Associated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან, თუმცა გამოცემა Apnews.com-ი ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსთან მატჩს მიიჩნევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გასამართი შეხვედრები ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებია. საქართველოს ნაკრები იტალიას რეიტინგში ერთი პოზიციით უსწრებს და აქვს პრეტენზია, რომ 6 ერში სწორედ "აძური" ჩაანაცვლოს.

იტალიის ნაკრების კაპიტანს კი მისი გუნდის იმედი აქვს და ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, გამარჯვება კი აუცილებლად მოვა", -
ვკითხულობთ Apnews.com-ზე.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში გაიმართება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი თბილისში სამოასთან 17 ნოემბერს, ხოლო ტონგასთან 24 ნოემბერს ითამაშებს.

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

altSquidge Rugby: როგორ გადარია რაგბიმ საქართველო? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
Forza Italia! Forza Juve! იტალიის ძველი გულშემატკივარი ვარ! ამ შემთხვევაშიც იტალიისკენ ვიქნები. იმედია გაგვახარებენ იტალიის გულშემატკივრებს, ჩვენი რაგბისტები.
რიგითი იტალიის გულშემატკივარი
31 ოქტომბერი 2018 15:45
44
პირველ რიგში შენი ნაკრები უნდა გადარდებდეა და არა დაუნი იტალიელები ხიწ კოვს რო იღებენ მუდამ
დათო
31 ოქტომბერი 2018 17:23
2
გენაცვალე ძმაო, გაუმარჯოს იტალიას! იმედია შევინარჩუნებთ ადგილს ექვს ერში, ამისთვის ქართველებს დამაჯერებლად უნდა მოვუგოთ!
ტიფოზი
31 ოქტომბერი 2018 16:58
26
ყველა გამოხმაურება
აბა, თქვენ იცით, იტალიელო ქართველებო - ქუდზე კაცი ფლორენციაში და ყველას - შინაურსაც და უცხოსაც დაუმტკიცეთ, რომ იტალიაში მხოლოდ სპაგეტის მოსაპარად არ ჩასულხართ - იცოდეთ, მთელი საქართველოს სახელით უნდა უქომაგოთ!!!
მ. ტ.
31 ოქტომბერი 2018 15:13
1
ბოლო პერიოდია ვკითხულობ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენატრებს და ყელში ამომივიდა ბოლოს და ბოლოს ამ პესიმიზმით შეპყრობილი ადამიანების აზრების აქ ფრქვევა,
ეს მებრძოლები ეს ლომები ვისაც ვაღმერთებთ ლამის სწორედ ჩვენი წრეებიდან ჩვენი სოციუმიდან წამოსული ახალგარდები არიან , მათ არ უშოვიათ მილიონები და დღესაც გარეუბნებში ცხოვრობენ უმეტესობა , ყოველდღე ქუჩაში ისმენენ საქებარ სიტყვებს და ეს ასაზრდოებთ, ასევე ქუჩაში ისმენენ იმ პესიმიზმს რომლის კორიანტელიც აქ დააყენეთ , შესაბამისად მათაც გადაედებათ ესე თუ გააგრძელეთ, რამოდენემიჯერ ბოლო ინტერვიუებში უკვე ახსენეს და გვანიშნეს რომ შევწყვიტოთ ეს პესიმიზმი და შეუშვით მაგ თავებში. ამ კომენტარებსაც კითხულობენ და მინდა იცოდეთ რომ ეს დღე არის გადამწყვეტი ზუსტადაც გადამწყვეტი, და რისთვისაც გორგოძე და მისი თანამებრძოლეები ასევე ძველი თაობები ომობდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის დღე დადგა ასე რომ არანაირი ოდნავი მაინც გაფიქრება რომ ტრამვიანობა და ასე შემდეგ , ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვება მოვა , თავისით მოვა . მე ამის მჯერა 100%ით,
დანარჩენს ტრიბუნებიდან დავიხარჯები :)
იოკოძუნა ტოჩი
31 ოქტომბერი 2018 14:28
0
თითქოს საკუთარ აზრებს ვკითხულობდი, გეთანხმები სულით ნათესავო, ასეთი შემართება იგებს საერთოდ ერწუხს, დიდგორს, შამქორს, ბასიანს...
გამგები გაიგებს, რაგბი მარტო სპორტი არაა...
ბიჭებო ბოლომდე ამ შემართებით, წინ გამარჯვებისკენ...
ვითაცისთვის ეს შეიძლება პათოსია და ვიღაცისთვის სულის საკვები...
ირაკლიუსი
31 ოქტომბერი 2018 16:07
1
3000-მდე ქართველი ესწრებაო, ჰოდა თავი გაიგიჟეთ, რაც გისწავლიათ, გივარჯიშიათ, ამოიღეთ და დადეთ! უნდა გავიმარჯვოთ!
ქუთაისელი
31 ოქტომბერი 2018 14:09
1
იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში სამ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან.
1.ირლანდია;
2.საქართველო;
3.ავსტრალია;
4. ახალი ზელანდია.
ანუ სამი მატჩი!!
me
31 ოქტომბერი 2018 14:08
5
ერთი გასეირნებაა - ახალ ზელანდიასთან
ილო
31 ოქტომბერი 2018 23:11
0
როგორ არ გაგვიმართლა რომ ამხელა დანაკლისით ვხვდებით ზუსტად ამ თამაშს. თანაც იტალია ჩვენამდე მართავს ერთ მატჩს ირლანდიასთან და ჩვენთან შედარებით უკეთ შეთამაშებასაც მოასწრებენ. მაგრამ, მიუხედავად უამრავი ფაქტორისა რომელიც იტალიის სასარგებლოდაა ამ კონკრეტულ მომენტში, თავი უნდა შეაკლან ბიჭებმა და ღირსეული შედეგით თავაწეულებმა დატოვონ ბრძოლის ველი. წარმატება ბიჭებო, უფალი შეგეწიოთ!
ლევანი
31 ოქტომბერი 2018 13:57
4
მე დარწმუნებულივარ რომ ეს საუკუნის მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს სასოებით ჩაიწერება დიდი მატჩი რომელსაც ასე სულმოუთქმელად ელოდება სარაგბო სამყარო. და ღმერთის ნებით ჩვენს ლელოელებს და ბორჯღალოსნებს ღირსეულ გამარჯვებას შეაძლებინებს და მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენ უფრო ამაყები ვიქნებით ჩვენი გუნდით ვიდრე ეს დღეს არის...
დიდი მატჩი
31 ოქტომბერი 2018 13:32
1

სიახლეები პოპულარული