა, ხან თავს არ ვუტყდებოდით
a
23 ივნისი 2018 15:14
0
რატომღაც ერთი ამბავი ატეხეთ ჩემ კრიტიკულ მაგრამ სწორ კომენტარზე როცა ვთქვი რომ რაღაც დონემდე მივედით და ეხლა უკვე სხვა დონის მწვრთნელი გვჭირდება რათქმაუნდა არ ვუკარგავ ჰეიგს გაწეულ სამუშაოს მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვტკეპნოთ ერთი ადგილი?!
svan
23 ივნისი 2018 14:45
4
იმიტომ რომ ჰეიგის საქმე არ არის რაგბის ელემენტების სწავლება ვეტერანი მორაგბისთვის - მაგალითად პასი ან ბურთის დაჭერა.

ის ახალი მწვრთნელი ამით უნდა დაკავდეს?
გიორგი
23 ივნისი 2018 15:02
1

სიახლეები პოპულარული