"ათიათასობით ქართველის მიერ შესრულებული ჰიმნი თბილისიდან სტადიონის ეკრანზე გადმოიცემა" - რისი ეშინია იტალიურ მედიას

AutoSharing Option
საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებამდე ორი დღე რჩება. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ იტალიური მედიაც ყოველდღიურად საუბრობს ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და ფასზე.

იტალიური სპორტული გამოცემა Repubblica.it ამჯერად იმ მხარდაჭერაზე საუბრობს, რაც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრებისგან გააჩნია. სტატიაში საუბარია ქართველების მობილიზებაზე, რომლებიც როგორც მოედანზე, ასევე თბილისშიც აქტიურად უგულშემატკივრებენ საკუთარ გუნდს.

"თბილისის ცენტრში ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბება, რომლებიც მატჩამდე საქართველოს ეროვნულ ჰიმნს იმღერებენ. ეს სანახაობა არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზეც გადმოიცემა და მას იქ შეკრებილი ქართველი ფანებიც შეუერთდებიან. ეს ორიგინალური იდეა სოციალურ ქსელში
დაიბადა, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის: ფედერაცია, თბილისის მუნიციპალიტეტი, ცნობილი ადამიანები და ეროვნული ტელევიზია. მათ ამ ინიციატივას "მივცეთ ნება, მოუსმინონ ჩვენს ჰიმნს" დაარქვეს. ასე რომ, ქართველი მოთამაშეები მოისმენენ ჰიმნს, სახელად "თავისუფლება" - პირდაპირ საქართველოდან და უდიდეს ენერგიას მიიღებენ, რომელიც ისედაც დიდი რაოდენობით გააჩნიათ.

საქართველოსთვის ამ მატჩს ეპოქალური ფასი აქვს: რამდენიმე წელია "ბორჯღალოსნებმა" "აძურის" მსოფლიო რეიტინგში გადაასწრეს და 6 ერში ადგილს ითხოვენ. საქართველოს შესაძლო გამარჯვებას დიდი წონა ექნება მსოფლიოს უძველესი ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაში.

20 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. მათ შორის 2 000 ბილეთი სტუმრებს ეკუთვნით. ისინი ათლეტებს "ლელოებს" ეძახიან, რომელიც ლელობურთისგან მომდინარეობს - ეს ათასი წლის წინანდელი სპორტია, სადაც ბურთი მზეს განასახიერებს. საბედნიეროდ, ამინდის პროგნოზის მიხედვით, შაბათს ღრუბლიანი ამინდი იქნება" - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებების მატჩი ფლორენციაში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

altიტალიელი მორაგბე: 6 ერის კარი დაკეტილია და ეს საქართველოს უნდა ვაჩვენოთ

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

მკითხველის კომენტარები / 12 /
წინ საქართველო!
ვახო...
08 ნოემბერი 2018 15:36
2
მე ორი რამის მეშინია ერთი ის, რომ დაწყება თითქმის არასოდეს გამოგვდის კარგი(დაჟე ერთა ლიგაშიც კი), აი მეორე და მთავარი ისაა, რომ გაზაფხულზე ოკეანელებმა(იაპონია, ფიჯი, სამოამ) რომ ძალიან დაგვჩაგრეს ჩვენს მთავარ იარაღში შერკინებაში.
მმმ
08 ნოემბერი 2018 15:26
6
ეგ ფაქტორები მეც ძალიან მაშინებს...
გიორგი
09 ნოემბერი 2018 01:04
0
ტროლები არ შემოსულან საღლიცინოდ? დაიწყებენ მალე ქომაგების ნერვებზე თამაშს
dg
08 ნოემბერი 2018 14:10
6
Romel moedanze ikneba chveneba?
Qartveli
08 ნოემბერი 2018 13:52
3
რესპუბლიკის (ვარდების) მოედანზე 16:30 !!!!!
დათო
08 ნოემბერი 2018 15:47
1
რესპუბლიკის მოედანზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ პოლიტიკოსებს აქციის გამართვა მოუნდეთ!!! :D :D :D
qartvels
08 ნოემბერი 2018 14:34
1
და სად იკრიბება ეს 10000 ქარტველი მეც მინდა მოსვლა რომელ მოედანზე?
qartveli
08 ნოემბერი 2018 13:34
1
რესპუბლიკის მოედანზე, ე.წ. ვარდების მოედანზე
soso
08 ნოემბერი 2018 14:14
1
Tu icvimebs movigebt ;)
Ggggrgl
08 ნოემბერი 2018 13:25
2
ცხადია მთელი იტალიაც ისეთივე მოლოდინის რეჟიმშია როგორც ჩვენ და ცხადია ისიც რომ მეტად თუ არა ნაკლებს არ ნერვიულობენ. წარმომიდგენია როგორი ცეცხლი გაჩნდება ბიჭების გულებში ასეთი ჰიმნის შესრულების შემდეგ, ცეცხლი რომელიც დარწმუნებული ვარ არც აკლიათ.
დიმა
08 ნოემბერი 2018 13:22
4
მაქსიმალურად სარაგბო აურა უნდა შევქმნათ და ამისთვის საჭიროა ბევრნი ვიყოთ, ერთად ვიმღეროთ ჰიმნი და ვუგულშემატკივროთ ჩვენ ნაკრებს და ბიჭებს.
beeq.777
08 ნოემბერი 2018 12:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული