თბილისში 7-ქალა რაგბის ოთხთა ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
6 ოქტომბერს თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზა ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 7-ქალა რაგბიში.

საქართველოს ღია ტურნირზე ქალთა რაგბიში 7-ქალა Georgia Lady Sevens-ის სახელით იასპარეზებს. ასევე მონაწილეობენ - დასავლეთის ნაკრები, აღმოსავლეთის ნაკრები და ისრაელის ეროვნული ნაკრები. შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება და 15 საათამდე გაგრძელდება.

Georgia Lady Sevens-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვს წარმოადგენს და იმ გოგონებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც თბილისში ვარჯიშობენ, ხოლო ნაკრების სხვა წევრები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაკრებებს დაემატებიან. ისრაელის 7-ქალა ნაკრები ევროპის "ალაფაზე" თამაშობს, იქ, სადაც ჩვენი გუნდი წელს "კონფერენც დივიზიონის"
მოგებით აღზევდა.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოში მეორედ იმართება. შარშან საბერძნეთის ნაკრები გვეწვია და ოთხთა ტურნირს ქუთაისმა უმასპინძლა.

"ისევე, როგორც საბერძნეთთან, ისრაელის ნაკრების ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი საქართველოს ტურისტული ვიზიტით ეწვევიან და ტურნირსაც ითამაშებენ. გოგონებს დიდი ხნის ნატვრა აუხდათ, რადგან ძალიან სურდათ თბილისში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე ეთამაშათ. ეს ტურნირი ხელს შეუწყობს საქართველოში ქალთა სპორტის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ქალთა რაგბის განვითარებას" - განაცხადა საქართველოს 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

altსაქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ChallengeTrophy მიიღო

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული