მილტონ ჰეიგი: ზაფხულის ტესტებზე კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მომავალი მატჩები მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
თი ბი სი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და თი ბი სიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები სამ ტესტს გამართავენ.

გასვლაზე იტალიასთან და ორი საშინაო მატჩი
10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, "არტემიო ფრანკის" სტადიონზე ეთამაშება;

17 ნოემბერს, თბილისში თიბისი რაგბის სერიების პირელი საშინაო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის თიბისი
რაგბის სერიების დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს შეხვდება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი თავის პარტნიორთან, თი ბი სი ბანკთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და "ბორჯღალოსნების" ტესტ-მატჩებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გეგმები გააცნეს.

გოჩა სვანიძე: "საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრას არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ელიან. გველის ორი საშინაო თამაში საქართველოში. ადგილი ჯერ დაზუსტებული არაა და არაა გამორიცხული, რომ გეოგრაფია გავზარდოთ. ნოემბრის სერიას მობილიზებული ვხვდებით და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

მილთონ ჰეიგი: "წინ გველის მატჩი იტალიასთან და ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სახლში. ზაფხულის ტესტებზე კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მნიშვნელოვანია, მომავალი თამაშები შინ, სამოასთან და ტონგასთან მაღალ დონეზე ჩავატაროთ".

მეტოქეების შესახებ - იტალიასთან მეოთხედ
იტალიას ისტორიაში მეოთხედ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სტუმრად შევხვდებით. პირველად ამ მეტოქეს 1998 წელს ლაკვილაში, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში შევხვდით და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღვარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

"აძურას" ბოლოს 2003 წელს ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

მომავალი შეხვედრა 10 ნოემბერს ფლორენციაში, საფეხბურთო კლუბ "ფიორენტინას" სტადიონზე, "არტემიო ფრანკიზე" გაიმართება, რომელიც 1931 წელს აშენდა, 1990 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 43 147 მაყურებელს იტევს.

"არტემიო ფრანკიმ" საერთაშორისო სარაგბო მატჩს ორჯერ უმასპინძლა და იტალიელთა ისტორიული გამარჯვების მოწმეა: "აძურამ" 2010 წლის 20 ნოემბერს ფლორენციაში ავსტრალია მიიღო და 14:32 დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ამ გუნდთან არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 20:18.

მოცემული მომენტისთვის საქართველო და იტალია მსოფლიო რეიტინგში მეზობლად არიან. ბორჯღალოსნები 73,13 ქულით მე-13 საფეხურს იკავებს, ხოლო იტალია 72,56 ქულით მას კვალში უდგას.

მეხუთედ სამოასთან
იტალიიდან შინ მობრუნებული ბორჯღალოსნები 17 და 24 ნოემბერს თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 17 ნოემბერს საქართველოს სამოა მესამედ ეწვევა და ჩვენს გუნდთან მეხუთე მატჩს გამართავს.

კუნძულელებთან პირველი ნაცნობობა 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე შედგა. ბორჯღალოსნები სარაგბო ელიტაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ - 9:46.

განვითარების ეტაპების გავლის შემდეგ, უკვე მოძლიერებულმა ბორჯღალოსნებმა მეორე დონის ქვეყნის ნაკრებებთან ტესტ-მატჩების გამართვის უფლება მოიპოვეს და პირველი შეხვედრიდან 10 წლის თავზე, 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამოა პირველად ეწვია. გიორგობა დღეს (23 ნოემბერს), ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა და იმ მომენტისთვის რეიტინგში მე-8 ადგილზე გამაგრებული სამოა 16:15 დაამარცხა.

საქართველო სამოას საპასუხო ვიზიტით 2016 წელს ეწვია, აპიაში მეტოქეს არაფერი დაუთმო და შეხვედრა ფრედ, 19:19 დაასრულა.

იმავე წლის ნოემბერში სამოელებს მეორედ ვუმასპინძლეთ თბილისში. თამაში ამჯერადაც "მიხეილ მესხზე" გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კვლავ ქართველებს დარჩათ - 20:16.

ამრიგად, სამოასთან, რომელიც დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს (68,28 ქულა), ჩვენს გუნდს დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.

მეშვიდედ ტონგასთან
სამოას კვალდაკვალ 24 ნოემბერს კიდევ ერთ კუნძულელს, ტონგას ვეთამაშებით, რომელთანაც განვლილ წლებში უკვე 6 ტესტ-მატჩი მოგვიგროვდა.

მათთან პირველად გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე გადავიკვეთეთ. 1999 წლის მარტში ტონგას პირველად და უკანასკნელად ვეთამაშეთ მათ მშობლიურ ნუკუ "ჰალოფაში და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 37:6. სამი კვირის თავზე კუნძულელები თბილისში საპასუხოდ გვეწვივნენ და მომწიფების გზაზე შემდგარმა ბორჯღალოსნებმა რევანში აიღეს, ოღონდ მეტოქეს მინიმალურად სძლიეს (28:27) და ორი მატჩის ჯამში 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა.

2014 წლის ნოემბერში ტონგა მეორედ ეწვია თბილისს და ტესტ-მატჩში 23:9 იმარჯვა, თუმცა ერთი წლის თავზე, 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში "სულ სხვა" ბორჯღალოსნების პირისპირ აღმოჩნდნენ და საქართველოს ნაკრებმა 17:10 მოგებით ისტორიულ შედეგს (მსოფლიო თასზე ორი მოგება) ჩაუყარა საფუძველი.

მას შემდეგ საქართველომ მეტოქე კიდევ ორჯერ დაამარცხა და ორივეჯერ ნეიტრალურ მოედანზე, ტონგას მეზობელი ფიჯის ქალაქ სუვაში. 2016 წლის წყნარი ოკეანის წარმატებული ტურნეს ფარგლებში, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქეს 23:20 სძლიეს, ხოლო ამა წლის ივნისში, უკვე წყნარი ოკეანის თასის ფარგლებში ბორჯღალოსნებმა ტონგას 16:15 სძლიეს და ამ მეტოქესთან დადებითი ბალანსი გაიმყარეს - 4 მოგება და 2 მარცხი.

მიუხედავად ამისა, 2018 წლის ნოემბრის ტესტებს ტონგა მსოფლიო რეიტინგში უკეთესი პოზიციით ხვდება - ის 73,84 ქულით მე-12 ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
კომენტარების რაოდენობიდანაც ჩანს, რომ ჩვენს რაგბში მთლად კარგად ვერ არის საქმე და გულშემატკივრის უდიდესი ნაწილი მოლოდინის რეჟიმშია (წინასწარ აღარ აფასებს ხალხი არც შანსებს და არც სხვა ასპექტებს). ვნახოთ აბა რამოდენიმე თვის წინანდელთან შედარებით როგორ ითამაშებს ჩვენი ნაკრები. მაგალითად, შერკინებაში ჩვენების ვერ თამაშის შემთხვევაში, ჩემთვის პირადად შერკინების ახალ მწვრთნელს ცოტა დრო ქონდა და ეგეთები ვერაფერი არგუმენტი იქნება! ჩვენს რაგბში ისეთი მომენტი დადგა, რომ ძალიან პროფესიულად უნდა შეფასდეს ჩვენების ყოველი გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაღმასვლა გარდაუვალია.
პაატა
12 ოქტომბერი 2018 14:33
1
ამოწურა იმიტომ რომ ცუდი შედეგები აქვს და ბევრ რამეში პროგრესის ნაცვლად რეგრესი გვაქვს.
მინდა რომ ვცდებოდე (ნუ რაღათქმაუნდა) მაგრამ იტალიაში არ მჯერა რომ მოვიგებთ რადგანაც ბოლო სამ თამაშში ძალიან სუსტად ვითამაშეთ და პლუს ამას ტრამვები გვაწუხებს.

Ps.ყველა ინდივიდუალური აზრი სუბიექტურია, ანუ ეს აქსიომაა და ამის აღნიშვნას აზრზი არ აქვს - მე მაპატიეთ.
Beniamin
12 ოქტომბერი 2018 10:57
3
გასაგებია ჰეიგის მიღწევები და ამას არავინ უკარგავს. ვიმეორებ ამას არ უკარგავს არავინ თუმცა ეს მიღწევები არ ნიშნავს რომ მუდამ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს. ეს ასევე არ ნიშნავს რომ მასზე კარგი მწვრთნელის მოყვანა არ შეიძლება.
აშკარაა რომ ამოწურა თავი და მეტი გასაქანი თუ გნებავთ დონე არ აქვს ამ კაცს. უნდა ვიყოთ პრაგმატულები და ნაკლებად ემოციურები მსგავს გადაწყვეტილებებში.

მადლობა ყურადღებისთვის
Beniamin
11 ოქტომბერი 2018 16:31
8
ეს არის თქვენი პირადი (სუბიექტური) აზრი და მიკერძოებულიც. არავიტარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს. საიდან ასკვნით რომ ამოწურა? დონე რომ არ აქვს ამის შემფასებელი ტქვენ ერთადერთი ხართ?

სხვები ვთვლით, რომ დონეც აქვს და არც თავი ამოუწურავს. და რომ ახლა, ასეთ დროს მწვრთნელს არ ცვლიან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ციკლი მან მოამზადა.
დათო
11 ოქტომბერი 2018 17:53
2
ვიღაცეები მელიტონას ლანძღავენ,მელიტონას ნაირი გულით ქართველი,ნეტა მარტლა ბევრი ქართველი იყოს,განსაკუთრებით ეს კლავიატურის ლომებს ეხებათ,ჩასაფრებულები რომ არიან და ნებისმიერ საქმეში ქართველების წარმატებაზე მეტად წარუმატებლობა ახარებს რომ მათი ბოროტი სული ,კლავიატურის საშუალებით გადმოანთხიონ...ყველა ქართველს,მთელელს დედამიწაზე,ნებისმიერ კეთილ საქმიანობაში ზე წარმატებებს უსურვებ....
euhh
11 ოქტომბერი 2018 15:47
3
დღეს 11 ნოემბერია და იქნებ დაწეროთ 10 ნოემბერს რა ვქენით იტალიასთან?
თამაში იყო უკვე?
11 ოქტომბერი 2018 15:36
9
მაგდენი მარიხუანაც არ შეიძლება.ზოგი იტალიაში მოგზაურობს თამაშის საყურებლად,ეს კი,დროში
სოსო
11 ოქტომბერი 2018 17:05
1
ლეგალიზააციის შედეგი. არეულია დღეები, თვეები, წელიწადიც ალბათ
vax chemi
11 ოქტომბერი 2018 16:31
5
ჰეიგ შენ იმაზე იფიქრე რომ იტალიას მოუგოთ თორემ არაფერი გეშველება, უნდა ხვდებოდე რომ ბელგიის და მისნაირი გუნდების დამარცხება არაა საკმარისი
ზიზუ
11 ოქტომბერი 2018 12:12
10
ვიყიდე უკვე ფლორენციის მატჩის ბილეთები და აბა თქვენ იცით! 10 ნოემბერს სულ "ვაავა მამა მია" უნდა ვაძახებინოთ იტალიელებს! :დ
ქუთაისელი
11 ოქტომბერი 2018 10:37
0
სანო, გამოდი გიცანიიიით :))) წარმატებები იტალიაში
Londonski
11 ოქტომბერი 2018 16:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული