Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
უნდა მოვიგოთ ბიჭებო.
სრული მობილიზაცია გონების და კონცენტრირება კარგ თამაშზე.
აუცილებლად მოვიგებთ და 5-6 წლით მათ ჩავუგდებთ ენას.
გ55
05 ნოემბერი 2018 20:13
1
ეს თამაში გორგოძემაც უნდა ითამაშოს! ნათქვამი აქვს ნაკრებს თუ დავჭირდი დავბრუნდებიო და ახლა ჭირდება სწორედ ნაკრებს!!!
ზურა
05 ნოემბერი 2018 19:55
3
რა მოხდება რომ დაბრუნდეს 2 თამაშით?! დაგვეხმაროს იტალიასთან და მერე, შემდეგ თამაშში ღირსეულად გავაცილოთ თბილისში. თუ ფორმაშია ასეც უნდა მოიქცეს. ვინმემ იცის მიზეზი რატომ არ უნდა მოხდეს ასე?
მოდერატორო არ დაბლოკო ამჯერად!
bs
05 ნოემბერი 2018 21:41
3
ტრავმა აქვს ვერ ითამაშებს სამწუხაროდ
ვახო
05 ნოემბერი 2018 21:11
3
მარტო იმიტომ მინდა მოიგონ ჩვენებმა რო არც ექცსი ერის გამო და არც რამე სიამაყის აი ეს ქართველი იტალიის გულშემატკივრები რო ჩადუმდნენ სამუდამოდ ....გაუმარჯოს საქართველოს..ღმერთი ჩვენკენ ლომებო..
Shio
05 ნოემბერი 2018 19:45
1
რომელი ქართველიც საქართველოს წაგებას გულშემატკივრობთ, თქვენ გულამოცლილები,სულ გაყიდულები და შუბლზე ძარღვგაწყვეტილები ხართ,თქვენაირები ქვეყნისთვის არასოდეს კარგს არაფერს გაკეთებენ.100 ნოლიც რომწავაგოთ მაინც მუდამ ჩემგულში იქნებიან ჩვენი ვაშკაცები.
გიო777
05 ნოემბერი 2018 19:36
3
იტალიასთან გამოჩნდება რა ძველმოდურ და ბანძ რაგბსაც ვთამაშობთ .... ნახეთ კომბინაციები და სისწრაფეები .... ეს იცის ზედმეტმა ილუზიებმა და სირისტიანი ევროპიელები მაგენი , მაგი გეები მაგენის ძახილმა :))) არ იტიროთ სარკეში ჩაგვახედებს იტალია :) კორეა
korea
05 ნოემბერი 2018 18:48
85
აბა ერთი ხელი მოისვი უკან
patrioti
05 ნოემბერი 2018 19:47
2
მე იმ კომეტარების მიკვირს, საქართველოს წაგებას რო წინასწარ აღნიშნავენ, ან თუნდაც ფეხბურთი იყოს , როგორ უნდა უგულშემატკივრო შენი ქვეყნის წინააღმდეგ , აი ამ მოვლენას ვერ ვხვდები, თან იმათ სულ ფეხებზე რო კიდიხარ.../ ჩვენზე უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია იტალია და აქედან გამომდინარე რა არი გასაკვირი უკეთეს მდგომარეობაში როა რაგბიც და ფეხბურთიც ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ, შეილება დავმარცხდეთ , იმიტომ რომ ეს სპორტია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რო აქეთ გავაჩუმოთ იტალიაც და ეს ქართულ გვარსახელებს ამოფარებული ელემენტები !!!
Vasili
05 ნოემბერი 2018 18:47
6
იტალია რეალურად დღეს ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ეს დამამცირებელი ტონი მართლა გამაღიზიანებებლია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოში თამაში მაინც ვერ გაბედეს! იმედია თამაშის მერე თუ ვინმე ჩაიგდებს ხმას, ეს იტალიელები იქნებიან!
ზვიადი
05 ნოემბერი 2018 18:44
3
,,ენა ჩავაგდებინოთო"ამ სიტყვებზე მეტი მოტივაცია 6 ერიც კი არ არის. მიდით ბიჭებო მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ ვერ მოუგებთ ერთი კარგად ჟეჟეთ მაინც!
პეტრე
05 ნოემბერი 2018 18:39
3
წყარო დადეთ ხოლმე
Giorgi
05 ნოემბერი 2018 18:36
2
ამათთან წაგება არ შეიძლება რა, თუ მოგვიგეს ხმას აღარ ამოგვაღებინებენ 6 ერზე.
qomag
05 ნოემბერი 2018 18:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული