Associated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან, თუმცა გამოცემა Apnews.com-ი ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსთან მატჩს მიიჩნევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გასამართი შეხვედრები ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებია. საქართველოს ნაკრები იტალიას რეიტინგში ერთი პოზიციით უსწრებს და აქვს პრეტენზია, რომ 6 ერში სწორედ "აძური" ჩაანაცვლოს.

იტალიის ნაკრების კაპიტანს კი მისი გუნდის იმედი აქვს და ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, გამარჯვება კი აუცილებლად მოვა", -
ვკითხულობთ Apnews.com-ზე.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში გაიმართება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი თბილისში სამოასთან 17 ნოემბერს, ხოლო ტონგასთან 24 ნოემბერს ითამაშებს.

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

altSquidge Rugby: როგორ გადარია რაგბიმ საქართველო? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
ესენი ღადაობენ თუ მართლა მოღალატეები არიან?
ლევან
06:06 01-11-2018
0
Tinto Brass-ს - იტალიაშიც გავქვს შანსი და თან გაცილებით მეტი, ვიდრე კარდიფში გვქონდა, სადაც გაცილებით ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და არაკაცურად მოგვიგეს (თვითონ აღიარეს, კი არ ვიგონებ), მთავარია შანსი გამოვიყენოთ, ტრავმების სიმრავლის მიუხედავად. ლელო, ლელო, საქართველო!
Dato
18:35 31-10-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული