ეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" 10 ნოემბერს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის.

როგორც იქნა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უნდა დაანახოს ყველას, რომ შეუძლია ექვსი ერის ნაკრებებს ტოლ-სწორად ეთამაშოს.

ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ "ბორჯღალოსნების" კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს საფრანგეთში დავუკავშირდით. ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის საფრანგეთშია დაბანაკებული და სამზადისს სწორედ იქ გადის.

შარიქაძესთან ვიდეოინტერვიუ 31 ოქტომბერს, საფრანგეთის დროით 17:00 საათზე უნდა ჩაგვეწერა (ჩვენი დროით 20:00 საათზე), თუმცა ნაკრებში დაუგეგმავი ვარჯიში დანიშნეს და ინტერვიუმ ერთი დღის გადაიწია. ვფიქრობთ, ეს ფაქტი ნათლად ასახავს, თუ როგორ ემზადებიან "ბორჯღალოსნები" იტალიასთან შეხვედრისთვის.

ვიდეოინტერვიუდან რამდენიმე ამონარიდს წერილობით შემოგთავაზებთ:

- როგორც იქნა, იტალიასთან მატჩი შედგება 10 ნოემბერს. ამას დიდი ხანი ველოდით. რა მოლოდინები გაქვთ და რა მნიშვნელობისაა ეს მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის"?
- ასეთი მაღალი მნიშვნელობის თამაში პუბლიკაში იშვიათად მახსენდება ამ ბოლო პერიოდში, რადგან ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო ამ თამაშმა. ქუჩაში ნაცნობი, უცნობი ვინც მხვდებოდა, სალაპარაკო თემა იტალიასთან თამაში იყო.

რაც შეგვეხება ჩვენ, ამ მატჩს დიდი ხანია ველით და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ თამაშს მარტო ჩვენი თაობა არ ელის, ეს შეხვედრა დაიმსახურა ძალიან ბევრმა თაობამ.

მერაბ შარიქაძე იტალიასთან მატჩის მნიშვნელობაზე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული, მერაბ შარიქაძე ნაკრებს დაუბრუნდა. მისი რეაბილიტაციის პერიოდი უკვე დასრულდა და სათამაშოდ მზადაა. იმ დიდი დანაკლისის ფონზე, რაც ნაკრებს აქვს, შარიქაძის დაბრუნება სასიამოვნო ამბავია, მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდურად ძლიერი იტალიის ნაკრების დამარცხება ყველა ქართველ გულშემატკივარს სურს.

რის ხარჯზე შეუძლია "ბორჯღალოსნებს" იტალიის ნაკრების დამარცხება? ამ კითხვაზე პასუხი შარიქაძემ გვითხრა.

რის ხარჯზე შეგვიძლია იტალიის დამარცხება? მერაბ შარიქაძის პასუხი

მიუხედავად დიდი დანაკლისისა, საქართველოს ნაკრების მორაგბეები იმედიანად არიან. მათ გათავისებული აქვთ აღნიშნული მატჩის მნიშვნელობა და გულიანად ემზადებიან.

"თიბისი სერიის" ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფლორენციაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

მერაბ შარიქაძესთან სრული ვიდეოინტერვიუს ყურება ქვემოთ შეგიძლიათ:
Sportall.ge - ინტერვიუ მერაბ შარიქაძესთან იტალიასთან მატჩის წინ

altმილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

altიტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

altAssociated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

მკითხველის კომენტარები / 10 /
სამწუხაროდ ჩვენთვის ცუდ დროს ვხვდებით იტალიას და თან გასვლაზე... ძალიან გაგვიჭირდება, დიდი იქნება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მთავარია უნებლიე შეცდომები რაც შეიძლება ნაკლები დავუშვათ... გადამწყვეტი ჩემი აზრით მსაჯის ფაქტორი იქნება, რომელიც საჭოჭმანო სიტუაციებში შეეცდება ექვსი ერის ,,ღირსების" შენარჩუნებას!!!!
Musenbezi
12:25 03-11-2018
4
მერაბ შარიქაძისგან რომ იღებთ ინტერვიუს ვატო კოლელიშვილმა რა დააშავა? ნაკლები მორაგბეა??? არ შეიძლება ასე, უსამართლობაა
გიგი კოლელიშვილი
16:58 02-11-2018
59

სიახლეები პოპულარული