მილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მილტონ ჰეიგის საუბარი შემოგვთავაზა. ის მომავალ შეხვედრაზე და ქართველების მებრძოლ ხასიათზე ლაპარაკობს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მსმენია ფრანგი
მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.

აქედან გამომდინარე, ნათქვამი: "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლება და არც პრობლემა არ არის. ამას ჩვენს უპირტესობად ვთვლი.

აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!"

მკითხველის კომენტარები / 39 /
ვენაცვალე ამ კაცს ესე ნეტავ ბერვი ქართველი ფიქრობდეს ასე და აუცილებლად წინ წავა არამარტო რაგბი არამედ ქვეყანა!!!
bibi
02 ნოემბერი 2018 12:00
2
საღოლ მილტონი, მაგარი კაცია, ისე ლაპარაკობს საქარტველოზე ბარე ორი ქართველი ვერ იტყვის, ამაში ჩანს პატივისცემაც და ისიც რომ თვითონ ამატყობს ქართველობით და ქართველებით. კარგი კაცია, კაციი, მოგება კი ღმერთის ნებაა, კაცი ამბობს ბრძოლაში არის ბედნიერებაო, ამაზე მაგარი სიტყვეი იშვიათად გამიგიააა
niko
02 ნოემბერი 2018 11:39
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა მაგარი კაცია მელიტონი!
bs
02 ნოემბერი 2018 11:32
0
როცა შევხედავ ჩვენს მეომრებს როგორ იბრძვიან იტალიასთან მე ბედნიერი ვიქნები! დღეს კი ამ ბრძოლის ნახვის მოტივაციის ცრემლი მახრჩობს და ერთი დღე ერთ საუკუნეთ მეჩვენება!
მიხეილ გავაშელი
02 ნოემბერი 2018 10:30
0
მელიტონ, ჯიგარი ხარ. მე მგონი ,,ბრძოლაში ბედნიერები,, ჩვენი დევიზი უნდა გახდეს და არამარტო რაგბში!
mamuka09ze
02 ნოემბერი 2018 10:26
0
პირველ რიგში, დიდი მადლობა მილტონს (მელიტონას) ასეთი საბრძოლო-საამაყო განწყობის შექმნისთვის. დასაფასებელია რომ ეს ადამიანი ჩვენს ისტორიას ასე კარგად იცნობს და თავს სანახევროდ ქართველად თვლის. თუმცა, აქვე ვიტყვი რომ ბევრი მიზეზის გამო, ამჟამად არსებული რეალობა "იკბინება". სწორედ ამიტომ, თამაშამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს გუნდმაც და სამწვრთნელო შტაბმა რათა ჩვენ ყველამ გავიხაროთ მომავალ შაბათს!
qomagi
02 ნოემბერი 2018 10:11
0
რა სახე აქ როგორი მოტივირებული ზელანდიელები როგორც ქართველები მაგარი იმპულსური ხალხი ვართ რა არ უნდა მოხდეს იტალიაში თუმცა დარწმუნებული ვარ თავის თავს გადაახტება ჩვენი ბიჭები ეს კაცი ჩვენი ეროვნული გმირია.
soso
02 ნოემბერი 2018 10:05
0
მიუხედავად იმისა, რომ 6 ერში ყველაზე სუსტ გუნდს ვეთამაშებით, ჩვენზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ ძლიერებთან ჯახის. ასე რომ ამათ ჭკუით და მებრძოლი სულით თუ ვაჯობებთ.
ზაზა
02 ნოემბერი 2018 10:01
0
ამ თამაშს მხოლოდ ტექნიკა და ტაქტიკა კი არა მოგების ჟინი და ბრძოლის უნარი ჭირდება. ასევე მოტივაცია, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს და ამიტომ წინ გამარჯვებისკენ და თავდადებისკენ!
ლაშა
02 ნოემბერი 2018 09:58
1
ეგ ისტორიები ზეპირად ვიცით
მილტონ შენ ის გვითხარი--მოესწრო თუ არა ჩვენი შესუსტებული შერკინების გაძლიერება??
ჩვენი ამბოლიდროს დაგროვებული ბევრი ხარვეზის აღმოფხვრა??
ამაზე გვესაუბრე კაცოო :)
მახო
02 ნოემბერი 2018 09:50
22

სიახლეები პოპულარული