სერხიო პარისე: ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ექვსი ერის ტურნირზე უკანასკნელი 17 მატჩი წააგო. ბოლოს მათ გამარჯვებას 2015 წლის 28 თებერვალს შოტლანდიასთან მიაღწიეს, მიმდინარე წლის 2 თებერვალს კი 6 ერის ფარგლებში მათი მეტოქე ისევ შოტლანდიის ნაკრებია.

ბრიტანული Independent-ი იტალიური რაგბის კრიზისის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

სტატიაში იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე საქართველოს ნაკრების შესახებაც საუბრობს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება არ მოგვიპოვებია. დავამარცხეთ საქართველო, იაპონია, ფიჯი და სამხრეთი აფრიკა. ეს გუნდები რეიტინგში ჩვენ ახლომახლო არიან და ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო ჩვენზე წინაცაა.

გასულ
წელს შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ, თუმცა ტურნირი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ. პროგრესს განვიცდით, თუმცა ეს შედეგში არ გამოისახება. ამის შეცვლა გვსურს.

ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. იტალია ექვს ერში შემთხვევით არ მოხვედრილა. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა დაგვემტკიცებინა, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და გზაზე კარგი გუნდები დავამარცხეთ.

გასულ წლებში ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ. ამის შემდეგ ხალხს ჩვენ მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. ისინი ფორმატის ცვლილებაზე ფიქრობენ, რადგან საქართველო კარგად ასპარეზობს. ვფიქრობ, ამ ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მივაღწიეთ.

ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ. ისინი ვითარდებიან და ეს მათთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გასულ ნოემბერში, როცა მათთან ვითამაშეთ და დავამარცხეთ, უკვე დავუმტკიცეთ, რომ სხვა დონეზე ვართ." - განაცხადა სერხიო პარისემ.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა 2018 წლის 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, 28:17 დასრულდა.

alt5 დებიუტანტი და ახალგაზრდები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეჰ, კარგი იქნებოდა ამ მაკარონიკებთან რომ არ წაგვეგო ის თამაში. თუმცა მჯერა, რევანში გარდაუვალია!
გიო
18:00 29-01-2019
6
გასაგებია ამათი გაღიზიანება, როცა ის გუნდები, ვინც პარისემ აქ ჩამოთვალა, ყველა იტალიაზე წინაა რეიტინგში, მათ შორის ჩვენც. ასე თუ გააგრძელებს იტალიელებმა, უფრო ქვემოთ ჩავლენ და ერქვათ 6 ერის გუნდი. აქ მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა მივუმატოთ და წინ ვიაროთ. პარისემ რაც უნდა ის ილაპარაკოს
: )))))))
19:43 29-01-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული