რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი: ჩვენ საქართველოს დავამარცხებთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა
25 წლის წინ.

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა ხდება კომუნიზმი დაბრუნდა საქართველოში , თავისუფალ სიტყვას რომ ბლოკავთ ? გამოაქვეყნეთ კომენტარები , თუ ეროვნული პათოსი დაუშვებელია ?
300 არაგველი
04 აგვისტო 2018 09:49
2
იქნება ამ დუდუკს უთხრას ვინმემ , თუ რატომ ოცნებობს მიუწვდომელზენ, რადგან როცა გადავუვლით , (ეს რომ ას იქნება მაგაში მთელი საქართველო დარწმუნებულია) გაგახსენებენ მაგ დაპირებას . მაგრამ იცი რატომ ყბედობ მაგდენს , საერთო გაქვთ ძალაინ ბევრი და როცა იქნება მაგ იმპერიალისტურ ქედმაღლობას თავზე გადაგახევთ ოვალური ბურთის მეშვეობით , და ეს რომ მასე იქნება მაგისი მთელ საქართელოს სჯერა , გახსენით 6 ერის კარი ა ნახავთ რა შეგრძნებაა როცა 56000 გულანთებული ქართველის წინაშე გიწევს თამაში , მონაგონი იქნება თქვენთვის შოტლანდია უელსი და ირლანდია , თუ თქვენ დიდგორი ბერძნლი მითოლოგიასავით ზღაპარი გგონიათ . გაიღვიძებს ერთ დღესაც ქათელი გენის მიძინებული სული და ძრწოდეთ ეშმაკის მოციქულნო , რადგან თვით უფალი აღმართავს თქვნზე დამოკლეს მახვილს .
300 არაგველი
04 აგვისტო 2018 09:29
2
ოცნებას კაცი არ მოუკლავს:))... თუმცაღა ოდესღაც შეიძლება დადგეს მომენტი და მოგვიგონ, ესეც უნდა გვახსოვდეს
zviads
04 აგვისტო 2018 09:12
3
რუსეთის ნაკრები სულ რომ დაფრინავდეს, მორალურად ისეა დათრგუნული, რომ საქართველოს ნაკრებთან მარცხს შეგუებულია კარგა ხანია.შეიძლება რუმინეთს მოუგოს, მაგრამ ჩვენთან 1 % შანსი არა აქვს. ეს მწვრთნელმაც იცის, მაგრამ ხმამაღლა ხომ არ იტყვის ? :)))))
: )))))))
04 აგვისტო 2018 06:58
3
მაგ სიტყვების მერე უფრო წააგებთ ვასსსიუკი ;)
Ika
04 აგვისტო 2018 03:37
1
თან ბონუსქულითო არუთქვამს :დ
გეო
04 აგვისტო 2018 02:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული