"ბორჯღალოსნების" საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილებაა

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის პირველი ორი მატჩისთვის, რომლებსაც 9 თებერვალს რუმინეთთან (კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე) და 17 თებერვალს ესპანეთთან ("ავჭალაზე", 18 საათზე) გამართავენ, მზადება თბილისში, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს.

ჩვენი გუნდი, "მსოფლიო რაგბის" მე-9 რეგულაციის თანახმად, 28 იანვარს შეიკრიბა და ბაზაზე სამი დღე დარჩება. ფიტნეს-ტესტებისა და ვარჯიშების გარდა, გულშემატკივარს ერთი სიახლე ელის: ოთხშაბათს, 30 იანვარს, "ბორჯღალოსნები" ერთმანეთში კონტროლირებად თამაშს გამართავენ. შეხვედრა 11 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალი იქნება. სამწვრთნელო შტაბის თქმით, მორაგბეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ
თამაშს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.

ცვლილება შემადგენლობაში
"ბორჯღალოსნების" საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილებაა - ფულბეკი სოსო მათიაშვილი დაშავდა და გუნდს რუმინეთთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად მწვრთნელებმა გამოცდილ სანდრო თოდუას უხმეს, რომელსაც 11 თებერვალს 32 წელი შეუსრულდება. მას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, დღემდე 75 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.

"სოსო მათიაშვილმა მყესი დაიზიანა და პირველ ორ მატჩში დაგვაკლდება. მის ნაცვლად გუნდში სანდრო თოდუას ვუხმეთ. გაგვიმართლა, რადგან სანდრომ ტრავმა მოიშუშა და კარგ ფორმაშია. მისი გამოცდილება გუნდს ერთიასად გამოადგება. სოსო ჩვენთან დარჩება და ტრავმის რეაბილიტაციას ნაკრების სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ის რაგბი ევროპის ბოლო სამ მატჩში დაგვეხმარება" - ამბობს მათიაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით მილტონ ჰეიგი.

მათიაშვილის გარდა, ტრავმების გამო "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ პირველ ორ მატჩში ანტონ ფეიქრიშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო სვანიძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ტაბიძე და გურამ შენგელია ვერ დაეხმარებიან.

alt"ბორჯღალოსნები" "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ

alt5 დებიუტანტი და ახალგაზრდები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
Es ga gvaklda((((* soso male dadeqi pexze! Zalian chirdebi nakrebs! Todua kaegia, magram 15ze modebazis garda vinme gvyavs gamozaxebuli?
Zuka
16:15 29-01-2019
0

სიახლეები პოპულარული