"ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევით კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა და დებიუტანტი მოთამაშეები.
"ჩამოხვიდე და დაამარცხო რუმინელები მათსავე მიწაზე, მით უმეტეს, ასეთი ახალგაზრდული გუნდით, დიდი მიღწევაა. რუმინეთმა საუკეთესო გუნდი შეკრიბა და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით, დაცვამ ძალიან კარგად იმუშავა და ლელო არ გავუშვით" - თქვა ჰეიგმა და ახალგაზრდების მისამართით ქება არ დაიშურა:
"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რუმინეთში ახალგაზრდა მორაგბეებით მოვიგეთ. მე ძალიან ამაყი ვარ ამ
რუმინეთიდან დაბრუნებულმა "ბორჯღალოსნებმა" ორი დღე დაისვენეს და 17 თებერვალს "ავჭალაზე", ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება. "ლომებმა" პირველ ტურში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 16:14 დაამარცხეს. ჰეიგი ამბობს, რომ მომავალ თამაშშიც შანსი ახალგაზრდა მორაგბეებს მიეცემათ:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის პირველი საშინაო მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და სტადიონზე ის ატმოსფერო იყოს, რომელიც ბიჭებს დამატებით ძალას მატებს. აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ, ვიცით, რომ კარგ გუნდს ჩამოიყვანენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. აუცილებელია სიღრმეებზე ზრუნვა და იმის გარკვევა, ტრავმის შემთხვევაში ვინაა შემდეგი არჩევანი".
რუმინეთის დამარცხების შემდეგ "ბორჯღალოსნები" რეიტინგში დაწინაურდნენ
რუმინელთა მწვრთნელი: მხოლოდ რუმინეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მოკლედ, აქ საწყენი არაფერი არაა, მთავარია ქვეყნის ინტერესი და ამ ინტერესს ჩემი აზრით მელიტონის დაუყონებლივ პოსტის დატოვება ადა უკეთესი მწვრთნელის მოყვანა ჭირდება 2019 მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მოგებისთვის ბროძლის შანსის ქონისთვის.
10/11 ფლორენცია, იტალია - საქართველო 28:17
17/11 ავჭალა, საქართველო - სამოა 27:19
24/11 ვაკე, საქართველო - ტონგა 20:9
(დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხ. შემდეგ ბმულზე http://site.rugby.ge/ka-GE/2018-JAMI/)