რუმინეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ფოტო: Georgian Rugby Facebook

რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიუს ტინკუმ "ბორჯღალოსნებთან" რაგბი ევროპის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ეს მატჩი ვალენტინ კალაფეტანუსთვის რიგით მეასე იქნება "სტეჟარის" კვართით და რუმინეთის ნაკრებში მესამე ცენტურიონი გახდება ფლორინ ვლაიკუსა და კატალინ ფერკუს შემდეგ.

რუმინელთა განაცხადში უმეტესობა ფრანგული კლუბის წარმომადგენელია, რუმინულ სუპერლიგას მხოლოდ ერთი მორაგბე ადრიან იონი წარმოადგენს.

რუმინეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

1. მიხაი ლაზარი, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. ანდრეი ურსაჩე, 4. ვან ჰეერდენი, 5. მარიუს ანტონესკუ, 6. მიხაი მაკოვეი, 7. ადრიან იონი, 8.
ანდრე გორინი, 9. ვალენტინ კალაფეტანუ, 10. დანიელ პლაი, 11. ნიკოლას ონუტუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 13. კატალინ ფერკუ, 14. ვლადუ ზახარია, 15. იონელ მელინტე

სათადარიგოები: 16. იონელ ბადიუ, 17. ევგენი კაპატანა, 18. ალეკსანდრუ გორდასი, 19. დორინ ლაზარი, 20. ვიორელ ლუკაჩი, 21. იონელ სურუგიუ, 22. ალესანდრუ ბუკური, 23. ვლადუტ პოპა

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ჩვენი დროით 16:00 საათზე რუმინეთში, "არენა კლუჟზე" გაიმართება. აღნიშნულ მატჩში გათამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი. ეს დაპირისპირება რუმინეთისა და საქართველოს 300-წლიან ურთიერთობას მიეძღვნება.

შეხვედრის ყურება "პირველ არხზეა" შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შერკინება ძველია, მაგრამ 10 და 15 ნომრები ახლები არიან, ფლანგებიც ვერ დაიკვეხნიან გამოცდილებით.ფერკუ 13 ნომრად ცოტა უცნაურია. მოკლედ ამ მხრივ მე მგონი უპირატესობა გვაქვს და იმედია, სანახაობრივ რაგბს ვიხილავთ. პირველი ხაზი იმათი უფრო გამოცდილი ჩანს
:))))
00:43 09-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული