გორგაძის ბრწყინვალე ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: ლევან ვერძეული/facebook.com/GeorgianRugby

9 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში სტუმრად რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში და 23-კაციან განაცხადში ცვლილებები მოხდა.

მერაბ შარიქაძის ნაცვლად, შუამარბად თამაში ზურაბ ძნელაძე დაიწყო, რომელიც პირვანდელ განაცხადში გარემარბი იყო, ხოლო ფრთაზე გიორი აფციაური დაწინაურდა.

მარქაფაში მისი ადგილი გიორგი კოშაძემ დაიკავა. გუნდს კი გიორგი ნემსაძემ უკაპიტნა.

შეხვედრაში ანგარიში რუმინელებმა ზუსტი ჯარიმით გახსნეს 0:3, "ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

26-ე წუთზე
კი რუმინელებმა კვლავ მოიპოვეს ქულები, კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა და ანგარიში 6:0 გახდა.

39-ე წუთზე აბჟანდაძემ პირველი ქულები მოუტანა საქართველოს და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმი არც თუ ისე კარგად დაიწყეს - შეტევაში თამაში ვერ დავალაგეთ, ხოლო ჩვენი აუტიდან ორჯერ დავკარგეთ ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ბორჯღალოსნებმა" თამაში აშკარად გამოასწორეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი "ბორჯღალოსნების" შეტევა ლელოთი დასრულდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა.

ქართველები ამაზე არ გაჩერებულან და მეორე ლელო ლამაზ სტილში დადეს. ბექა გორგაძემ ცუცქირიძის პასის შემდეგ ერთი მორაგბე დაიქნია და მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ბურთი რუმინელების ზონაში დაამიწა.

72-ე წუთზე რუმინელებმა ჯარიმით კიდევ მოიპოვეს ქულები და სხვაობა შეამცირეს - 9:15. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 18:9 გახდა.

მოგებული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ანთიმოზ ივერილის თასი გადაეცათ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს ავჭალაში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

"კლუჟი არენა". რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
რუმინეთი-საქართველო 9:18

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი აფციაური, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. დავით გიგაური, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. გიორგი კოშაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ბიჭებო და გილოცავთ. მაგრამ ამდენი შეცდომა რა უბედურებააა:( დაცვამ მოიგო თამაში
დავით
18:01 09-02-2019
0
ვულოცავ ყველას და ორმაგად სასიხარულოა უკვე მერამდენე თამაშია წაგებული პირველი ტაიმის მერე იგებენ თან დამაჯერებლად შეცდომებიც მოსალოდნელი იყო ახალგაზრდები არიან და ნერვიულობა მოსულა.
samtredski
19:05 09-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული