რატომ არ იღებენ საქართველოს 6 ერში?! - Rugbyworld.com-მა "ბორჯღალოსნებს" სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Rugbyworld.com-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შესახებ სიუჟეტს აქვეყნებს და მთავარ კითხვას სვამს - რატომ არ არიან "ბორჯღალოსნები" 6 ერში?!

სიუჟეტში ნახსენებია, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და განსაკუთრებით ცნობილი ის თავისი სამზარეულოთი და ისტორიითაა.

ჟურნალისტი ალექს გრეი ჰყვება, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში მოიგო. მისი თქმით, ქართველებს ჰქონდათ ასევე იმის პატივი, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთად ევარჯიშათ. განსაკუთრებულად ჟურნალისტის ყურადღებას კი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგები იპყრობს.

მაგალითად, უელსმა კარდიფში "ბორჯღალოსნები" ძლივს დაამარცხა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა კი დააფიქსირა სურვილი, რომ ქართველებისგან
შერკინების ელემენტები შეესწავლათ.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, Rugbyworld.com-ის ჟურნალისტი ალექს გრეი ჩვენს ქვეყანას ეწვია და სიუჟეტი მოამზადა.

ის ამბობს, რომ 10 ნოემბერს იტალიასთან გასამართი მატჩი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო 6 ერში მიიღონ. გრეი აღნიშნავს, რომ ქართველები ბოლო დროს ძალიან გაძლიერდნენ.

სიუჟეტში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის კომენტარია ნაჩვენები, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია 6 ერში ახალი დეტალები შეიტანოს და ეს ახალი დეტალი შერკინებაში კარგი და ძლიერი თამაშია.

ჩვენი ნაკრების მორაგბე მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ მისი დებიუტი "შევარდენის" სტადიონზე შედგა, სადაც ცარიელი ადგილები იყო, მაგრამ ახლა ნაკრები გაცილებით დიდ სტადიონზე, "მიხეილ მესხზე" თამაშობს, სადაც ყველა მატჩზე აბსოლუტური ანშლაგია.

სიუჟეტში BBC-ის ჟურნალისტის კომენტარიცაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ 6 ერი ერთგვარ ბიზნესად იქცა და დროა, ცვლილებები განხორციელდეს. შემდეგი გუნდი, რომელმაც შეიძლება იტალია ჩაანაცვლოს, სწორედ საქართველოა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი კი ამბობს, რომ 5-6 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რაგბით ნაკლები ადამიანი იყო დაინტერესებული. მისი აზრით, ახლაც სპორტის მთავარი სახეობა ფეხბურთია, თუმცა რაგბით დაინტერესება გაცილებით დიდია და გულშემატკივარიც ნაკრებს მხარს უჭერს.

სიუჟეტი ისევ გრეის სიტყვებით მთავრდება, რომელიც ასევე ახსენებს, რომ საქართველოს იტალიასთან წინ უმნიშვნელოვანესი თამაში ელის.

altბრაიან ო’დრისკოლი: საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა და ექვსი ერის ცვლილება გარდაუვალია

altBBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

altმომავლის პერსპექტივა: "ბორჯღალოსნები" ექვსი ერის ნაცვლად რაგბის ჩემპიონატში?

მკითხველის კომენტარები / 14 /
მეორე ,,ნატო" არის საქართველოსთვის.
giorgi
23 ნოემბერი 2018 18:51
0
რაგბის მამებმა შემოთვალეს ლგბტ სამკლავურს სანამ არ გაიკეთებთ არ მიგიღებთო.
გოგა ხაინდრავას სიძე
30 აგვისტო 2018 20:05
9
არ მინდა ყველაფრის ექსპერტობა
დავიბრალო, მაგრამ მგონია რაგბის
საერთაშორისო ფედერაცია (არ ვიცი ზუსტად რა ქვია) ისეთივე კორუმპირებულია როგორც ფიფა და უეფა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციებია და
მის მთავარ დანიშნულებას სპორტის
მასობრიობას არ ემსახურებიან.
ბიზნეს საქმიანობას ეწევიან და მის
პირაპირ მოვალეობას არ ასრულებენ.
ამიტომ სანამ არ ეყოლებათ
კონკურენტი ბიზნესსპორტ ორგანიზაციები, სულ ასეთი წუწუნი და
ვაი ვიში იქნება გაუთავებლად.
არც წესების შეცვლა უნდათ სანახაობრიობის გასაუმჯობესებლად და
არც სხვა რაიმე სასარგებლოს (ჩვენთვის) დანერგვა.ამათ რომ
კონკურენტი ყავდეთ მილიარდერები კი
არა ბატრაკები იქნებიან.

ვეტერანი
30 აგვისტო 2018 19:10
4
ბოლო პერიოდის შედეგებმა კიდევ უფრო დაგვაშორა 6 ერს.
1
30 აგვისტო 2018 18:02
4
ბოლო სამი თამაში საზიზღრად ვითამაშეთ და ამ დონით ჯერ ნამდვილად არ შევეფერებით 6 ერს.
status quo
30 აგვისტო 2018 17:58
5
ტავიდან 6 ერსჰი წაგებები გარდაუვალია.მაგრამ 6 ერის გარესჰე კლასის ამაგლება სჰეუდზლებელია.და მოგებებიც სჰორს არ იკნება
dato
30 აგვისტო 2018 17:51
2
დამღალა ამდენმა ფუჭმა ლაპარაკმა 6 ერზე. მთავარია ბევრი ტესტმაჩტები მოგვცენ ტოპ გუნდებთან, ხოლო 6 ერზე თუ არ მიგვიღებე, მათმა ბოსებმა აიღონ თავიანთი 6 ერი და გადადონ გვერდზე :)))
irakli81
30 აგვისტო 2018 17:49
4
Reebs roshav erti ginebit ki ara qebit avavsebt amatan ertad tu ar gaizarda gundi davchebit ert adgilas magram shenairi gulshematkivari amas veravin gaigeb imedis cootaa shenairi
Vaxo
30 აგვისტო 2018 17:45
3
მართლაც, რომ იტალიათან თამაში უძალიანმნიშვნელოვანესი იქნება, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ლომებს იტალიასთან მატჩში.
დათო
30 აგვისტო 2018 17:20
3
რაგბისტებს უმართლებთ სანამ არ გვიღებენ 6 ერში, სათქმელი აქვთ მაგრები ვართ და გვჩაგრავენო და მსხვერპლის მანტიაში გამოწყობილნი ქულებს იწერენ გულშემატკივარში. აი თუ მიგვიღეს და დაიწყეს ზედიზედ წაგება ინგლის-საფრანგეთ-შოტლანდია-უელსებთან (რაც 100% ასე იქნება) მაშინ დაიწყება ამათი გინება როგორც ქართველ გულშემატკივარს ჩვევია. ამიტომ მე რომ რაგბისტი ვიყო, ვიოცნებებდი არასოდეს მიგვიღონ 6 ერში.
ძირძველი გულშემატკივარი
30 აგვისტო 2018 17:09
41
აი, ეს არის სუფთა ლუზერის ფსიქოლოგია. კაცი თუ ხარ, ძლიერთან უნდა გინდოდეს თამაში. ძლიერთან ღირსეული თამაში (ნებისმიერი შედეგით) უფრო კაცურია, ვიდრე სუსტების გაბერვა.
გიო58
31 აგვისტო 2018 10:04
0
რომ დაფიქრდეს ადამიანი, არის რაღაც იოტისოდენა "სიმართლის მარცვალი" შენს ნათქვამში, მაგრამ აბა სხვანაირად შეხედე სიტუაციას, კიდევ როგორ უნდა გაიზარდოს და გაძლიერდეს ნაკრები, თუ ეგეთ გუნდებთან არ ითამაშა???
აჩი
31 აგვისტო 2018 09:01
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული