რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი: ჩვენ საქართველოს დავამარცხებთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა
25 წლის წინ.

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
მთელი მსოფლიოში სპორტის ამ სახეობას რაგბი ეწოდება, მარტო რუსები ეძახიან რეგბის))) ჯერ სახელი გაასწორებინე უელსელო ბაჯაღლო მწვრთნელო და საქართველოს დამარცხებაზე მერე ილაპარაკე!!!!!
დათა
04 აგვისტო 2018 12:47
3
ერთი 65 ქულიოთ მოვუგოთ, რომ აზრზე მოვიდნენ რას იძახიან. მაგრამ ამ ბოლო დროს ისე ვთამაშობთ, გასაკვირი არაფერია. 6 ერში არ გვიღებენ რომ კლასი ავიმაღლოთ. რუსეთის ნაკრები ჩვენთვის სოფლის გუნდია!
111
04 აგვისტო 2018 12:15
1
მე კიდევ გუშინდელი მატჩის შემდეგ არ ვიცი რაღა ვიფიქრო,ვიცი რომ ეს არ იყო საქართველოს ის ნაკრები მაგრამ ბრაზილიასთან წაგება???...
გეორგიუსი077
04 აგვისტო 2018 11:45
0
მაგ ბრაზილიამ აშშ-ს ეროვნული ნაკრები გააგორა მეგობარო
გიორგი
05 აგვისტო 2018 07:32
0
არ ეტკინა ბიძიკო შენ გვარს და ჯილაგს მანადე არაფერი,სანამ შენ რუსეთით საქართველოს არ მოუგო!!
ამაზე კაი დალოცვა რა გინდა
04 აგვისტო 2018 11:34
1
საკლუბო რაგბი განავითარეთ და საერთაშორისო დონეზე თამაშის შანსი მიეცით მარტო ბაქიბუქობა არ გვიშველის სადღაც შეიძლება მიეცეთ ნავსის გატეხვის შანსი და ამის საშუალება არ უნდა დავუტოვოთ
912
04 აგვისტო 2018 10:54
1
ფრთხილად ვანიებო. ვატყობ ახალ რეკორდს დავამყარებთ თქვენთან მაგ თქვენი "ამბიციების" გამო ;)
თემო
04 აგვისტო 2018 10:44
1
ყველაზე მეტად , ის რაც მომწონს და მეამაყება რაგბისტების მათ გაითავისეს ის რომ ეს რეალური თამაშია სადაც
GAME OVEრ შემდეგ , სხვა სიცოცხლე აღარ გაქვს . ეს რომ მთელ საქართველოს გავაგებინოთ არ შეიძლება , 4 მილიონი ბორჯღალოსანი რომ ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში , ჩემი ჩათვლით , წარმოგიდგენიათ რას შეიძლება ქვეყანამ მიაღწიოს ? მაგრამ ეს რომ უტოპიაა , ჩვენც ვხვდებით ამას და მაგიტომაც გვიყვარს რაგბისტები , რადგან მათში ვხედავთ ჩვენს სისუსტეზე გამარჯვების ზეიმს , თუ მართლა გგონიათ , რომ ეს მხოლოდ სპორტული აზარტია ? ზუსტად 1 საუკუნე გავიდა და ილიას სიტყვები დღევანდელობაზე ზედ გამოჭრილია . ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ . გავიღვიძოთ და გამოვიდეთ საღათას ძილიდან , თორემ იმდენად ახლო მეჩვენე ჩვენი ქვეყნის დასასრული , ბოღმა მახრჩობს და ახლა შეიძლება მიხვდეს ქართველი , თუ რას გრძნობდა ერეკლე მეფე , თუ ჩვენც იმ კრიტიკულ ზღვარს უნდა მიუახლოვდთ (500 000) ?
300 არაგველი
04 აგვისტო 2018 10:41
0
ხოო მერე გამოგეღვიძებათ :D თან რა თაობა მოდიან ბიჭები ამათ ცალი ხელით მოუგებენ
Ultranationalist
04 აგვისტო 2018 10:35
1
ნეტარ არიან მორწმუნენი :) ერთხელ ცარიელი თოფიც ისვრისო უთქვამთ - ისიც უთქვამთ ცარიელი კასრი ბევრს რიხინებსო, 2119-მდე რომ გაუგრძელონ კონტრაქტი შეიძლება რაიმე გაუვარდეს :))
givi
04 აგვისტო 2018 10:26
1
''ძვირფასო'' ლინ, ფული დროზე აიღე და მოხიე მაქედან!!! მომინდომეს...რაგბისტებსაც უნდათ ''დამსახურებულების'' წოდება ???
მიშა63
04 აგვისტო 2018 09:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული